38.
-ედს დაურეკეთ, ვინმემ ედს დაურეკეთ. - თქვა ზეინმა სწრაფად, როცა გაოცებულები მივაჩერდით ჩვენს ტელეფონებს.
ჰარიმ ტელეფონი ყურზე მიიდო, ქვედა ტუჩს იკვნეტდა.
-ედ? სად ხარ? - შვებით ამოისუნთქა. - პირდაპირ აქ მოდი. - თქვა, შემდეგ კი გათიშა.
-კარგად არის? - ვკითხე.
-კარგად არის, ივორიდან რამოდენიმე წუთის წინ გამოსულა. აქ მოდის. - თქვა ჰარიმ და საზურგეს მიეყრდნო.
თუ აქამდე ანერვიულებულები ვიყავით, ახლა უარესად ვართ. ნაილი და ლუი ჩუმად თმაშობდნენ კარტით ,ზეინი კი სიგარეტს ეწეოდა. ლიამი ტელეფონს ჰაერში აგდებდა და იჭერდა, თან ჭერს მიშტერებოდა.
-ერთი მომეცი, - უთხრა ჰარიმ ზეინს, მანაც სიგარეტი მიაწოდა.
-როუზ? - მკითხა ჰარიმ და თავი გავაქნიე.
-დარწმუნებული ხარ? ბოლოს მახსოვს, რომ ჩემი მოწიე და იმიტომ გკითხე. - ცალყბად ჩაიცინა.
თვალები გადავატრიალე.
-კარგი.
ზეინმა და მე და ჰარის სიგარეტები მოგვცა და აგვინთო. სიგარეტი პირთან მივიდანე და ნელა შევისუნთქე. ვიგრძენი როგორ შემოვიდა ნიკოტინი ჩემს სისტემაში და დამამშვიდა.
როცა ედი მოვიდა, ოთახში ჰაერი უკვე სიგარეტის სუნით იყო დამძიმებული. თავი ჰარის მოწევის ყურებით დავიკავე, ვუყურებდი როგორ ისუნთქავდა, როგორ ეკვროდა მისი ვარდისფერი ტუჩები სიგარეტს და შემდეგ იმავე პირიდან როგორ უშვებდა. დამინახა როგორ მივშტერებოდი და ჩაიცინა.
სწრაფად მივიტანე ჩემი სიგარეტი პირთან, სხვაგან გავიხედე და გავწითლდი.
ხელი თეძოზე დამადო როცა ლიამმა ედი შიგნით შემოიყვანა, მე კი ჰარის მკლავს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.
ნეტავი Wolfe Enterprises-ს გამო საფრთხეში არ ვყოფილიყავით, ყველაფერი უფრო იოლი იქნებოდა.
-კარგად ხარ? - ჰკითხა ლუიმ ედს,როცა დაჯდა.
-კარგად ვარ, მაგრამ თქვენ არამგონია იყოთ. - თქვა ედმა თავის ქნევით.
-რას გულისხმობ? - სიგარეტის მოწევის სურვილი სულ დავკარგე, სიგარეტი საფერფლესი ჩავაქვრე და იქვე ჩავტოვე.
-ალეკი თქვენზე გაბრაზებულია, არა, გაცოფებული. ოცისთვის რაღაცას გეგმავს, და მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ წვეულება არ იქნება.
გული ამიჩქარდა. წამსვე ჩემი კოშმარი გამახსენდა, ასევე ვერცხლისფერი იარაღი. ვაილეტის თვალები, აარონის ბოროტი ღიმილი.
ვგრძნობდი ,რომ ჰარიც იგივეს ფიქრობდა, რადგან ხელი მომიჭირა.
-ამ წვეულებაზე ვერ წავალთ. - თქვა მან.
-ჰარი მართალია, აშკარაა, რომ სხვა გეგმა აქვს. - თქვა ნაილმა.
ყველამ ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ მე თავი გავაქნიე.
-არა. - ვთქვი და ყველამ მე მომაბყრო მზერა. ყელი ჩავიწმინდე. - წვეულებაზე უნდა წავიდეთ.
ჰარი მე მომაჩერდა.
-გაგიჟდი? მასაც ეს უნდა, როუზ, ის-
-ამაზე იფიქრე, - ვთქვი, ფეხზე წამოვდექი. - შეგვიძლია ეს მოვაბრუნოთ, კრისტალი უკვე ჩვენს მხარესაა. რა თქმა უნდა, ალეკიც იქ იქნება, თუ ივორიში არ იქნება, ეს უკეთესი იქნება.
