Part 51

914 54 2
                                    

51.

- ამის გაკეთება შემიძლია, გეფიცები.
- რა თქმა უნდა.
- არა, მართლა. განახებ!
- ჰარი-
მანამ, სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, ჰარი დივნიდან წამოხტა და სამზარეულოში გავიდა.
- არა, ეს უსაფრთხო არაა. - ვთქვი, თავი გავაქნიე, როცა ჩემი დანების უჯრისკენ წაიღო ხელი.
- შენ ვერ მიგებ, როზი.
- ჰარი,მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭმა 'ამერიკის ნიჭიერში' დანებით იჟუნგლიორა, არ ნიშნავს, რომ ამის გაკეთება შენც შეგიძლია.
- ნიძლავი დავდოთ? - გაიცინა და დანების უჯრა გამოაღო.
- ან შენ მოკვდები ან ორივეს მოგვკლავ თუ ამეებით ჟუნგლიორობას ცდი, და არ მინდა ვიღაც იდიოტი ბრიტანელის გამო მოვკვდე, რომელიც ფიქრობს, რომ დანებით ჟუნგლიორობა შეუძლია.
ჰარიმ თვალები გადაატრიალა.
- მე იდიოტი არ ვარ.
- კარგი, კარგი. არ ხარ იდიოტი, უბრალოდ ჩემი დანების უჯრის გვერდით დგახარ, იჩემებ, რომ დანებით ჟუნგლიორობა შეგიძლია მხოლოდ იმიტომ , რომ ნახე ვიღაც იდიოტი, რომელმაც ეს გააკეთა ამერიკის ნიჭიერში.- ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და ჰარიმ გაიცინა.
- კარგი, მაშინ ხილით გავაკეთებ.
- ჩემს ხილს არ ავნო.
- ჩემი ჟუნგლიორობის არ გჯერა?
- საერთოდ არა.
ჰარიმ სამზარეულოს მაგიდაზე მდგარი ხილის კალათიდან მწვანე მსხალი და ორი წითელი ვაშლი ამოიღო.
- შეხედე, მე ამაში კარგი ვარ. ეს ჩემი ერთ-ერთი ნიჭია.
- შენ და მე ნიჭის სხვანაირი განმარტება გვაქვს.
ჰარიმ ცხვირი შეიჭმუხნა და ერთი ვაშლი ჰაერში ააგდო,შემდეგ მეორე და ბოლოს მსხალი. თავიდან ჩანდა, რომ მართლა აპირებდა ჟუნგლიორობას, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა.
ხილი იატაკზე დაიყარა, იგორა და ბოლოს კედელს მიეჯახა.
- შე იდიოტო! - გავიცინე, ჰარიმ კი თვალები გადაატრიალა.
- პრაქტიკა მჭირდება.
დაბლა დავიხარეთ, რომ ხილი აგვეღო და გვენახადაზიანებული თუ იყო.
- სულ დაჟეჟილია. - ტუჩები მოვმუწე.
- ჰეი,სხვა თუ არაფერი, ეს დანებით მაინც არ გამიკეთებია.
ჩავიცინე, თავი გავაქნიე დადაჟეჟილი ვაშლები და მსხალი კალათში დავაბრუნე.
- ნიძლავს დავდებ, რომ ის ბიჭი მართლა არ ჟუნგლიორობდა. ჰოლოგრამა იქნებოდა ან რამე, რადგან დანებით უბრალოდ ვერ იჟუგნლიორებ. - ჩაიფრუტუნა ჰარიმ.
- უბრალოდ ჰაერში არ უნდა აისროლო გარკვეული მიმართულებით, თუ რაღაც?
- არ ვიცი, რადგან საშუალება არ მომეცი დანებით გამეკეთებინა.
- კარგადაც მოვიქეცი, სხვა შემთხვევაში დაჟეჟილ ხილზე დიდი პრობლემა გვექნებოდა.
ჰარიმ გაიცინა.
- არ ვიცი, დაჟეჟილიხილი საკმაოდ დიდი პრობლემაა.
- შენ იდიოტი ბრიტანელი ხარ.
