29.
როგორც კი ეს თქვა, დაბლა დაიხედა, თითქოს ხმამაღლა თქმას არ აპირებდაო.
მას მივაჩერდი, ლოყები აწითლებული ჰქონდა.
მე შენ გისურვებდი, როუზ.
მე შენ გისურვებდი.
მე მისურვებდა? ეს რას ნიშნავს? ეს ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ ჰარისთან, არ ვიცი.
-რას გულისხმობ, მე მისურვებდი? - ამოვისუნთქე.
თვალები დაახამხამა, მზერა მე მომაბყრო.
-ზუსტად არ ვიცი. - თქვა მან. - მე ვფიქრობ მე.. - გაჩერდა, როდესაც მის ჯიბეში ტელეფონმა დაიბზუილა.
რა? ის ფიქრობს, რომ ის .. რა?
-გისმენთ? - თქვა ტელეფონში. გაქვავდა. - რას გულისხმობ?
პირი დავაღე.
-ლუი, დამშვიდდი. მითხარი, რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ.
ჰარიმ მზერა მე მომაბყრო.
-კარგი. მანდ ვიქნბით.
ტელეფონი გათიშა და ცხვირზე მოიკიდა ხელი.
-ჯანდაბა, - შეიკურთხა, ჩემს წინ ბოლთის ცემას მოჰყვა.
-რა მოხდა? - ვკითხე.
-ალეკი .. ალეკი გაბრაზებულია იმის გამო ,რომ აარონმა ვერ დაგითანხმა, ამიტომ შენს მოსაძებნად ხალხს აგზავნის. უკან დაბუნება უსაფრთხო არაა.
გული ამიჩქარდა.
-აბა.. რა გავაკეთოთ?
-ერთ საათში ზეინი სახლში მივალთ, შემდეგ მოვიფიქრებთ რამეს. - ყბა დაეჭიმა, მე კი უკან გავყევი და მანქანისკენ დავიძარით, მგზავრის მხარეს ჩავჯექი.
ვკვდები ისე მინდა გავიგო, თუ რის თქმას აპირებდა ჰარი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ნათქვამი სიტყვები უკვე დავიწყებული ჰქონდა და მანქანას ქალაქისკენ მიაქროლებდა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა .. - შეიკურთხა.
-მათ რატომ ვუნდივარ? - ვკითხე.
-იმიტომ ,რომ შენ ჭკვიანი ხარ. ამას ყველა ხედავს.
-მე რაში გამომიყენებდნენ? არ მესმის. - თავი გავაქნიე.
-როუზ, შენ ეგზემპლარების რედაქტორი ხარ, არა?
ნელა დავუქნიე თავი.
-შენი ხელობა იმას მოითხოვს, რომ ლიტერატურულ ნაწარმოებში შეცდომები შეასწორო, ასეა?
-დიახ.
-ეს ხელობა ..ძალიან ხელსაყრელია ალეკისთვის. შენ ჭკვიანი ხარ, როგორც აარონმა თქვა. შეიძლება ალეკის ყველაზე ძვირფასი სამუშაო იარაღი გახდე.
-იმას აპირებს ,რომ მასთან მუშაობა დამაძალოს?
-დიახ, - თქვა ჰარიმ. - ყველაფრის გაკეთებას აპირებს ,რომ დაგარწმუნოს, მაგრამ გახსოვდეს რა გითხარი, როუზ. როდესაც იქ შეხვლ, უკან ვეღარ გამოხვალ. და მე არ მოგცემ საშუალებას, რომ მისი იარაღი გახდე.
-არ გავხდები. - ვთქვი და თავი დამიქნია.
-კარგია.
ჰარიმ მალე მანქანა აგურით ნაშენებ შენობასთან გააჩერა, რომელიც ჩვენსას ჰგავდა.
-ჩემთან ახლოს დარჩი, კარგი? - მე გამომხედა.
თავი დავუქნიე.
-გეშინია? - მკითხა.
-არა. - ვუპასუხე.
რამოდენიმე წუთი მე მომაჩერდა, შემდეგ თავი დამიქნია და მანქანიდან გადავიდა.
უკან გავყევი, მხარს უკან ხშირად ვიხედებოდი. ეს ნერვების წიწკვნაა. Wolfe Enterprises-ს გავურბოდი.
