45.
5 თვის შემდეგ
ელიზაბეტი და მე ჩვენს ძველ დაჟანგულ პარკის სკამზე ვიჯექით, რომელსაც ყოველთვის დროის გასაყვანად ვიყენებდით ცენტრალ პარკში. მზე ანათებს, ბავშვები კი ჩვენს წინ დაჭერობანას თამაშობენ. კაცი ტენისის ბურთს ისვრის მისი ძაღლისთვის ,რამოდენიმე გოგო კი უბრალოდ წევს ბალახზე გადაფარებულ გადასაფარებელზე და ირუჯებიან. მაისი ყოველთვის ჩემი საყვარელი თვე იყო ნიუ-იორკში, მაგრამ არა ამ წელს.
ამ წელს არცერთი თვე არ ყოფილა ჩემთვის იოლი.
წვეულების ღამეს, ჩემი ნივთები ჩავალაგე და ნიუ-იორკში დავბრუნდი. ჩემი რაღაც ნაწილი ჰარის სურვილს სცემდა პატივს, მაგრამ მეორე ნაწილს უბრალოდ უნდოდა, რომ იქიდან წამოსულიყო. წარმოდგენა არ მაქვს რა დაემართა მას, ან სხვა წევრებს. მე გავითიშე ზეინის მანქანაში მას შემდეგ, რაც დავიანხე მიწაზე მწოლიარე ჰარი, რომელიც სისხლში ცურავდა და ჩემს საწოლში გავიღვიძე, ისევ ჩემს კაბაში ვიყავი გამოწყობილი. არასდროს მიტირია ასე დიდხანს ჩემს ცხოვრებაში, და იმედი მაქვს, რომ აღარც დამჭირდება.
პორტლანდში ყველასთან მოვსპე ურთიერთობა, მხოლოდ კრისტალთან არა, რომელიც დამთანხმდა, რომ ხელნაწერები ნიუ-იორკიდან დამერედაქტირებინა. მან იცის რაც მოხდა იმ ღამეს, და ვფიქრობ ამიტომ მომექცა ასე და მადლობელი ვარ მისი. ჩემს რედაქტირებულ ნაშრომებს მას მეილით ვუგზავნი, ის კი ყოველ კვირას ახალს მიგზავნის. კარგი სამუშაოა ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობისთვის.
არ ვიცი ჰარი ცოცხალია თუ მკვდარი.
რასაც ჩემით ვხედავ, ვფიქრობ მკვდარია, და ამაზე ყოველ დღე ვფიქრობ.
დეკემბრიდან მოყოლებული უამრავჯერ დავფიქრებულვარ ამ შემთხვევაზე, ყოველ დეტალზე. რომ შემძლებოდა, რომ ალეკთან მე წავსულიყავი და არა ჰარი, რომ შემძლებოდა, რომ ის ტყვია მე მიმეღო.. დიდი სიხარულით გავაკეთებდი ამას, წამში, არც კი დავფიქრდებოდი ისე მოვიქცეოდი ასე ზეინს ოდნავ სუსტად მაინც რომ ვეჭირე.
თითქოს ამ ერთმა ტყვიამ ჩემი ცხოვრება გაასუფთავა. ვგრძნობ თითქოს ჩემი თვალები ყოველთვის წითელია ამ ყველაფერზე ფიქრისგან და ტირილისგან, და ვფიქრობ, რომ ჩემს მკერდში დიდი ღრმულია, სადაც ჰარი იყო. ჩემი ძველი მეგობარი, მარტოობა დამიბრუნდა, მაგრამ ამჯერად ათასჯერ უფრო მწარედ.
ხანდახან მახსენდება ჰარი, რომელიც ცივ მიწაზე წევს, სისხლსია ამოსვრილი და ცუდად ვხდები. ღამით ზილი მიჭირს, რადგან კოშმარები მაღვიძებს.
ჰარის გარეშე მე არ ვცხოვრობ, მე მხოლოდ ვარსებობ.
- კარგი დღეა.