- მე შენი იდიოტი ბრიტანელი ვარ. - თქვა, ბავშვურად გაიღიმა.
გავწითლდი და თვალები გადავატრიალე, ვცდილობდი ღიმილი დამემალა.
ხელი წელზე მომხვია, თითები გვერდებში ჩამავლო. წამოვიკივლე და მოვშორდი, მაგრამ სწრაფად მომკიდა ხელი, მის მხარზე გადამაგდო, შემდეგ კი დივანზე დამაგდო ნაზად. ჩემს ზემოდან მოექცა.
- მომშორდი. - ძლივს ამოვილაპარაკე სიცილისგან.
- ჯადოსნური სიტყვა თქვი. - გამაჯავრა,სახე დაწია და ჩვენი სახეები მხოლოდ რამოდენიმე ინჩით იყო ერთმანეთისგან დაშორებული.
- გთხოვ!
- ეს არაა.
- მაშინ საიდან უნდა ვიცოდე?
- მაშინ როგორც ჩანს უბრალოდ კოცნა მოგიწევს, რადგან ჯადოსნური სიტყვა არ იცი. - სახიდან ბავშვური ღიმილი არ უქრებოდა.
- კიდევ ვცდი.
- ჰეი! - ისევ დამიღუტუნა და შევიშმუშნე, ვცდილობდი თავი გამენთავისუფლებინა.
- მომშორდი!
- არასდროს.
- ამ ბალიშს დაგარტყავ.
- თითქოს ბალიში რამეს მა-
ბალიშის ასაღებად გავიწიე, მაგრამ ხელი დამიჭირა და მკერდზე მომაბჯინა. ისევ ვხითხითებდი, ჰარი კი იცინოდა.
- ასე სწრაფად არა, როზი!
- ბოროტი ხარ.
- უბრალოდ რომ გეკოცნა, მაშინ ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდი.
თავი გავაქნიე, ტუჩები ერთმანეთს მივაწებე.
- თუ ასე ძალიან გინდა კოცნა, უბრალოდ მისის კლეინს სთხოვე, რომელიც მეორე სართულზე ცხოვრობს. სულ გათვალიერებს!
- არ მათვალიერებს!
- ოჰ, როგორ არა. დარწმუნებული ვარ კაცებიც ისე უყვარს, როგორც მისი ჩაი.
- როგორ?
- ცხელი და ბრიტანული!
ისევ გავიცინეთ, ჰარი ისევ დაბლა დაიწია და ცალყბად ჩაიცინა.
- ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სექსუალური ვარ?
თავი გავაქნიე, გავწითლდი.
- ოჰ, ახლა უნდა მაკოცო. - ჩაიბუტბუტა, ცალი ხელით ისევ ეჭირა ჩემი ორივე მაჯა.- ვერსად გაიქცევი.
თვალებში შევხედე, ტუჩებზე ნასიამოვნები ღიმილი ჰქონდა აკრული.
- მოიშორე ეს სულელური გამომეტყველება სახიდან. - ვთქვი მაშინ, როცა დაიხარა, რომ ჩვენი ტუჩები შეერთებინა.
კოცნა მოკლე და ტკბილი იყო, მე კი ბოლოს მის ტუჩებში გამეცინა. მანაც გაიღიმა, მაჯები გამინთავისუფლა და ხელები თმაში შევუცურე.
ბოლოს ერთმანეთს მოვშორდით ,მან გამიღიმა.
- ეს სასიამოვნო იყო, მაგრამ უნდა გაიღვიძო.
- რა? - დაბნეულმა ვკითხე.
- გაიღვიძე, როუზ.
* * *
საწოლიდან წამოვხტი, ვცდილობდი გამოვფხიზლებულიყავი. ამდენი ხნის განმავლობაში ეს იყო პირველი სიზმარი, რომელიც სასიამოვნო იყო.
რამოდენიმე ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ გამეხსენებინა ყველაფერი და სწრაფად გავხედე საათს.
