50
ფოტოების გადასაღები კაბინის კეტელს მივაშტერდი, ვცდილობდი ფიქრები დამელაგებინა.
რამოდენიმე თვის განმავლობაში არ გვილაპარაკია, სრული სიჩუმე იყო. თუმცა ის მართალია. ჰარი და მე უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ვერასდროს დავიბრუნებთ ხუთ თვეს, რომელიც ერთმანეთის გარეშე გავატარეთ, არ აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვით ან გავაკეთებთ.
ჩემი თეძო ჰარისას ეხება, ხელები კი კალთაში მაქვს ჩაწყობილი. ჰარიმ იდაყვები მუხლებზე დაიწყო, ტუჩს იკვნეტდა.
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მთელი დღე სიურეალისტური იყო, თითქოს წამიც და გავიღვიძებდი, საწოლში ჩემს გვერდით ადგილი ცარიელი იქნებოდა. მაგრამ ეს სიზმარი არაა, ეს რეალობაა. როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყო ეს, ეს სიზმარი არ არის.
- აბა.. - ჰარიმ სიჩუმე დაარღვია, ჩემსკენ გამოიხედა, სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული. - რადგანაც აქ ვართ, გინდა ფოტოს გადაღება?
რაღაც მიზეზის გამო მისი კითხვა ყველაზე სასაცილო რაღაცად მომეჩვენა, ხმამაღლა გავიცინე. ჰარიმაც გაიცინა. ღმერთო, როგორ მომენატრა მისი სიცილი.
- გაგიჟდი? - ბოლოს ვკითხე. - ვტიროდი, რა თქმა უნდა არა. ნამდვილად მოწყენილი კლოუნივით გამოვიყურები.
- პფფ, არ მითხრა, რომ იმის შესაძლებლობას გამოტოვებ, რომ გადაიღო ფოტო საშინლად პატარა სივრცეში ბიჭთან ერთად, რომელიც გეგონა, რომ მკვდარი იყო.
თავი გავაქნიე,ისევ ვიცინოდი.
- ნიძლავს დავდებ ჩემი მაკიაჟი სულ გადღაბნილია.
ჰარიმ თავი გვერდზე გასწია. ხელი წინ გამოწია, თვალის ქვეშ გამისვა.
- ასე, - თქვა მან. - მშვენიერი ხარ.
ავწითლდი და სხვაგან გავიხედე.
- ახლა არანაირი მიზეზი არ გაქვს. თან ,მაგარი კამერაა. - გაიცინა.
- საიდან იცი როგორი კამერაა?
- უბრალოდ დამცინე და თქვი ,რომ ვიცი, როზალი. - წინ გადაიწია და ღილაკს მიაჭირა თითი, გავიცინე.
- ჰმმ.. - ჰარიმ თქვა და ეკრანზე ასრიალებდა თითს. - რა ფილტრი გინდა? ფერი? შავი და თეთრი? სეპია?
- მნიშვნელობა აქვს?
- კი, კი აქვს. არაფერი, დაივიწყე, ჯობს ყველა ფილტრით გადავიღოთ, რომ გავიგოთ რომელია უკეთესი.
ამოვიგმინე, ჰარიმ ცალყბად ჩაიცინა.
- ოოოოჰ, რას იტყვი დასავლურ თემაზე? - ეკრანზე მიმითითა.
- ან წყლისქვეშაზე? - ვთქვი, დასავლური თემის გვერდით მივუთითე.
- დასავლეთი წყლისქვეშეთს საუზმედ მიირთმევს.
- ჰეი, წყლისქვეშეთი მაგარია.
- ჰო, თუ თევზი ხარ.
ჰარის მუხლი გავკარი, ვიცინოდი.
- უბრალოდ ამოირჩიე ერთი, შე იდიოტო!
ჰარიმ გაიცინა და როგორც იქნა ერთი შეარჩია ,წინ გადავიწიე, რომ მენახა.
- ფერი? - ვკითხე. - ამ ყველაფრის შემდეგ გადწყვიტე, რომ რეგულარული აგერჩია?
- მოდი რა, თვეების განმავლობაში არ გამიბრაზებიხარ. აბა, უკუთვლას იწყებს!
- მოიცა, კამერა სადაა?
- წინ, დინგ დონგ.