ჰარიმ ლიპტში მესამე სართულის ღილაკს მიაჭირა, ფეხს ნერვიულად აბაკუნებდა იატაკზე.
ჰოლში გამიძღვა, კარისკენ ,რომელიც როგორც მივხვდი ზეინის სახლის იყო. შევნიშნე ,რომ უცნაურად,თითქოს რაღაცას უკრავსო, ისე დააკაკუნა.
-კოდია. - მითხრა, მე კი თავი დავუქნიე და ამ დროს ზეინმა კარი გააღო.
-ჰეი. - მოგვესალმა. ისიც ისევე ანერვიულებული ჩანდა, როგორც ჰარი.
-გამარჯობა. - თქვა ჰარიმ ,როდესაც შიგნით შევედი, კარი ზეინმა მიხურა.
-ნაილი და ლუი მოდიან, - თქვა ლიამმა ,რომელიც დივანზე იჯდა.
ზეინის სახლი თანამედროვედ იყო მოწყობილი, კედელზე ბევრი ნახატებით. ავეჯსაც კი თითქოს ხელოვნებასთან ჰქონდა კავშირი, დივანი ღია წითელი იყო, ხოლო ყავის მაგიდა შავი.
ჰარიმ მანიშნა, რომ ლიამის გვერდზე დავმჯდარიყავი,ასეც მოვიქეცი, ის კი ზეინს მიუბრუნდა.
-როგორ ხარ, როუზ? - მკითხა ლიამმა.
-კარგად ვარ, - ვთქვი. - უკეთესადაც ვყოფილვარ, მაგალითად მაშინ ,როდესაც გიჟები არ დამდევდნენ.
ლიამმა ჩაიცინა.
-გასაგებია.
ჩემს კალთას დავხედე.
-თქვენი აზრით ეს, რასაც ახლა აკეთებთ, სასარგებლო იქნება?
ლიამმა ტუჩი მოიკვნიტა.
-ვერ გეტყვი, - მიპასუხა. - მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქნება.
ფოიედან რაღაც ხმები მომესმა, შევბრუნდი და ნაილი და ლუი დავინახე, რომლებმაც კართან მდგომ სკამზე მათი მანტოები მოაგდეს.
-საღამო მშვიდობის, როუზ, - მომესალმა ლუი,როდესაც მე ლიამი დაგვიანხა.
-ჰეი, - ვთქვი. მიუხედავად იმისა,რომ ახლა აღარ მეშინია მისი, მასთან მაინც ვფრთხილობ (ასევე ნაილთან,) , რადგან ისინი რამოდენიმე ხნის წინ თავს დამესხნენ,როდესაც სახლში მივდიოდი. ვიცი,ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ იძულებულები იყვნენ, და თანაც, ისინი ამ გეგმის დიდი ნაწილი არიან.
-რა ჯანდაბას ფიქრობს ალეკი? - თქვა ჰარიმ ,ყველა დაჯდა, თუმცა ის ფეხზე იდგა.
-დღეს შეხვედრაზე როუზზე ბევრს ლაპარაკობდა, - თქვა ნაილმა.
-შეხვედრაზე? - ჰარის თვალები გაუფართოვდა, - ჯანდაბა!
-ჯანდაბა, ჰარი. - ამოიგმინა ზეინმა.
-ეს მას კიდევ ერთ მიზეზს აძლევს, რომ გაბრაზდეს, ღმერთო. - ხელები თვალებზე მიიჭირა.
-უნდა დაელაპარაკო, რომ შენზე ეჭვი არ მიიტანოს. - თქვა ლიამმა.
-ვეთანხმები, - თქვ ლუიმ, - ახლა წადი, მანამ, სანამ ივორის დატოვებს.
-ივორი რა არის? - ვკითხე.
-კოდ სახელია Wolfe Headquarters-ისთვის. - მიპასუხა ნაილმა. ყველაფერზე კოდები ჰქონდათ, დაკაკუნებაზეც კი.
-ვერ წავალ, მიხვდება, რომ რაღაც ხდება, რომ წავიდე. - თქვა ჰარიმ.
-სხვა რა არჩევანი გაქვს? - შეუტია ნაილმა.
ჰარიმ ამოიოხრა.