10:47
- არა! - დავიყვირე, საწოლიდან წამოვხტი. ოთახიდან გავვარდი და ელიზაბეტი და დედაჩემი დავინახე, რომლებიც ტელევიზორს უყურებდნენ მისაღებ ოთახში.
- რომელი საათია? - ვკითხე.
- რა?
- რომელი საათია?
- თერთმეტის ნახევარია. რა მოხდა?
- თვითმფრინავი! ფრენა გამოვტოვე! - ხელის გული შუბლზე მივირტყი.
- მეგონა თორმეტის ნახევარზე იყო რეისი. - თქვა ელიზაბეტმა.
- არა, თერთმეტის ნახევარზე იყო! ჩამძინებია, ღმერთო ჩემო.. - ბოლთის ცემა დავიწყე. - და ჰარის ახალი ნომერი არც კი მაქვს, რომ ვუთხრა..
ვიგრძენი როგორ ამიწყლიანდა თვალები. მისი ნომერი რომც მქონდეს, ახლა ის თვითმფრინავშია.
- ნამდვილი იდიოტი ვარ. - ამოვიგმინე.
- შეგიძლია ამ კვირაში წახვიდე, პატარავ, დამშვიდდი. - თქვა დედაჩემმა.
- მაგრამ..- ქვედა ტუჩი ამიკანკალდა. სიმართლე რომ ვთქვა, მიხაროდა ,რომ სახლში ჰარისთან ერთად დავბრუნდებოდი. ავინაზღაურებდით ყველაფერს, რაც გამოვტოვეთ და ვიხუმრებდით.
- შენს თავს შეხედე, დაღლილი ხარ. - თქვა დედაჩემმა, წამოდგა და ჩემთან მოვიდა. ხელები მხრებზე შემომხვია. - არ მიკვირს, რომ გაითიშე, გიჟური დღე გქონდა. ჰარი ამას გაიგებს, ასე არაა?
თავი დავუქნიე, მხრები ავიჩეჩე.
გაიგებს, ის მართალია, მაგრამ ჩემს თავზე ვარ გაბრაზებული. მხოლოდ ერთი წუთით დავწექი დასასვენებლად, მაგრამ დამეძინა.
- ალბათ ჰარისაც სძინავს. - თქვა დედაჩემმა. - ის ბიჭია. ბიჭებს კი ძილი უყვართ.
გამახსენდა ჩემს საწოლზე მწოლიარე მძინარე ჰარი. მახსოვდა როგორ ეღებოდა ნახევრად პირი და სახე დამშვიდებული ჰქონდა, თმა კი არეული.
- როუზ?
დედაჩემს გავხედე.
- უბრალოდ სახლში მინდა.
გამიღიმა, ხელი ისევ მოხვეული ჰქონდა.
- სახლი არის იქ, სადაც გულია, და აშკარაა, რომ შენი გული მასთანაა.
ის მართალია, სახეზე ღიმილი გამომესახა და მას გავხედე.
- მადლობ, რომ მიძლებდი.
შუბლზე რბილად მაკოცა.
- შენ ჩემი პატარა გოგო ხარ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება. - მხარზე მომითათუნა ხელი. - ახლა მიდი, დაიძინე. მალე თვითმფრინავში უნდა ჩაჯდე, რომელიც სახლში წაგიყვანს.
- ყველაფერი გაქვს?
თავი დავუქნიე, ჩანთა მხარზე მოვიკიდე. აეროპორტი დღეს ძალიან გადატვირთული არ არის, რაც კარგია. ქორწილი ოთხი დღის წინ იყო, მე კი დღემდე ბილეთი ვერ ვიშოვე. მიხარია და ამავე დროს ვნერვიულობ პორტლანდში დაბრუნების გამო ამდენი თვის შემდეგ.
- იმხიარულე, - თქვა ელიზაბეტმა და გადამეხვია. - მომენატრები.
- მეც მომენატრები. - ვთქვი, მაგრად ჩავეხუტე.
- ჰარი მომიკითხე. - თქვა და ცალყბად ჩაიცინა.
თვალები გადავატრიალე და დედაჩემს ჩავეხუტე.