ჰარიმ და მე უამრავი ფოტო გადავიღეთ.
დარწმუნებული ვარ ყველანაირად დავიმანჭეთ და გამოვიყენეთ ყველა ფილტრი, რომელიც ფოტოკამერას აქვს. ფოტოების ნახევარში უბრალოდ ვიცინი ჰარის გაკეთებულ სახეზე, მეორე ნახევარში კი უბრალოდ ერთმანეთს დავცინით.
იმ დროის განმავლობაში, რაც კაბინაში გავატარეთ, დავინახე, რომ ჰარი და მე ყველაფერს ხუმრობით და მხიარულებით ვძლევთ. ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც. ახლა ჩვენს შორის ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ, როცა ჰარის ვუყურებ, რომელიც კამერას ემანჭება, თავს თითქმის ისევე ვგრძნობ, როგორც წვეულებამდე. ბედნიერად.
- მორჩი ჩემს ყურებას და კამერას დაემანჭე, როზალი.
გავწითლდი და გავიცინე, ჰარის მხარს მივეყრდენი და კამერას დავეჭყანე, თან ენა გამოვყავი. კამერამ დაიწკაპუნა და ჰარიმ და მე გავიცინეთ, ის კი წინ გადაიწია, რომ ახალი თემა აერჩია.
- კარგი, ახლა კი წყლისქვეშეთის თემისთვის თევზის სახეები უნდა მივიღოთ. რადგან, ხომ ხვდები, წყლისქვეშეთი და რამე.
- ვიფიქრე დასავლეთი წყლისქვეშეთს საუზმეზე მიირთმევდა.
- დასავლეთი ორჯერ გავაკეთეთ.
ცხვირი შევიჭმუხნე და ცალყბად ჩაიცინა.
წკაპუნისხმა გავიგეთ და ჰარიმ შეიკურთხა.
- ჯანდაბა, გამოვტოვეთ!
- დამშვიდდი, ჯერ კიდევ სამი ფოტოს გადაღება შეგ-
კიდევ ერთი წკაპუნის ხმა გავიგეთ და ორივემ ამოვიოხრეთ. ჩავიხითხითე, როდესაც ჰარიმშუა თითი აუწია კამერას.
- შეგვიძლია წყლისქვეშეთი კიდევ ერთხე,,- დავიწყე მე.
- არა, შემდეგზე გადავალთ. - ცალყბად ჩაიცინა.
- შემდეგზე? რას გულისხმობ?
- ქორწილი ათ საათზე მთავრდება და ჯერ კიდევ გვაქვს ოცი თემა გამოსაცდელი, საშლელიუნდა დავწვათ.
- ხუმრობ!
ჰარიმ და მე გავიცინეთ, ამ დროს კი ფარდა გადაიწია და დავინახეთ ედი და ნაილი, რომლებიც ფოტოების გადასაღები კაბინის გარეთ იდგნენ.
- გეყოფათ აქ დამალვა! - თქვა ნაილმა.
-ჰო, წადით და ერთმანეთის სახე სადმე სხვაგან წოვეთ. - დაამატა ედმა.
- ჰეი,სხვა თუ არაფერი ჩვენ ადამიანი მაინც გვყავს, ვის სახესაც მოვწოვთ. - თქვა ჰარიმ და საშინლად გავწითლდი.
- ამას არც ვაკეთებდი. - ვთქვი, თვალები გადავატრიალე.
- მე არაფერს ვუარვყოფ. - თქვა ჰარიმ და მკლავზე ხელი გავკარი.
- ამას არ ვაკეთებდით. - გავიმეორე.
- ვის ადარდებს, უბრალოდ შემოგვიშვით! - ამოიგმინა ნაილმა.
- ჰო, გავიგე, რომ წყლისქვეშეთის თემაა. - თქვა ედმა.
- წყლისქვეშეთის? წყლისქვეშეთი ახსენე? - ცალი წარბი ავწიე და ჰარის გავხედე, რომელმაც თვალები გადაატრიალა ღიმილით.
- გამოიტანე შენი ბრიტანული უკანალი აქ. - უთხრა ნაილმა ჰარის, ჰარიმ კი შუა თითი აუწია და გარეთ გავიდა. მას გავყევი, კაბა გავისწორე და გავიცინე.
ედი და ნაილი კაბინაში შევიდნენ,ხმამაღლა იცინოდნენ.
