9.
არ ვიცი, რატომ ცდილობს ჰარი ამ ურთიერთობაზე მალაპარაკოს.
-კი .- ვიცრუე. -ვაპირებ ამ საღამოს ვუთხრა აარონს. -სიმართლე რომ ვთქვა, წარმოდგენაც არ მაქვს სად არის ახალ აარონი. სამსახურით ძალიან დაკავებულია, როცა სახლში მივალ მაინც გადავურეკავ. ხო, იმ შემთხვევაში თუ ოდესმე დავახწევ თავს ამ ჯანდაბის ლიფტს.
-ოუ.. -ვერ გავშიფრე ჰარის ტონი მის ხმაში.
-რატომ გაინტერესებს? -ვკითხე.
-სულაც არ მაინტერესებს.
-ისე იქცევი, რომ ასე სჩანს.
-ჰო, მე ყოველთვის ცუდი მსახიობი ვიყავი.
-უბრალოდ მითხარი რატომ?
ჰარიმ ამოიხვნეშა.
-არ აპირებ რომ დანებდე, არა?
ის ჭერს უყურებდა. თვალი ავარიდე, ალბათ თითოეულ დეტალზე ფიქრობდა რაც მანამდე მითხრა.
-კარგი იქნებოდა ლიფტში, რომ მოწევა დაშვებული იყოს. -რამდენიმე წამის შემდეგ თქვა.
-ღილაკი უკვე გატეხილია, ასე რომ.. -ვუთხარი
ჰარიმ იუმორით სასვე თვალებით შემომხედა. -შენ ეწევი როზალი?
-არა, უკვე აღარ.
-ეწეოდი? -წარბები მაღლა აწია.
-კი, უმაღლეს სასწავლებელში.
ჰარიმ ჩაიცინა. -wow...
-რატომ არის ეს რთული დასაჯერებელი?
-იმიტომ რომ შენ შენ ხარ.
-ანუ?
-ანუ, ისე გამოიყურები ვიღაცამ, რომ სიგარეტი მოგცეს გული წაგივა.
გამეცინა.
-შემიძლია მოვწიო. სათანადოდ ვერ მაფასებ ჰარი.
-აშკარად.
ამოვიხვნეშე. შემიძლია ახლავე მოვწიო სიგარეტი. ჰარის ქცევები ზოგჯერ მაიძულებს რომ ისევ დავუბრუნდე ამ ჩვევას. ამაზე დამოკიდევული არ ვყოფილვარ, ეს რაღაც იყო რომელსაც ზოგჯერ ვაკეთებდი. ჩემს თავს არ მივუშვებ იმ დონემდე, რომ რამეზე დამოკიდებული გახდეს. ვერ ვიტან ადამიანები თავს რომ ვერ აკონტროლებენ.
-კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ აქ?-ამოვიკვნესე.
ჰარიმ მხრები აიჩეჩა. თავი კედელს მივადე. ტემპერატურა ამ პატარა სივრცეში ნელ-ნელა იზრდებოდა. ჰარი მაისურის სახელოებს მაღლა იკეცავდა. შევამჩნიე მის მხრებზე შავი მელნით დახატული რაღაც წერტილები.
-ტატუები გაქვს? -ვკითხე.
ჰარიმ ხელი შემოატრიალა, რომ ტატუებზე დაეხედა. -ჰო..
-არ ვიცოდი. -მაისურებში ის ადრეც მყავდა ნანახი, მაგრამ ტატუებზე ყურადღება არასდროს გამიმახვილებია.
-შენ გაქვს ტატუ? -ჰარი ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი გაჯავრება უნდოდა.
-სინამდვილეში კი. -ამაყად ვუპასუხე.
-მატყუარავ.
-არ გატყუებ!
-კარგი, მაშინ სად გაქვს?
-მხარზე.
-როგორი თამამი ხარ -თქვა ჰარიმ. -შენ თავს შეხედე როუზი, ეწევი და ტატუები გაქვს.
-ჰო, უკვე გითხარი რომ ჩემს შესახებ არაფერი იცი. მაგ საქაღალდეში ბინძური არაფერი წერია.
ჰარიმ ჩაიცინა.
-ვერ მივხვდი.
ტუჩებზე ღიმილი მომეფინა, თავი ჰარისკენ შევაბრუნე რომ მისთვის შემეხედა.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-მიდი.
-როცა პირველად შევხვდით, რატომ იყავი ასეთი უხეში ჩემს მიმართ?
-მე ყველასთან უხეში ვარ.
-არ ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა. შენ ყველა ზღვარს გადახვედი რომ ჩემთან განსაკუთრებული სიუხეშე გამოგეჩინა და ეს შენანიშნავად იცი.
ჰარიმ ჩაიცინა.