- ჰარი მეც მომიკითხე. - თქვა. - და მალე მოიყვანე. მინდა გავიცნო ის ბიჭი, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში მკვდარი გვეგონა.
გავიცინე და უკან დავიხიე.
- მოვიყვან. - ვთქვი. მალე ჩემს ფრენაზე ჩასხდომა გამოაცხადეს.
ბოლოჯერ დავემშვიდობე, შემდეგ ჩემი ნივთები მოვაგროვე, კარებში გავიარე და ჩემი ბილეთი გამცილებელს ვანახე.
თვითმფრინავში ჩემი ადგილი დავიკავე, სავარძლის ჯიბიდან ჟურნალი ამოვიღე. ღრმად ამოვისუნთქე,დრო შევამოწმე. სამ საათს ახლა გადასცდა, ასე რომ ნიუ-იორკის დროით პორტლანდში დაახლოებით რვა საათზე უნდა ვიყო, ხუთზე კი პორტლანდის დროით. ეს დროის ცვლილება საშინლად მომებზრებელია.
როდესაც თვითმფრინავი დაიძრა, ფიქრი დავიწყე.
ჰარიმ მითხრა, არ იცოდა ისევ მეყვარებოდა თუ არა ქორწილზე. ეს რამ აფიქრებინა? იქნებ მე ვთქვი რამე? იქნებ მისი შიშები დადასტურდა ,როცა ფრენა გამომრჩა? იფიქრა, რომ მასთან ერთად წასვლა არ მინდოდა?
მისი ნომერი უნდა გამეგო იმ ღამეს. იდიოტი.
ფრენის დროს საქმეც გავაკეთე, ფოკუსირება დასარედაქტირებელ ტექსტზე მოვახდინე.
როდესაც თვითმფრინავი გუდრონირებულ გზატკეცილს შეეხო, მზე მაღლა იყო ულამაზეს პორტლანდში.
ჩემი ჩემოდნების მოგროვება, ტაქსის დაჭერა და სახლში დაბრუნება ერთ საათში მოვახერხე.
მაღალ შენობას მივაჩერდი, მხოლოდ ახლა გავაანალიზე, თუ როგორ მომნტარებია აქ ცხოვრება. დავინახე ჰარის მანქანა, რომელიც მის ჩვეულ ადგილზეა დაყენებული და ჩემი რამოდენიმე რიგის მოშორებით. კორიდორში ნაცნობი ფორტეპიანო დავინახე, ცოტა მოშორებით კი სარეცხი ოთახი.
ლიპტში შევედი და სახეზე ღიმილი მომეფინა, როცა ნაცნობ კორიდორში გავედი. ამდენი ხნის შემდეგ აქ დაბრუნება არარეალურია.
ჩემი სახლის კარი გავაღე, ჩანთები მისაღებში დავდე და გარშემო მიმოვიხედე.
ჩემს საძინებელ ოთახში შევედი და ჩემი საწოლი ლამაზად ალაგებული დამხვდა, არადა ზუსტად ვიცი, რომ არეული დავტოვე. ერთ-ერთი ბალიში სახესთან ახლოს მოვიტანე, დავყონეს და წამში შევიგრძენი ნაცნობი სუნამოს სურნელი.
წარმოვიდგინე ჰარი, რომელიც შუაღამისას შემოდიოდა აქ, როცა კოშმარები ესიზმრებოდა, ბალიშებს საწოლიდან ყრიდა და მხოლოდ ერთს იხუტებდა.
თითები კომოდზე გადავატარე, კოპები შევკარი, როცა მტვერი შევნიშნე. მზერა ჩემი ოჯახის ფოტოებს გადავატარე, წამში შემეჭმუხნა სახე, როდესაც აარონის და ჩემი ფოტო დავინახე.
საკრეში ჩავიხედე და მოძრაობა შევწყვიტე, პირი დავაღე.
სარკის კუთხეში ჩემი და ჰარის ფოტოებია, რომელიც კაბინაში გადავიღეთ. ეს შავ-თეთრია, ისაა, რომელშიც ვიცინოდით.
ჩავიცინე, ხელში ავიღე და გადმოვატრიალე.
