Part 21

723 52 2
                                    

21.

-როუზ -მიპასუხა ჯეისონმა. მიხარია რომ დამირეკე.
-შეგიძლია შემხვდე ? -გულმა სწრაფად დაიწყო ცემა.
-შეგხვდე? -გაჩუმდა ის. -სად ?
-ოუჰ.. ირგვლივ მიმოვიხედე. აქ ყავის სახლია, სამოცდამეთხუთმეტე ქუჩაზე, კუთხეში.
-კარგი. ტელეფონი გავთიშე და ყავის სახლისკენ წავედი. იქვე ჩამოვჯექი, გარეთ. არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ. ჯეისონი არის მთავარი მიზეზი იმისა რომ დავტოვე ნიუ-იორკი. და ახლა, მე ვარ აქ და ვუცდი მას, რათა შევხვდე.
ფიქრებით ჰარისთან ვიყავი. მჯერა, რომ, როცა სახლში დავრბუნდები მას ვნახავ. ის აღმოჩნდა წესიერი მეგობარი და ვფიქრობ რომ მე ის მჭირდება. მაგრამ ყოველთვის სურს ჩემს ერთ ნაწილს უფრო მეტი იცოდეს მასზე. მას ბევრი საიდუმლო აქვს. ყოველ წუთში მასზე რაღაც ახალს ვიგებ. ის გავს მთვარეს, მისი ერთი ნაწილი ყოველთვის დამალულია.
ფიქრებიდან ტელეფონის ბზუილმა გამომაფხიზლა.
-გამარჯობა?
-ჰეი, შენი წერილები ისევ ჩემს ყუთში აღმოჩნდა. -ჰარის მხიარული ტონი ცოთატი მამშვიდებს და ვიცინი.
-ბოდიში, უბრალოდ კარებთან დააწყვე და როდესაც დავბრუნდები ვნახავ.
-ძალიან კარგი. -იმედია ეს საუბრის დასასრული არ არის.
-ჰარი? -ამოვულუღლუღე.
-ჰმმ?
-გჯერაა.. გჯერა შენ ჩემი?
-რას გულისხმობ?
-მე ვაკეთებ რაღაც დიდს.. რაღაც ძალიან დიდს. გჯერა რომ მე შევძლებ ამის გაკეთებას? -ჰარი რამდენიმე წამით გაჩუმდა.
-რა თქმა უნდა! შენ ამას შეძლებ.
მისმა სიტყვებმა გულიდან დიდი ლოდი მომხსნა.
-ეს ის იყო როსი მოსმენაც ძალიან მჭირდებოდა -ვუთხარი და გავიცინე. -მადლობა ჰარი.
-ნებისმიერ დროს, როუზი. -მის ხმაში იგრძნობოდა თუ როგორ გაეღმა.
-კარგი უნდა წავიდე, ბოდიში წერილებისთვის. -გავიღიმე. -ნახვამდის ჰარი
-ნახვამდის როუზ. -დავკიდე. ჰარის ხმამ დამამშვიდა.

