Part 44

540 49 5
                                    

44.

ჰარი წამსვე წინ გადამეფარა, ხელით უკან მაკავებდა.
აქ სულ ცოტა ერთი საათი მაინც ვიყავით, ზეინისგან არანაირი შეტყობინება არ მოგვსვლია, არც რომელიმე ივორიში მყოფი ადამიანიდან. ჰარის და მე არ დაგვილაპარაკია მას შემდეგ, რაც დავიფიცე მასთან. ვკითხე თუ შეიძლებოდა სხვაგან წავსულიყავით, მაგრამ მან თავი გააქნია, თქვა რომ იქ უნდა ვყოფილიყავით, სადაც დანარჩენები გვიპოვიდნენ. მე მხოლოდ დავი დავუქნიე, იმედი მქონდა, რომ ეს ყველაფერი ცუდად არ შემოტრიალდებოდა. ჩემი მიცემული პირობის სიმძიმე დიდია, მხრებზე საშინლად მაწევს. გარშემო მიმოვიხედე, რომ დამენახა ვინ იყო.
ზეინი იყო, კანი ოფლით ჰქონდა სველი და სახეზე სტრესი აღბეჭდვოდა.
- უფრო მაგრად მოჭერა შეგეძლო? - იკითხა, მძიმედ სუნთქავდა.
- რა ჯანდაბა ხდება? - თქვა ჰარიმ, მისი მკლავი მე მაფარავდა.
- სწრაფად უნდა წავიდეთ, ისინი აქ მოდიან.
- ალეკი?
- ალეკი, აარონი და მარიონი.
- უბრალოდ რატომ არ დარეკე?
- დრო არ იყო. ივორიში ყველას უჭირს, სწრაფად უნდა მემოძრავა.
- სად მივდივართ?
- ივორიში. იქიდან ყველა წავალთ.
- ჯანდაბა. - ჰარიმ ხელი თმაში შეიცურა. - მაშინ წავიდეთ.
იატაკს მივჩერებოდი და სწრაფად გავდიოდით სახლიდან, ჰარის მაგრად ეჭირა ჩემი ხელი მისაში.
ლიპტზე უარი ვთქვით და გადავწყვიტეთ ფეხით ჩავსულიყავით, ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხმა მთელს შენობაში ისმოდა. სახიდან თმა გადავიწიე, როცა პირველ სართულს მივაღწიეთ. წარმოდგენა არ მქონდა რას უნდა მოვლოდებოდი, და ჩემდა სამწუხაროდ, საშინლად ვიყავი გაბრაზებული.
სიცივეში გავაბიჯეთ, ზეინი რამოდენიმე ნაბიჯით წინ იყო ჰარიზე და ჩემზე.მე ისევ მიწას ვუყურებდი, გული გამალებით მიცემდა.
ცა ბნელია, უკვე ვარკსვლავები ჩნდება. ძნელია ქუჩის განათებების ფონზე მათი დანახვა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც ახერხებს ნათებას.გამახსენდა როცა ჰარიმ ვარსკლავების სანახავად წამიყვანა. საოცრად ლამაზი მომენტი იყო, ყველაფერს დავთმობდი, რომ იქ დავბრუნებულიყავი.
უეცრად, ზეინი გაჩერდა.
- ჯანდაბა. - დაისისინა.
ავიხედე და ჩემი მზერა ცალყბად მომღიმარ მარიონს შეეჩეხა.
ალეკის უკან იდგა, აარონი მის გვერდით იყო. სუნთქვა გამიხშირდა და ვიგრძენი როგორ გამიშვა ჰარიმ ხელი.
- სადმე მიდიხართ? - იკითხა ალეკმა, ცალი წარბი მაღლა აზიდა.
მანქანების სადგომზე ვიდექით, გვერდით შავი მანქანა იდგა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ისინი აქ ამით მოვიდნენ.
- ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. - თქვა ალეკმა. - მაგრამ, არა ასეთ... გახსნილ ადგილას.
- არა, უბრალოდ მივდივართ. - კბილებში გამოსცრა ჰარიმ.
ალეკმა ცალი წარბი მაღლა აზიდა.
- არ იდარდოთ, მხოლოდ რამოდენიმე წუთს წაიღებს.
კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი სიზმარი. ზეინი და ჰარი მათ ერთ-ერთ ხეივანში შეჰყვნენ.
სიარული შევწყვიტეთ და ისევ მათ გავხედე, სუნთქვა არეული მქონდა.
- რა გინდათ? - უხეშად იკითხა ზეინმა.