''3 ივნისი, 2014.
იდიოტი ერთი და იდიოტი ორი.''
ჰარის აღწერაზე გავიცინე, ნელა დავაბრუნე თავის ადგილას. ისე კარგად ჩანს აქ.
მისაღებში დავბრუნდი,არ ვიცოდი ახლა ამომელაგებინა, თუ არა. შეგვეშვი და კორიდორში გამოვედი.
ჰარის კარს მივაჩერდი, ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი. მიხაროდა და ამავე დროს ვნერვიულობდი.დავაკაკუნე.
ველოდი ნაბიჯების ხმას, მაგრამ არ გამიგია. ხუთ წუთიანი ლოდინის შემდეგ, სათადარიგო გასაღები ამოვიღე და კარი გავაღე.
შიგნით შევედი. საერთოდ არ შეცვლილა, ყველაფერი ძველებურადაა. აშკარაა, რომ სახლში არ არის, თორემ აქამდე გაიგებდა კარის გაღების ხმას.
დივანზე დავჯექი, გადავწყვიტე, რომ მხოლოდ რამოდენიმე წუთით დავრჩებოდი და შემდეგ ისევ გამოვბრუნდებოდი. ეს სახლის მომენატრაა.
მის ოთახში შევიხედე, გავიღიმე, როცა ალაგებული საწოლი დავინახე, კომოდზე კი რამოდენიმე ჟურნალი. ტელევიზორი ისევ კარადაზეა, ეკრანი გამორთულია.
მზერა მის კომოდზე შევაცერე და სუნთქვა შემეკრა.
ფოტოა, იგივე ჩარჩოში, რომელშიც ვაილეტის ფოტო იდო. მაგრამ ახლა იქ ვაილეტის ფოტო არა, ჩემი ფოტო იდო.
ფოტო იმ დღიდანაა, როცა ზოპარკში წავედით, თმა გაშლილი მქონდა. მე მას ვუყურებდი, პირი ნახევრად ღია მქონდა და ვიცინოდი. არ გამხსენებია როდის გადამიღო ჰარიმ ფოტო.
გავიღიმე, ფოტო თავის ადგილას დავაბრუნე და უკან დავბრუნდი, დივანზე ჩამოვჯექი.
როგორც კი ჩამოვჯექი კარი შემოიღო და ჩემი მზერა ჰარისას შეხვდა.
ხელში სარეცხის კალათა ეჭირა და ხელიდან გაუვარდა, როცა დამინახა ,თვალები გაფართოებული ჰქონდა.
გავიცინე, როცა სარეცხი დაბლა დაიყარა და წამოვდექი.
- ღმერთო ჩემო. - თქვა, ხელი მკერდზე მიიდო.
- ბოდიში. - ჩავიხითხითე, დავიხარე და სუფთა ტანსაცმლის ალაგებაში დავეხმარე.
თავი გააქნია და გაიღიმა, სარეცხი ისევ კალათში ჩავყარეთ. კალათი დივანზე დადო, შემდეგ მე მომიბრუნდა.
თეთრი Rolling Stone-ს მაისური ეცვა, მუქი ჯინსები და ლოყები შევარდისფერებული ჰქონდა.
- არ მოვიტყუები, საშინლად შემაშინე.- თქვა და გავიცინე.
- ბოდიში, უნდა წავსულიყავი და მოგვიანებით დავბრუნებულიყავი. - ვთქვი.
- როდის დაბრუნდი?
- ერთი საათიც არაა გასული. - შევიშმუშნე. - შენთან ერთად ვაპირებდი ქორწილის ღამეს დაბრუნებას, მაგრამ დამეძინა და ფრენა გამოვტოვე. იდიოტი ვარ, ვიცი. მაპატიე, იმ ბილეთის ფულს გადაგიხდი.
არაფერი უთქვამს და განვაგრძე.
- ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან რომანტიულია ჩვენი ფოტოს სარკესთან დადება. მომეწონა. ვფიქრობ რომანტიული ხარ, როცა ცდილობ. - ლოყები ამიწთლდა და გაიღიმა.