- ბავშვებო, დამელოდეთ!
ლუიმ ახლოს მდებარე მაგიდაზე სასმელი დადო და კაბინისკენ პრაქტიკულად გაიქცა.
- ღმერთო, იდაყვი თვალში მომარტყი! - დაიყვირა ნაილმა.
- თვალი დაივიწყე, მეორე იდაყვი მოამრტყა.- თქვა ედმა.
- კაცურად აიტანეთ, სუსტებო. - თქვა ლუიმ.
ჰარის გავხედე, რომელიც თავს აქნევდა და იცინოდა.
- და ამის გამო, ბავშვებო, არ უნდა იყოთ ნარკოტიკებზე. - თქვა ჰარიმ და გავიცინე.
- ეი, ნარკოტიკები არ მიგვიღია! - გამოსძახანაილმა.
- რა თქმა უნდა, ქერავ.- თქვა ჰარიმ.
- უკვე გითხარი, რომ ეს არ დამიძახო!
ვიცინოდი, როცა დაბლა დაყრილი ფოტოები დავინახე. დაბლა დავიხარე და ღიმილით ავიღე.
- ჩვენ შემოგვხედეთ. - თქვა ჰარიმ, ჩემს გვერდით დადგა, რომ ფოტოებისთვის შეეხედა. - კარგი კოვბოები ვიქნებოდით.
ჩავიცინე,ყველა ფოტო გადავათვალიერე.
იმაზე შევჩერდი, რომელშიც ორივე ვიცინოდით.
ერთმანეთს ვუყურებდით, ჩემი მხარი მისაზე იყო მაგრად მიკრული. ის მე მიყურებდა, ლოყებზე ჩაღრმავებები უჩანდა, რადგან იცინოდა. მე მას ვუყურებდი, დიდზე ვიღიმოდი და პირი ღია მქონდა სიცილის გამო. ფოტოები შავ-თეთრია, და ისე სრულყოფილადაა მომენტები აღბეჭდილი, რომ ტირილი მინდა.
- ახლა ეს, - თქვა ჰარიმ. - ეს ჩემი ფავორიტია.
- ჩემიც. - დავეთანხმე.
- კარგი, - თქვა მან, თვალებში შემომხედა. - ყოველთვის ვგავდით ერთმანეთს.
გავიღიმე, ისევ ფოტოს დავხედე.
- როუზ!
ავიხედე და ჯემა და ელიზაბეტი დავინახე,რომლებიც ჩვენსკენ მოდიოდნენ,სახეებზე ღიმილი ჰქონდათ აღბეჭდილი.
- არ გამაცნობ? - თქვა ელიზაბეტმა, ცალი წარბი მაღლა აზიდა და ჰარისკენ მიმანიშნა.
გავწითლდი, ჰარის ფოტოები მივაწოდე, მან კი ჯიბეებში ჩაიდო.
- ოუ. ჰარი, ეს ჩემი და ელიზაბეტია, და.. - ამოვიოხრე . - ელიზაბეტ, ეს ჰარია.
ჰარიმ ხელი გაუწოდა ელიზაბეტს, მანაც ჩამოართვა, ცალყბად იღიმოდა.
- შენზე ბევრი რამ მსმენია. - თქვა ჰარიმ.
- ოუ, და მეც ბევრი რამ მსმენია შენზე. - თქვა ელიზაბეტმა.
გავწითლდი და შევუბღვირე. უცოდველად გამიღიმა.
- საერთოდაც აქ იმისთვის მოვედი, რომ ჰარის ვუთხრათ, თუ არ წავალთ რეისზე დააგვიანდება. - თქვა ჯემამ.
- რეისზე? - ვთქვი, ჰარის გავხედე.
- ამაღამ პორტლანდში ვბრუნდები. - თქვა მან. - ფრენა თერთმეტის ნახევარზეა.
- უბრალოდ ხვალ რატომ არ მიდიხარ? - ვკითხე, გული ამიჩქარდა.
- ამაღამ იყო რეისი, ამიტომ უბრალოდ ვიფიქრე, რომ დღესვე გავფრინდებოდი. - მხრები აიჩეჩა.
- შენზე რას იტყვი, ჯემა?
- მე ოთხშაბათამდე ჩემს მეგობრებს ვსტუმრობ. - თქვა ამნ.