-მე თუ წავალ, როუზი აქ უნდა დარჩეს, - თქვა ბოლოს.
-ის ჩვენთან კარგად იქნება, უბრალოდ წადი და დაელაპარაკე, აფიქრებინე, რომ შენ ასი პროცენტით მასთან ხარ. შენს ლოიალურობაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს, - თქვა ზეინმა.
-არა, ვფიქრობ, რომ როუზი უნდა წავიდეს, - თქვა ლიამმა, - ალეკმა იცის, რომ როუზი და ზეინი ერთად მუშაობენ, იცის, რომ მეგობრები არიან. აქ ხალხს გამოაგზავნის, მხოლოდ დროის საკითხია.
-რა იქნება თუ უბრალოდ იმას მივცემთ, რაც უნდა? - ვკითხე.
ყველამ მე მომაბყრო მზერა.
წამოვჯექი.
-თუ წავალ, ამ.. ივორიში.. რომ მას დაველაპარაკო, შეიძლება მან დაინახოს, რომ ვერ დამემუქრება.
-ეს სიგიჟეა, - თქვა ჰარიმ მკაცრად.
-არა, არ არის, - თქვა ლუიმ. - ეს კატა თაგვის თამაშია, ყველაფერი. რაც უფრო მეტს გაიქცევა როუზი, მას უფრო მეტი მიზეზი ექნება, რომ ის იპოვნოს. თუ მას გავაგზავნით, ისე ითამაშებს, თითქოს არაფერი იცის, ის მას სეეშვება.
-ასე უბრალოდ ვერ შევუშვებთ, - თქვა ზეინმა. - თუ თვითონ მივალ, ალეკი მიხვდება, რომ რაღაც ხდება.
-შემიძლია მე წავიყვანო, - თქვა ლუიმ. - ალეკი ჩემზე არაფერს ეჭვობს, და მის მოსაძებნად მე გამომგზავნა.
-მთავარ პრობლემას ყველა სცდებით, - თქვა ჰარიმ, - ალეკს უნდა, რომ როუზმა მასთან იმუშაოს.
-თუ ნახავს, თუ როგორ ცოტა იცის მან ენტერპრაიზის შესახებ, მონდომებას დაკარგავ.ს - თქვა ნაილმა.
-ძალიან იოლად შეუძლია,რომ ყველაფერი უთხრას. - თქვა ჰარიმ.
-არ მეტყვის, თუ შევეწინააღმდეგები? - ვთქვი.
-როუზი მართალია ,არ გარისკავს. - დამეთანხმა ლიამი.
ჰარიმ თმაში ხელი შეიცურა.
-კარგი. აბა, რა გავაკეთოთ?
-მე როუზს წავიყვან, დანარჩენები პერიმეტრზე იდგებით, - თქვა ლუიმ, ფეხზე წამოდგა.
-ამაღამ არცერთს არ გვიწევს მორიგეობა, - თქვა ნაილმა.
-ალეკთან ახლოს ვართ, ყველა, ვინც გარეთ დგას, დაგვიჯერებს, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი მორიგეობაა. - თქვა ზეინმა.
-მართალია, - დაეთანხმა ნაილი თავის ქნევით.
-კარგი, წავიდეთ. და თუ ეს კარგად ჩაივლის, ორ საათზე ნაკლებში დავბრუნდებით უკან. - თქვა ლიამმა.
წამოვდექი და თავი დავუქნიე, ყველას უკან გავყევი,როდესაც სახლიდან გავიდნენ.
ლიპტით დაბლა ჩავედით, ატმოსფერო აშკარად მძიმე იყო.
მანქანების სადგომზე, ყველა თავის მანქანისკენ გაეშურა, მაგრამ ჰარიმ ხელი მკლავზე მომკიდა.
-ფრთხილად იყავი, - თქვა მან, კოპები შეკრული ჰქონდა.
-ვიქნები.
-როუზ .. - ამოიოხრა. - ეს ზუსტად ისაა, რისთვისაც თავის არიდება მინდოდა. შენი ალეკთან ლაპარაკი.
თავი დავუქნიე.
-ვიცი.
ხელი მკლავზე ჩამიცურა,შემდეგ ჩემი მტევანი მისაში მოიქცია, ბოლოს კი ჩვენი თითები ერთმანეთში ახლართა და ოდნავ მომიჭირა.