- საშინლად მომენატრე, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე მიხვდები. - ვთქვი. - ეს ხუთი თვე ყველაზე საშინელი თვეები იყო ჩემს ცხოვრებაში და არ მინდა, რომ ისევ განმეორდეს. ასე რომ გთხოვ, შეგიძლია დამპირდე, რომ თავს რამე იდიოტურ საფრთხეში აღარ ჩაიგდებ, და აღარავინ გესვრის?
ჰარიმ გაიცინა.
- კარგი, გპირდები.
მზერა მის მკლავს მივაბყარი. წინ მივიწიე, მაისურის სახელო ავუწიე.
- ეს.. ეს შენი იარაა?
ჰარიმ თავი დამიქნია, მზერა ჩემზე ჰქონდა მომართული, მე კი თითები გადავატარე იარაზე.
- გტკივა? - დავიჩურჩულე, მას ავხედე.
- აღარ. - მიპასუხა.
- გტკიოდა?
მხრები აიჩეჩა და ხელები მოვაშორე.
ნაცნობ ტატუებს მივაბყარი მზერა. საკეტი და გასაღები, პატარა ჯვარი მის ხელზე და-
- ახალი ტატუ? - ვკითხე, კოპები შევკარი და ვცდილობდი, რომ ფორმა გამერკვია.
ხელი შეატრიალა, რომ შეეხედა.
- ჰო, - თქვა მან. - ეს-
- ვარდია. - ვთქვით ერთად. გავიღიმე და შევეხე. ჩემსაზე დიდია და საოცრად ლამაზადაა დახატული.
- მიმბაძველო. - ვთქვი და გაიცინა.
- მხოლოდ საუკეთესოსგან.- თქვა და ცალყბად ჩავიცინე.
- როდის გაიკეთე? - ვკითხე.
- მარტში.
თავი დავუქნიე.
- იმიტომ გავიკეთე, რომ მიყვარხარ. - ისე უბრალოდ თქვა, რომ კინაღამ დავდნი. ლოყები ამიწითლდა და სხვაგან გავიხედე.
- ვეღარასდროს იტყვი, რომ რომანტიკაშჳ საშინელი ხარ.
გაიცინა და უკან დავიხიე, ხელი მოვაშორე. წამით მე შემომხედა, შემდეგ ამოიოხრა.
- კარგი, როგორც ჩანს ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის.. - ხელი გამომიწოდა, რომ ჩამომერთმია. - კეთილი იყო შენი დაბრუნება სახლში.
ჯერ მის ხელს დავხედე, შემდეგ მას ავხედე.
- ხუმრობ, არა?
დაბნეული ჩანდა.
- შანსი არაა, რომ ხელის ჩამორთმევით გამოძვრე.
წინ მივიწიე და მაგრად ჩავეხუტე, მან კი გაიცინა და ხელები წელზე შემომხვია. სახე მის მხარში ჩავმალე, ვცდილობდი არ მეტირა, როცა მისი სურნელი შევიგრძენი.
ვიგრძენი როგორ მომაწება ტუჩები თმაზე და მომშორდა, მე სემომხედა.
- საერთოდაც, თუ ფიქრობ, რომ შენი სიყვარული შევწყვიტე, ნამდვილი იდიოტი ხარ.
სახეზე ღიმილი გამოესახა, ისევ მისკენ მიმიზიდა და იმ კოცნით დამასაჩუქრა, რომელიც ნიუ-იორკში წასვლის დღიდან მენატრებოდა. როგორც ყოველთვის მის ტუჩებს პიტნის საღეჭი რეზინის გემო ჰქონდა. აშკარაა, რომ გასულმა თვეებმა ორივე შეგვცვალა, მაგრამ ჰარისთან ზოგი რამ ისევ იგივე დარჩა, და მე საოცრად მადლიერი ვარ ამისთვის.
ძალიან მალე მოვშორდით ერთმანეთს და ჰარიმ გამიღიმა, სამზარეულოს დახლს შემოუარა და მაცივარი გამოაღო.
- დაბრძანდი, როზი. საჭმლის გაკეთებას ვაპირებდი.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now