27.
შუა ღამისას გამომეღვიძა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჰარის მკლავებს ვეღარ ვგრძნობდი.
წამოვჯექი, თვალები დავახამხამე, რომ სიბნელეს მისჩვეოდნენ.
-ჰარი? - რბილად დავიძახე.
-ჰმმ.
მის ხმას მივყევი, ფანჯარასთან იდგა, რაფას იყო დაყრდნობილი და გარეთ იხედებოდა. ჩაბნელებულ ოთახშიც კი ნათლად ვხედავდი მის ნათელ, მწვანე თვალებს. თავი მისკენ გადავწიე.
-რას აკეთებ? - ტუმბოზე საათს გავხედე. - ორის ნახევარია.
-ვერ ვიძინებ.
კოპები შევკარი.
-რატომ?
დაბლა დაიხედა.
-მე, ამ .. ოდნავ მტკიოდა.
საწოლიდან წამოვდექი, სააბაზანოში გავედი და ჩემს წამლებში დავიწყე ქექვა.
-ჯანდაბა, ჰარი, რატომ არ გამაღვიძე?
უბუპროფენით და პლასტირით დავბრუნდი, ჰარის გვერდით საწოლზე ჩამოვჯექი.
ტუჩი გაქერცლილი ჰქონდა, ხოლო როდესაც პლასტირი მოვხსენი შევნიშნე ,რომ ტუჩზე ჭრილობა შეხსნილი ჰქონდა. მისი ჩალურჯებული თვალიც არ გამოიყურებოდა უკეთესად.
-მძულს,როდესაც ტკივილში მყოფს გხედავ, - ჩავიბუტბუტე და ძველი ვინი პუჰის პლასტირი ახლით შევცვალე.
მის მზერაში რაღაც შეიცვალა,როდესაც სახიდან ხელები მოვაშორე.
ხელი წელზე მომხვია და ტანზე ამიკრო ,თავი ჩემს მხარზე ედო.
სწრაფად ვუპასუხე, არ ვიცოდი რატომ მეხუტებოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს.
-მადლობა, - ყურში ჩემჩურჩულა, მისი უხეში ხმა მელოდიასავით ეფინებოდა ჩემს ყურებს.
სიტყვის უთქმელად მომშორდა და წამალი დალია, რომელიც მოვუტანე,შემდეგ წყალი მიაყოლა.
-მალე იმოქმედებს, - ვთქვი ,როდესაც წყლის ბოთლი ტუმბოზე დადო.
-ახალ პლასტირზე რა არის?
კარგად დავაკვირდი.
-ღმერთო, - ხელი პირზე ავიფარე, რომ ხმამაღლა არ გამეცინა.
-რა?
-ის, ამ .. მკვლევარი დორა.
-ღმერთო, როუზ!
ორივემ გავიცინეთ, შემდეგ კი საწოლში ჩავწექით.
-ჯერ დაძინება არ მინდა, - თქვა,როდესაც ორივე ზურგზე დავწექით და ჭერს მივაჩერდით.
-ვფიქრობ შემიძლია მანმ მეღვიძოს, სანამ შენი წამალი იმოქმედებს. - ამოვიოხრე.
ჰარიმ ამოიოხრა.
-იცი, შეიძლება აარონი იდიოტი იყოს, მაგრამ მაგრად შეუძლია დარტყმა.
გავიღიმე.
-ვიცი.
რამოდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
-ჰეი, გინდა ვითამაშოთ?
-როდესმე მდომებია შენი თამაშების თამაში?
-მოდი რა, ვიმხიარულებთ.
თვალები გადავატრიალე.
-კარგი. რა თამაში?
-გირჩევნია.
-ეს იდიოტობა არა, გთხოვ, - ამოვიგმინე.
-კარგი, აბა, გირჩევნია .. - წამით კოპები შეკრა. - დაქირავებული მკვლელის მსხვერპლი გახდე, თუ ციხეში ამოლპე?
-ციხეში ამოვლპე. - ვუპასუხე.
-ეს რა ჯანდაბის გამო გინდა?
-იმიტომ, რომ თუ დაქირავებული მკვლელის მსხვერპლი გახდები, მთელი ცხოვრება იმის შიში გექნება, რომ ადრე თუ გვიან მოგკლავს.
-საინტერესო პასუხია, როზალი.
-ვფიქრობ საინტერესო იქნება მსხვერპლად ყოფნა, - თქვა ჰარიმ, - ხომ ხვდები, ყოველთვის შიშში იცხოვრებ.
-უამრავი გზაა იმისთვის, რომ შიშში იცხოვრო.
-ოჰ, მაგალითად როგორ? მაგალითად ვიყიდო დიეტური კოკა კოლა დიეტის მაგივრად?
-მოკეტე, - ვთქვი უხეშად, - ხომ იცი, რომ დიეტურ კოლას არასდროს ვყიდულობ.
ჰარიმ გაიცინა.
-ბოდიში, უნდა მცოდნოდა,რომ ამის თქმა სარისკო იყო.
ჩავიხითხითე.
-შენი ჯერია, - თქვა ჰარიმ.
-კარგი.. გირჩევნია .. დაბლიდან აიღო საღეჭი რეზინი და დაღეჭო, თუ ტუალეტის ჯაგრისი გამიოყენო კბილების გასახეხად?
-ჯანდაბა, როზალი, ასეთ რამეს ვერ მკითხავ.