-თუ საჭირო გახდა, დამალული დარჩი, - თქვა მან და თავი დავუქნიე.
ხელი გამიშვა ,როდესაც ლუი მანქანაში ჩაჯდა, თან მანიშნა, რომ მეც ჩავმჯდარიყავი.
ლუის გვერდძე დავჯექი, კარი მოვხურე, მან კი მანქანა დაძრა და გზაზე გავიდა.
-როუზ, იმედი მაქვს, რომ ჩემი და ნაილის არ გეშინია იმ ღამის გამო,როცა ქუჩაში გაგაჩერეთ, - თქვა მან.
-არა, არ მეშინია. - ვთქვი ღიმილით.
-კარგია, მეშინოდა, რომ გძულდი ან რამე.
-ნუ, კარგად კი შემაშინე.
-ნამდვილად. - ჩაიცინა.
ფანჯრიდან გავიხედე.
-შტაბ-ბინას ივორი რატომ დაუძახეთ? - ვკითხე მე.
-ეს კოდია. ბევრ რამეზე გვაქვს კოდი.
-აშაკარად.
-უმეტესობა ძალიან სულელურია. ალეკი ნამდვილად არაა,კრეატიული ბიჭი.
გავიცინეთ.
მიუხედავად ღიმილისა, რომელიც ლუის გამო ავიკარი სახეზე ,შიგნიდან საშინლად ვიყავი.
ალეკი რას მკითხავს? ჩემი დარწმუნება რომ სცადოს, რომ Wolfe Enterprises-ს შევუერთდე? რომ მავნოს? რა იქნება,თუ მის კითხვებზე ჩემი პასუხები გამცემს?
ლუიმ მანქანა ერთ-ერთ მოსახვევში გააჩერა, გასაღები ხელში აიღო და მე მომიბრუნდა.
-რაც არ უნდა მოხდეს, ვერაფერს იტყვი. ვიცი ,რომ ეს ძნელი იქნება, რადგან ალეკი ეშმაკი ტიპია, მაგრამ არასდროს, ერთი მომენტითაც კი, არ გატყდე.
თავი დავუქნიე.
-კარგი.
-კარგად ხარ?
-ჰო. უბრალოდ ვნერვიულობ.
-კარგად ხარ. თუ რამე მოხდება, სხვები აქ არიან.
ამოვისუნთქე.
ლუიმ რამოდენიმე წამით მე შემომხედა, შემდეგ მანქანიდან გადავიდა და მეც გავყევი.
ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს განსასჯელად მივდიოდი, მაგრამ ვიცოდი ,რომ ეს უნდა გამეკეთებინა.
ლუის ქუჩის მეორე მხარეს, ნაცნობ ვიწრო ქუჩაზე გადავყვი.
პრიალა კარი კი აშკარად ის იყო, რომელშიც ჰარის შევყევი. ლუიმ პატარა კლავიატურაზე რაღაც კოდი აკრიფა,შემდეგ კი მანიშნა,რომ შიგნით შევყოლოდი.
ნერვები უკვე ცქიფზე მეკიდა, როდესაც წვრილ კორიდორს გავუყევით.
ლუიმ კარი შეაღო, ხელი მკლავზე მომკიდა. თავიდან მისი ამ ქმედების გამო შევკრთი, მაგრამ გამომხედა და მივხვდი,რომ უნდა მეთამაშა.
ოთახი განსხვავდებოდა იმ ოთახისგან,რომელშიც ჰარის შევყევი. ეს საგრძნობლად პატარა იყო, და კედელზე სხვა კარი ჰქონდა. ვერცხლისფერი მაგიდა ოთახის შუაგულში იდო, გვერდით კი ორი პატარა ფანტანი ედგა. სუფთა, ლურჯი წყლის ბუშტუკები ისეთ ხმას გამოსცემდნენ, რომ წყნარ ატმოსფეროს ქმნიდნენ. ოთახის კედლები თეთრი იყო, ზედ ცნობილი ისტორიული ლიდერების ნახატები ეკიდა. ჯორჯ ვაშინგტონი, მიგელ იდალგო, აბრაამ ლინკოლნი, დეოფალი ელიზაბეტი.