ნელა შევატრიალე თავი და ელიზაბეტს შევხედე.
მხოლოდ თავი დავუქნიე, შემდეგ კი ისევ ბალახს შევხედე.
- გინდა მოგვიანებით ფილმი ვნახოთ?
თვალები დავახამხამე.
- რა ფილმი?
- რაც შენ გინდა.
მხრები ავიჩეჩე.
- გინდა ლანჩზე წავიდეთ?
ისევ მხრები ავიჩეჩე.
- რა გინდა, რომ გავაკეთოთ?
ელიზაბეტი ცდილობს, ნამდვილად ცდილობს. ამისთვის ძალიან მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია თავს ვაიძულო ,რომ რამეში ვითომ დაინტერესებული ვიყო როცა საშინლად მოწყენილი ვარ.
მოწყენილი. მხოლოდ ეს სიტყვა.
- უბრალოდ მინდა, რომ ცოტა ხანი აქ ვიჯდე. - ვუპასუხე და ელიზაბეტმა სწრაფად დამიქნია თავი, ყურადღება ისევ პარკში არსებულ ადამიანებს მიაბყრო.
ზუსტად მახსოვს ღამე, როცა აქ გადმოვფრინდი. ეს წვეულების შემდეგი დღე იყო, და მთელი ფრენის დროს თავი დავარწმუნე იმაში, რომ ეს სიმართლე ვერ იქნებოდა. მაგრამ როცა ვცადე ჰარის ტელეფონზე დარეკვა, და პასუხი ვერ მივიღე, ვიცოდი, რომ სიმართლე იყო.
დედაჩემი და ელიზაბეტი საშინლად გახარებულები იყვნენ, რომ სახლში დავბრუნდი, მათ მკლავებში მომიქციეს და მეფერებოდნენ. ვიცოდი, რომ საშინლად გამოვიყურებოდი და ისინიც მიხვდნენ, რომ რაღაც მოხდა.
თავიდან არ მითქვია, უბრალოდ საწოლში ჩავწექი. ძილი, ეს მჭირდებოდა. მხოლოდ ძილი.
პირველი კოშმარი ამ ღამეს მოვიდა, შუა ღამისას გავიღვიძე, ოფლში ვცურავდი და სახეზე ცრემლები მდიოდა, როცა ელიზაბეტი და დედაჩემი ჩემს ოთახში შემოვიდნენ აღელვებულები.
მათ ყველაფერი ვუთხარი.
თითოეული დეტალი ჰარის გაცნობიდან. გავიცინეთ, როცა ვუთხარი მათი მისი სარკაზმული იუმორის შესახებ და იმ პატარა დეტალების შესახებ, რასაც ჩემთვის აკეთებდა. მაგალითად დაბადების დღეზე კალმების ჩუქება, ან ზოპარკში წაყვანა. მათ ყველაფერი ვუთხარი რაც ვიცოდი და მიყვარდა ჰარის შესახებ, არცერთი დეტალი არ გამომიტოვებია.
ამის შემდეგ ჩემს ოთახში ჩაგვეძინა, ღამის სამი საათი იყო და ეძინებოდათ. მახსოვს როგორ მივშტერებოდი ჭერს მათ შორის მწოლიარე, ჰარის მწვანე თვალებზე ვფიქრობდი და მომხიბლავ ღიმილზე, რომელსაც ვეღარასდროს ვიხილავდი.
- აბა.. ამაღამ წვეულებაა.
თქვა ისევ ელიზაბეტმა და მას გავხედე.
- კარგი. - ვთქვი მე.
- იმედი მქონდა ,რომ ჩემთან ერთად წამოხვიდოდი.
ცალი წარბი მაღლა ავზიდე.
- არა, გმადლობ.
- მოდი რა, ცოტას იმხიარულებდი, როზი.