ჰარის გადავხედე,შემდეგ ჯემას, ყელში ბურთი გამეჩხირა. როგორ შეუძლია ჰარის ასე უცებ წავიდეს?
- კარგად ხარ ,როზალი? - მკითხა აღელვებულმა ჰარიმ.
- შეიძლება დაგელაპარაკო? - ვკითხე. - ცალკე.
თავი დამიქნია, კოპები შეკრა, ხელი იდაყვზე მომკიდა და კარავიდან პარკში გამიძღვა.
- რა მოხდა? ყველაფერი კარგადაა? - მკითხა მან.
- ასე მალე რატომ მიდიხარ?
ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- ასე ჯობს.
- მაგრამ..
- რა იყო?
- შენ.. ახალახანს ჩამოხვედი და უკვე მიდიხარ?
- არ მეგონა, რომ ჩემი დარჩენა მოგინდებოდა.
- რატომ?
- არ ვიცი.. - სხვაგან გაიხედა და მივხვდი, რომ იცის.
- რატომ? - გავიმეორე.
- თუ სიმართლე გინდა.. - ამოიოხრა. - ამ ყველაფრის შემდეგ არ მეგონა, ისევ გეყვერებოდი, თუ არა.
ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, გავოცდი.
- შენ-
- ჰარი!
ჯემამ თავი კარავიდან გამოყო.
- მართლა უნდა წავიდეთ!
- ვიცი, ჯემა. მოვდივარ.
ჰარიმ მე გამომხედა.
- ბოდიში, ის მომაბეზრებელია.
თავი გავაქნიე.
- ანუ უბრალოდ მიდიხარ?
- შენ.. ყოველთვის შეგიძლია, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე, იცი? - კისერი მოიზილა ნერვიულად, მე დამხედა.
ტუჩი მოვიკვნიტე.
- ასე არ ვფიქრობ, ჰარი. თვითმფრინავის ბილეთი არც მაქვს.
ჰარიმ ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო, რაღაც ამოიღო.
- ვგრძნობდი, რომ ეს მოხდებოდა.
პირი დავაღე, როცა ბილეთი გამომიწოდა. გამოვართვი, დავხედე და დავინახე როგორ გარკვევით იყო დაბეჭდილი ჩემი სახელი და გვარი.
- ბილეთი მიყიდე? - გაოცებულმა ვკითხე.
- საჭირო არაა გამოიყენო, უკან დაბრუნება შეიძლება, ასე რომ..
- ეს ძალიან რომანტიულია, ეს იცი? - ვკითხე, მას ავხედე.
ლოყები შეეფაკლა და გავიცინე.
ისევ ბილეთს დავხედე, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. წავალ ჰარისთან ერთად თერთმეტის ნახევარზე, თუ დავრჩები რამოდენიმე დღე, რომ დავემშვიდობო დედაჩემს და ელიზაბეტს, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ გასული თვეების განმავლობაში?
- ჰარი, ფრენას გამოტოვებ! - თქვა ჯემამ უხეშად, უკვე მობეზრებული იყო ჰარის საქციელით.
- ნუ ნერვიულობ, - თქვა ჰარიმ და ისევ მე დამხედა. - უნდა წავიდე სანამ ჯემა ყველაფერს დალეწავს. - შეიშმუშნა. - შენზეა დამოკიდებული გამოიყენებ ამას თუ არა. - დაამატა, თავით ბილეთზე მიმანიშნა.
წინ გამოიწია და ტუჩები ლოყაზე მომაწება.როცა უკან დაიწია სახეზე უკვე აწითლებული ვიყავი, ცალყბად ჩაიცინა და ჯემასთან წავიდა.
ვუყურებდი ჰარის და ჯემას, რომლებიც პერის და ზეინს დაემშვიდობნენ და შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ.
კარავში დავბრუნდი, ელიზაბეტს ვეძებდი. ჯესისთან და ვაილეტთან ერთად ვიპოვე, სამივე ბარმენს ელაპარაკებოდა. თვალები გადავატრიალე და მკლავში ხელი მოვკიდე, ცალკე გამოვიყვანე.
- უნდა წავიდეთ. - ვთქვი.
- რა? ჯერ მხოლოდ ათის ნახევარია.
- რეისზე არ უნდა დამაგვიანდეს.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...