-როუზ. თავი ავწიე და ჯეისონის მზერას შევეჩეხე. ის თავდაჯერებული ღიმილით მიყურებდა. მისი მაღალი ფიგურა ზემოდან დამყურებდა.
-დაჯექი -მივუგე და ისიც ჩემს წინ დაჯდა, პატარა მაგიდასთან.
-რით შემიძლია დაგეხმარო? -ღრმად ამოვისუნთქე.
-მე მჭირდება რომ ელიზაბეტს სიმართლე უთხრა. -მან წამწამები დაახამხამა.
-რა სიმართე?
-იცი რაც! -ვუთხარი და თვალები გადავტრიალე. ის სკამს დაეყრდნო.
-და ეს რატომ უნდა გავაკეთო?
-იმიტომ რომ ეს იყო საშინელი წელი, ჯეისონ -ვთქვი მე. -რამდენი ხანი აპირებ ეს ყველაფერი გააგრძელო? ეს სააბოლოოდ ანადგურებს ჩემს ოჯახს.
-როუზ, მე ვფიქრობ დაგავიწყდა რა მოხდა იმ ღამეს.
-არ დამვიწყებია, რა დამავიწყებდა იმ წყეულ ღამეს. უბრალოდ დამთანხმდი, კარგი? -ჩემს ხმაში მუდარა იგრძნობოდა.
-არ ვიცი როუზ, -თქვა მან და მგონი დროა გარეთ გავიდე.
დაცემა ვიგრძენი. ეს ბიჭი უამრავი კონფლიქტისა და ტანჯვის მიზეზი იყო. ამ დროს გონებაში ჰარის სიტყვები ამომიტივტივდა.
რა თქმა უნდა შენ ამას შეძლებ.
-იცი რა ჯეისონ? შენ ხარ პათეტიკური. შენ არ გადარდებს ის რომ შენს ირგვლივ ტყუილში ცხოვრობენ. როგორ შეგიძლია ეს? შენ არასდროს არ გყვარებია ელიზაბეტი, რომ გყვარებოდა ამას არ გააკეთებდი. -თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. ჯეისონი გაკვირვებული ჩანდა. თუმცა მე მოხარული ვიყავი, რომ ის დავშოკე, მოხარული ვიყავი რომ ის გავაოცე, მორჩილმა როუზმა საბოლოოდ უთხრა მას ის რისი მოსმენაც ჭირდებოდა. -უბრალოდ უთხარი სიმართლე ელიზაბეტს- ვუთხარი მას. -ერთხელ მაინც იყავი კაცი და უთხარი ელიზაბეტს ეს დაწყევლილი სიმართლე. -ავდექი და პალტო ჩავიცვი. ქარი უბერავდა, ცხვირი სულ გამეყინა. -მე ხვალ მივდივარ. თუ სიმართლის თქმას გადაწყვეტ მირჩევნია ეს მოგვიანებით გააკეთო.
როდესაც სახლში დავბრუნდი პალტო ჩამოვკიდე. დავინახე როგორ გამოვიდა დედა სამზარეულოდან.
-როუზ, მადლობა ღმერთს.- თქვა მან და ჩამეხუტა. არანაირი იდეა არ მქონდა იმის შესახებ თუ სად წახვედი.
-დედა, მე ოცდასამი წლის ვარ -ვთქვი და გავიცინე.
- ვიცი, ვიცი -თქვა მან. -მაგრამ ჩემთვის ყოველთის პატარა გოგონა იქნები.
-მიყვარხარ დედა -ვუთხარი მას -და მაპატიე რომ ცუდად მოვიქეცი, როცა შენზე და მამაზე გავიგე.
-მააპატიე რომ დაგიმალე -თქვა მან. -ეს არ იყო სწორი. -თავს განსხვავებულ პიროვნებად ვგრძნობ. ჩვეულებრივი როუზი არასდროს არ დაურეკავდა ჯეისონს, ან ბოდიშს მოუხდიდა დედას. ჩვეულებრივი როუზი ოთახში ჩაიკეტებოდა და იმუშავებდა. ჩვეულებრივი როუზი დაინიშნებოდა აარონზე და ვერ აიტანდა ჰარის. ჩვეულებრივი როუზი უნდა შევიძულო.
დედას მოვშორდი და ელიზაბეტის კართან მივედი.დავაკაკუნე. მან კარი გააღო.
-რა იყო?
-შგვიძლია ვილაპარაკოთ?
-შეგიძლია ილაპარაკო. -მომიჭრა მოკლედ და ოთახში შებრუნდა. საწოლზე დაჯდა და ფრჩხილების გაკეთება დაიწყო. რითი დავიწყო? ძალიან დაძაბული და რთული მომენტია...
-ელიზაბეტ, რას გრძნობ ჯეისონის მიმართ ?
-რას ვგრძნობ მის მიმართ? მე მიყვარდა ის.
-რა იცი რომ ეს სიყვარული იყო? -მან შეწყვითა თავისი საქმიანობა და მე გამომხედა. -უბრალოდ ვიცი. -თვალები დავხუჭე.
-შენ გჯერა იმის რაც მან გითხრა? -ვკითხე ნელა. -ჩემს შესახებ?
-ეს აშკარა არ არის?
-ჯეისონს არასდროს არ ყვარებიხარ.
-რა თქვი?
-ჯეისონს არასდროს ყვარებიხარ-მეთქი.
-რის გაკეთებას ცდილობ ?
-მე უბრალოდ ვესუბრე მას, დღეს ყავის სახლში შვხვდი.
-რა ჯანდაბაზე ესაუბრებოდი მას ყავის სახლში?
-მჭირდებოდა გამერკვია რაღაც-რაღაცეები.
-გაგერკვია რა ? როგორ ******* სააბაზანოში?
-იცი რა ელიზაბეტ? მე ვცადე, ვცადე რომ ჩვენი ცუდი ურთიერთობა მოგვეგვარებინა. დავიღალე იმის მტკიცებით რომ არაფერი არ მიქნია. არაფერი! არ მძინებია ჯეისონთან ერთად, არ მქონია მასთან სექსი და ძალიან კარგად ვიცი რომ მას შენ არ უყვარხა ! მიდი, დამიძახე, დამიძახე მეძავი მომავალი ოცი საათის განბმავლობაში, იმიტომ რომ ხვალ მივდივარ და როცა ამას გავაკეთებ არ ვაპირებ ვიდარდო იმაზე რომ შენ გძულვარ!

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now