-კარგი, მიზეზი გაინტერესებს არა?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-უხეშ ვიყავი, რადგან ვიცი როგორი პიროვნებაც ხარ. შენ შეასანიშნავი ცხოვრება გაქვს. ჭკვიანი ხარ, გაქვს სამსახური, კარგი შეყვარებული. ყურადღებას არ აქცევ არავის ვინც შენს სტანდარტებში არ ჯდება. შენ ნიუ-იორკიდან ხარ, სამოთხის გარემოდან! შენ ქედმაღალი ხარ, როზალი! და ეს მე ვიცოდი იმ წუთიდან, როცა ყველა ყუთი ამოიტანე მაღლა ოთახში და საცხოვრებლად იმ ბინაში გადმოხვედი. შენ მიზეზი გაინტერესებდა, აჰა შენი დედა ატირებული მიზეზიც! -მისი ხმა ბოლოში მთლიანად მოშხამულად ჟღერდა.
თავს დამცირებულად ვგრძნობდი. არ ვიცოდი, ჰარი ასე თუ გამკიცხავდა. ბრაზი ცეცხლივით იწვოდა ჩემს ვენებში.
-იცი, არც კი გიცდია ჯერ გაგეცანი და მერე გაგეკიცხე ასე! ბოლოს და ბოლოს ვცდილობდი რომ თავაზიანი ვყოფილიყავი შენთან, მაგრამ აი სადამდე მიმიყვანა ამ მცდელობამ. შეიძლება კარგად არ გიცნობ ჰარი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ერთი ამისიც! სანამ გაგიცნობდი მანამდე მაინც არ გამისამართლებიხარ ამგვარად! -ფეხი კედელს ვკარი, არ მინდოდა ჰარის სიახლოვეს ყოფნა.
-არ გამიკიცხიხარ, ვალდებულიც არ ვარ. შენ ახლაც დაამტკიცე, რომ ისეთივე პრეტენზიული ხარ, როგორც ვფიქრობდი! -ჰარიმაც გაწია ფეხი, თვალები ანთებული ჰქონდა.
-ჰო, ნამდვილი პროჭი ხარ! ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ გაანადგურო ხალხის ემოციები!
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე შეყვარებული მაც არ ვარ ვიღაც იდიოტზე! -ბოლო ხმაზე დამიღრიალა.
ფეხზე წამოვხტი, თვალები მთლიანად ამენთო.
-აარონი იდიოტი არ არის!
-აშკარად არის, თუ შენი ატანა შეუძლია!
ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი. ნაბიჯი წინ გადავდგი და ჰარის სახეს პირდაპირ გავუსწორდი. მან ლოყაზე მიიდო ხელი, შეძრწუნება აშკარა იყო მის ნაკვთებში. ჰარიმ კიდევ ერთხელ შემომხედა, სწრაფად მაჯაში მწვდა და კედელზე მიმაჯახა. ამ ბიძგზე მუხრებში შეუმჩნევლად მოვიხარე.
-გინდა კიდევ ერთხელ ცადო, როუზი? -მან ჩამჩურჩულა. ხელი კანზე გადამისრიალა, სიცხე ცეცხლივით მოედო მთელს ჩემს სხეულს. მისმა სუნმა წამლეკა და სახე დამეძაბა.
-შენ ეს დაიმსახურე . -ბრაზით ვუთხარი. -ხო და კიდევ როუზი აღარ დამიძახო!
-მაშინ წყობიდანაც ნუ გამომიყვან. -დამღრინა.
-შენი არ მეშნია.
ჰარის თვალები დაუვიწროვდა. მისი სახე რამოდენიმე მილიმეტრის მოშორებით იყო ჩემგან, მისი სუნთქვა ჩემს ტუჩებზე ეცემოდა. თვალებში დაჟინებით მივაშტერდი. სიმწვანე უფრო ბნელი იყო ვიდრე ჩვეულებრივ, სახეს მობილურისგან წარმოქმნილი მკრთალი შუქი უნათებდა.
-ჯერ არა, ჯერ არ გეშინია. -მითხრა როცა ჩემგან ზურგით უკან ნაბიჯი გადადგა.
მხრები შვებით ძირს დავუშვი. -რას გულისხმობ?
ჰარიმ ბნელად გაიცინა, შეკითხვას თავი აარიდა. -თავს ჩემგან შორს რატომ არ იჭერ, როზალი?
-იმიტომ რომ შენ ყოველთვის ჩემს ირგვლივ ჩნდები.. -ვუთხარი. -დამიჯერე, შენგან ჩამოშორებაზე მეტად არაფერი არ მინდა.
ჰარი შემოტრიალდა, თავდჯერებული ღიმილი აკვროდა სახეზე. -ფრთხილად იყავი შენს სურვილებთან. -თქვა მან.
სახე დამეძაბა, ვემზადებოდი მისი მომდევნო შეხებისთვის. უკვე რაღაც შეურაცმყოფელი უნდა მეთქვა მისთვის, როცა კარი გაიღო და სინათლე შემოიჭრა ამ პატარა სივრცეში, მოულოდნელად ჰოლში მაშველი და მისტერ გრინმენი გამოჩნდენ.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...