მზერა ნახატებს მოვაშორე და კაცს მივაბყარი ,რომელიც ვერცხლისფერი მაგიდის უკან იჯდა.
ალეკი.
საშინლად გაბრაზებული ჩანდა, რაღაცას გაცხარებით წერდა, კოპები შეკრული ჰქონდა.
ლუიმ უხეშად მიბიძგა, მეც უნდა ავყოლოდი თამაშში, ამიტომ წინ გავიწიე და დაბლა დავიხედე.
-ალეკ, სტუმარი გვყავ. - ლუის ტონი საგრძნობლად შეიცვალა, ახლა ისეთი ტონი ჰქონდა,როგორიც იმ ღამეს, როცა მან და ნაილმა გამაჩერეს.
ალეკმა ამოიოხედა , ნაიარევდატოვებულ სახეზე ავი ღიმილი გამოესახა.ჟრუანტელმა დამიარა.
-კარგი, კარგი,- თქვა, ხელები მაგიდაზე დააწყო. - როუზ ნაითი. რა სასიამოვნოა, შენი ნახვა.
ნერწყვი გადავყლაპე.
-დაგვტოვე, ტომლინსონ.
ლუიმ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა, ათჯერ უფრო შეშინებული დამტოვა.
-დაჯექი, როუზ.
მაგიდის წინ მდგარ ერთ-ერთ რკინის სკამზე ჩამოვჯექი.
-მოდი, ვისაუბროთ.
ენაზე ვიკბინე.
-როგორ ხარ?
-კარგად.
-საყვარლად გამოიყურები.
-გმადლობ.
ალეკი სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-ამ ოთახზე რას ფიქრობ, როუზ?
გარშემო მიმოვიხედე.
-ძალიან სუფთაა. - ვთქვი.
-ნახატები შენიშნე?
თავი დავუქნიე.
-დიახ.
-მათ მნიშვნელობაზე რას ფიქრობ?
ის-ის იყო პირი უნდა გამეხსნა პასუხის გასაცემად, რომ გავჩერდი. მთავარი ის არის, რომ მას ვაფიქრებინო, თითქოს სულელი და უცოდინარი ვარ.
-არ ვიცი. - ვთქვი მე.
-რამე მოსაზრება?
-არა.
-არცერთი?
-არა.
-საინტერესოა, - ფეხზე წამოდგა, ხელები ზურგს უკან დაიჭირა, სიარული დაიწყო. - როუზ, გავიგე, რომ Wolfe Enterprises-ზე გაიგე.
თვალები დავახამხამე.
-Wolfe Enterprises-ზე?
-დიახ,- გაჩერდა. - მინდა ვიცოდე, რა იცი.
-არ ვიცი რა არის .. Wolfe Enterprises-ი.
თვალები დაახამხამა.
-შენ ჰარი სტაილსს იცნობ. - თქვა მან.
თავი დავუქნიე.
-ჩემთან ერთად მუშაობს.
-სწორია. და მასთან რომანტიკულ ურთიერთობაში ხარ.
ხმამაღლა გავიცინე.
-არა, - ვთქვი,თავი გავაქნიე. - არა.
ალეკი მე მომაჩერდა, ცალი წარბი მაღლა აზიდა.
-აქ სასაცილო რა არის?
-ჰარისთან არანაირ კავშირში არ ვარ.- ვთქვი მშვიდად.
-მის მიმართ გრძნობები გაქვს?
-არა.
-ის შენთვის რას ნიშნავს?
-მე-
-ის შენთვის რას ნიშნავს? - ალეკმა ხმას აუწია, ხელი მაგიდაზე დასცხო, შევხტი.
-არაფერს! - დავიყვირე. - ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს!
-საერთოდ არაფერს?
-არა! მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, არც არასდროს ვიგრძნობ. - ვთქვი. გული ამეწვა.
ალეკმა გაიღიმა. ნელა დაჯდა, სკამის ხელის დასადებს მიეყრდნო.
-კიდევ ერთხელ, როუზ, სათვალთვალო კამერებმა, გიღალატეს. - თქვა, თვალები აციმციმებოდა.
-რ-რა?
-სტაილს! - დაიყვირა მან. კარი ,რომელიც წეღან შევნიშნე, გაიღო და ჰარი გამოვიდა.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...