გავიღიმე.
-უნდა მიპასუხო.
ჰარი დაახლოებით ხუთი წუთი ჭერს იყო მიშტერებული.
-დაბლიდან ავიღო საღეჭი რეზინი და დავღეჭო. - ისეთი სახე მიიღო, რომ გავიცინე.
-და რატომ?
-იმიტომ, რომ შემიძლია საღეჭი რეზინი ისეტი სტერილური ადგილიდან ავიღო, როგორიც ჩემი სახლია.
-ეს დაბლა ასფალტი უნდა იყოს.
-ეს არ გითქვამს! - ჩაიცინა.
თვალები გადავატრიალე.
-თაღლითო.
-როზალი, გირჩევნია-ში ვერ ითაღლითებ. ეს ადამიანურად შეუძლებელია.
-ნუ, შენ ითაღლითე, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ადამიანი არ ხარ.
-გამომიჭირე. მე ღმერთი ვარ.
გავიცინე, გადავტრიალდი და მას შევხედე.
-აბა, შენი პასუხი რა არის? - მკითხა მან, - დაბლიდან საღეჭი რეზინი,თუ ტუალეტის ჯაგრისი?
ამოვიოხრე.
-ნუ, ამაში უნდა დაგეთანხმო, - ვთქვი. - რა ვიცი ,რა ჯანდაბას წმინდავს ტუალეტის ჯაგრისი.
-ყველანაირ განავალს. ტუალეტის ჯაგრისები ამისთვის არის, როზალი.
გავიცინე, ჰარიმაც გაიცინა. ჰარის იუმორის გრძნობა ყოველთვის მაოცებს.
-ჩემი ჯერია, - თქვა ბედნიერად, - გირჩევნია იმაზე დაქორწინდე, ვისაც სძულხარ, თუ იმაზე, ვინც შენ გიყვარს?
მისმა კითხვამ გამაოცა. მან თქვა, რომ სიყვარულის არ სჯერა.
-მასთან, ვინც მიყვარს. - ვუპასუხე.
-და ეს რატომ?
-იმტიომ ,რომ ეს ამად ღირს, თუ მე ის მიყვარს.
-ამის მართლა გჯერა?
თავი დავუქნიე.
-შენზე რას იტყვი?
-არცერთი.
-მოდი რა, ამას ვერ გააკეთებ.
-მე ღმერთი ვარ, გახსოვს?
-რა იქნება ვინმე თუ შეგიყვარდა, ჰარი? მაინც არ დაიჯერებ? - ვკითხე.
-მე ამის უნარი არ მაქვს. - მიპასუხა ჩვეულებრივ.
-ვინმეს შეყვარების უნარი არ გაქვს.
-ნუ, არა. ვინმეს სიყვარულის უნარი მაქვს, მაგრამ არ მაქვს იმის უნარი ,რომ ეს მინდოდეს.
ამ მომენტში, მის გამო ვწუხდი. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ვაილეტის გამო იყო, და ეს მაბრაზებდა.
-ახლა შეგვიძლია დავიძინოთ? - ვკითხე მე.
-მოდი რა, პარასკევია. ხვალ რა გაქვს დაგეგმილი?
-უნდა დამეგუგლა, თუ როგორ გავანადგურო ღმერთები ,რომლებიც გირჩევნია-ში თაღლითობენ.
-ძალიან იოლად. აკოცე. - ბავშვურად გაიღიმე და მე გავიცინე.
-თითქმის ორი საათია, - ვთქვი, - საშინლად, საშინლად დაღლილი ვარ.
-საშინლად, საშინლად დაღლილი ვარ, - გამაჯავრა, მისი ხმა ჩვეულებრივზე წვრილი და ხმამაღალი იყო.
ხელი მკლავზე გავკარი, თან გავიცინე.
-მე ასეთი ხმა არ მაქვს!
-მე ასეთი ხმა არ მაქვს! - მისი გაჯავრება განაგრძო, მე კი დავნებდი, თვალები გადავატრიალე.
-უნდა დავიძინო.
-მაგრამ ჩემს წამალს ჯერ არ უმოქმედია.
-პატარა იდიოტი ხარ.
გაიღიმა,მე ამოვიოხრე.
-გირჩევნია-ს თამაში აღარ მინდა, - ვთქვი.
-შეგვიძლია ვითამაშოთ ოც-
-არა.
-რას იტყვი გამოც-
-არა.
-კარგი, რას იტყ-
-არა.
-რას იტყვი იმაზე, რომ მე ვილაპარაკო, შენ კი მომისმინო? - მკითხა მან.
მას გავხედე.
-ილაპარაკო რაზე?
-არ ვიცი. იმაზე,რაც თავში მომივა.
ამოვიოხრე.
-კარგი.
და მან ლაპარაკი დაიწყო, მისი ბოხი, ოდნავ ხრიწიანი ხმა ყოველ მარცვალს საოცრად წარმოთქვამდა. ისეთ რაღაცეებზე ლაპარაკობდა, რაზეც მე არასდროს მიფიქრია და არასდროს გამიგონია. მაგრამ ის მხოლოდ ლაპარაკით შემოიფარგლებოდა, მე კი მხოლოდ მოსმენით. მისი ლაპარაკის მოსმენისას ჩამეძინა.
VOCÊ ESTÁ LENDO
Hidden | COMPLETED
FanficRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...