ამ სახელზე შევკრთი, მახსოვს როგორ მეძახდა ჰარი ამას. ეს ზედმეტსახელი აღარაფერი იყო გარდა შემახსენებელი ჩემი საშინელი წარსულის ჯეისონთან, შემახსენებელი თუ როგორი უხეში ჩანდა ჰარის ხმა მაშინ, როცა ამით მაჯავრებდა. ვგრძნობდი როგორ მეკუმშებოდა გული, დღეს უკვე მეათასედ.
- მირჩევნია დავრჩე. - ვთქვი ბოლოს.
- დედა და მე შენზე ვღელავთ. - თქვა ელიზაბეტმა. - ახლა საშინლად.. მოსაწყენი ხარ.
- მოსაწყენი?
- უბრალოდ ჩუმი და მოწყენილი ხარ, ეს კი ცოტა გვაღელვებს.
- ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა ესროლეს, ასე რომ...
მივხვდი, რომ ელიზაბეტი გაოცებული იყო ჩემი პასუხით, მაგრამ სწრაფად დამალა.
- მე მხოლოდ იმას ვამბობ, როუზ, რომ მინდა ,რომ ბედნიერი იყო.
- წვეულება ამას ვერ გააკეთებს.
- კარგი.
სიჩუმე.
- სახლში მინდა წასვლა. - ვთქვი და ელიზაბეტმა თავი დამიქნია, წამოდგა.
არ გველაპარაკია არც პარკიდან გამოსვლისას, და არც სახლში წასვლისას. დედაჩემის მომზადებული საჭმლის სუნი მეცა, როცა სახლში შევედით.
- ჩემს ოთახში მივდივარ. - ვუთხარი ელიზაბეტს და პასუხს არ დავლოდებივარ ისე შევაღე ჩემი ოთახის კარი და შევედი.
ამოვიოხრე და ჩემს საწოლზე დავჯექი.
ასეთ დროს ჩემი გონება ყველაზე საშინელი მტერია. ის მხოლოდ ფიქრობს და ფიქრობს ჰარიზე, არაფერზე სხვაზე. ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ აატრიალებდა ხოლმე თვალებს, როცა სარკაზმულ კომენტარს დავურთავდი მას, ან როგორ ნაზად ვყავდი ჩახუტებული ღამით. როგორ იმახსოვრებდა ჩემი ლანჩის მენიუს პანერაში და ყოველთვის ის იხდიდა. როდესაც დაიფიცა, რომ ჟუნგლიორობა შეეძლო და საბოლოოდ ორი ვაშლი და ერთი მსხალი დაჟეჟა. ან როგორ მაკოცებდა მანამ, სანამ ტუჩებში მგრძნობელობა არ დამეკარგებოდა.
თითქოს არაფერს ვაკეთებ ძილის, ჭამის, მუშაობის და ჰარიზე ფიქრის გარდა. ეს დაუსრულებელია, დაუსრულებელი წრე, რომლის გასატეხადაც ყველაფერს გავაკეთებდი.
გავიგონე როგორ დამიძახა დედაჩემმა სავახშმოდ და წამოვდექი, სამზარეულოში გავედი.
მზერა თეფშს მივაბყარი, რომელზეც დედა საჭმელს მიდებდა და წინ გავწიე, ცამოვჯექი.
ელიზაბეტიც და დედაც გაჩერდნენ.
- როზალი, რა მოხდა? - მკითხა დედამ.
- არ მშია.
- მთელი დღეა არაფერი გიჭამია, რა თქმა უნდა, გშია.
- არა, არ მშია. - თავს ბავშვივით ვგრძნობ.
- მაგრამ სპაგეტი მოვამზადე, სპაგეტი კი შენი საყვარელია.
- მე მძულს სპაგეტი.
დავინახე როგორ ეტკინა ჩემი სიტყვები მას და ჭამა განაგრძო. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მაგრამ არაფერი ვთქვი.
კედელს მივშტერებოდი მანამ, სანამ დედაჩემი და ელიზაბეტი ჭამას დაასრულებდნენ.
KAMU SEDANG MEMBACA
Hidden | COMPLETED
Fiksi PenggemarRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...