ჰარი ისე მომაჩერდა, თითქოს გიჟი ვყოფილიყავი, მაგრამ ზეინმა ნელა დამიქნია თავი.
-ვფიქრობ მართალი ხარ, - მითხრა მან. - რამოდენიმე ჩვენგანს შეუძლია წავიდეს წვეულებაზე, დანარჩენები კი ივორიში წავლენ და შიგნით შეიპარებიან.
-წვეულებაზე ვინც იქნება, ალეკს ყურადღება უნდა გააფანტინოს. - ვთქვი. - მისი ყურადღება ხალხზე იქნება გადატანილი და არა ივორიზე.
ჰარიმ თავი გააქნია.
-ივორის დაცვის გარეშე არ დატოვებს, იქ ხალხი იქნება.
-ლუიმ და ნაილმა აარონი კედელზე მიაბეს, თუ ვინმე წინ გადაეღობებათ, იოლად შეუძლიათ, რომ იგივე გააკეთონ. - ვთქვი.
ლუიმ და ნაილმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს.
-თუ ჩვენ მოგვიწევს პატარა ძუკნების დაბმა, მაშინ თქვენთან ვართ. - თქვა ნაილმა.
-ეს დიდი რისკია, იფიქრე იმაზეც, რომ შეიძლება რამე ცუდად წავიდეს. - თქვა ჰარიმ, მე გამომხედა.
-ეს უნდა მივიღოთ, ან ამ არეულობიდან ვერასდროს გამოვძვრებით. - ქვა ლიამმა. მხრები აიჩეჩა. - მე როუზთან ვარ.
-მეც. - თქვა ედმა, ხელი მაღლა აწია. - ნუ ,თუ ამის ნაწილი ვარ, რა თქმა უნდა.
თავი დავუქნიე და ჰარის გავხედე, რომელიც ერთადერთი იყო, რომელიც არ თანხმდებოდა.
-ეს შეიძლება შენი შანსი იყოს ,რომ განთავისუფლდე, ჰარი. - ვთქვი მე.
ამოიოხრა.
-კარგი, მეც. - თქვა მან,
გავუღიმე და მანაც გამიღიმა, მიუხედავად იმისა,რომ ორივემ ვიცოდით თუ როგორი სახიფათო იყო ეს გეგმა.
-წვეულებაზე რა მოხდება, და ვინ წავა ივორიში? - იკითხა ლიამმა.
ამოვიოხრე.
-ვფიქრობ მე წვეულებაზე წავალ.
ჰარიმ მზერა მე მომაბყრო.
-არა, არანაირად. შენი სიზმრები, როიზ. - კოპებ შეკრულმა შემახსენა.
-ისინი უბრალოდ სიზმრებია, ჰარი. - დავისისნე. - და ალეკი იქ მელოდება, მას მე ვუნდივარ, გახსოვს?
-თუ შენ წახვალ, მაშინ მეც წამოვალ. - თქვა ჯიუტად.
-კიდევ ვინ? - იკითხა ედმა.
-ვფიქრობ ის შენც გელოდება , - ვუთხარი ედს. - ასე რომ, შენც უნდა წამოხვიდე.
-ნაილი და მე ივორიში მივდივართ. - თქვა ლუიმ.
-მეც ივორიში წავალ. - თქვა ლიამმა.
-ზეინი რჩება. - ვთქვი, მისკენ გავიხედე.
-წვეულებაზე წამოვალ , - თქვა. - კრისტალი მელოდება.
-კარგი, ასე რომ, ჰარი, ზეინი, ედი და როუზი წვეულებაზე მიდიან. ლუი, ნაილი და მე კი ივორიში წავალთ. - თქვა ლიამმა.
ყველამ დაუქნია თავი.
-მალე დეტალები უნდა მოვაგვაროთ, წვეულება ერთ კვირაშია. - თქვა ნაილმა.
-ამაღამ არა, - თქვა ჰარიმ, თან წამოდგა. - თითქმის ბნელა, ჯობს წავიდეთ. - მითხრა და თავი დავუქნიე, მოსაცმელი ავიღე და ჩავიცვი, ჰარიმ კი ამასობაში სიგარეტი ჩაწვა.
-ფრთხილად იყავით. - გვითხრა ზეინმა,როცა წამოვედით. ჰარიმ თავი დაუქნია და ხელი წელზე დამადო.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...