- როგორ ჩანს თქვენი პატარა გაერთიანება ჩაფლავდა, ასეა? - ცალყბად მომღიმარმა ალეკმა დაიწყო.
- ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. - თქვა ჰარიმ.
- ჯერ.
- თქვენ სათანადოდ ვერ გვაფასებთ. - თქვა ზეინმა.
- თქვენი პატარა ხროვა ახლა ივორიშია, ჩემს ბიჭებს ებრძვიან. არ ვფიქრობ, რომ რამეს სათანადოდ ვერ ვაფასებ.
ზეინმა და ჰარიმ მრისხანედ შეხედეს ალეკს.
ტუჩი მოვიკვნიტე, როცა ალეკმა მზერა მე მომაბყრო.
- როუზ,- თქვა, ავადმყოფურად იღიმოდა. - როგორ ხარ, ძვირფასო?
ჰარი დაიძაბა.
- კარგად. - ვთქვი.
- მინდა ვთქვა, თქვენ ორნი გასაოცარ წყვილს ქმნით. - თქვა ალეკმა, ჰარიზე მიმანიშნა. - ძალიან საყვარელს. - აარონს გაჰხედა. - მახსოვს როცა აარონმა მითხრა, რომ გოგოსთან იყო, რომელსაც როუზი ერქვა. რა დამთხვევა იქნებოდა, თქვენ რომ ერთი და იგივე ადამიანი ყოფილიყავით.
- უფრო იოლი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო. - ჩაისისინა აარონმა.
- ნუ იქცევი ისე, თითქოს მე გავაკეთე რამე არასწორი. - უხეშად ვუთხარი. - ეს შენ დამარტყი, გახსოვს?
- და რა თქმა უნდა, შენ მოტირალი გაიქეცი მასთან. - ჰარიზე მიმანიშნა.
- მისკენ არ გავქცეულვარ. თუ რომელიმე ვინმესთან გაიქცა ჩვენ ურთიერთობაში, ეს შენ იყავი. ბიძაშენთან გაიქეცი.
აარონი გაჩუმდა და ალეკი ნასიამოვნები ცანდა.
- ვიცოდი ,რომ იმაზე ჭკვიანი იყავი, ვიდრე გვაჩვენებდი. - თქვა ალეკმა. - ინტელიგენტი გოგო, შენ ხარ, როუზ. - თავი გვერდზე გადასწია. - საკმარისად ჭკვიანი რომ ყოფილიყავი და თავი შორს დაგეჭირა ხიფათისგან.. - ჰარისკენ მიმანიშნა და სიბრაზისგან ავხურდი, ჰარიმ კი მიწას დაჰხედა.
- შენ ის გიყვარს, როუზ?
ალეკს გავხედე.
- რა?
- ძალიან ცოტა ხნის წინ, შენ მითხარი, რომ ის შენთვის ''არაფერს ნიშნავდა'. ისევ ასეა?
სრულიად დამავიწყდა რა ვუთხარი ალეკს მაშინ, როცა ივორიში წავედი იმის დასამტკიცებლად, რომ არაფერი ვიცოდი. ჰარიმ ყველაფერი გაიგო, რაც ვთქვი. გახსენებაზეც კი გული მეკუმშება.
- არა, ახლა არა. - ვთქვი მამაცურად, ჰარის მზერას ვგრძნობდი.
- და რა შეიცვლა?
როცა პასუხი არ გავეცი, იგივე კითხვა გაიმეორა.
- შენ ის გიყვარს?
- დიახ, - ჩუმად ვთქვი.
- რამდენად გიყვარს?
- ლიმიტი არ არსებობს. - დავიჩურჩულე.
- რას გააკეთებდი მისთვის?
- ყველაფერს.
- ძალიან კარგი.
არაფერი მითქვამს.
- ამ აჯანყებამ ცოტა გამაბრაზა. - თქვა ალეკმა. - და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს აღარ მოხდეს. გასაგებია?
არავის არაფერი უთქვამს.
- და ზუსტად ამიტომ ერთ-ერთს გაგიშვებთ. - თქვა ალეკმა და გული შემეკუმშა.
- ერთ-ერთ ჩვენგანს? - იკითხა ზეინმა.
- არა, - უპასუხა ალეკმა, მე და ჰარის გადმოგვხედა.- ერთ-ერთ მათგანს.
არა.
მისი სიტყვების არ მესმის. ერთ-ერთ ჩვენგანს? ერთს?
მან იცის, მან იცის რომ ჰარი და მე ერთმანეთის სისუსტეები ვართ. და ახლა ვხედავ რატომ მესიზმრებოდა იარაღი, რომელსაც ხან ერთს გვიმიზნებდა, ხან კი მეორეს, რომ დავეშორებინეთ, ორივე მოვეკალით.
ყელში ბურთი გამეჩხირა და ჰარის შევხედე.
- დროს მოგცემთ, რომ გადაწყვიტოთ. - თქვა ალეკმა, ბოროტულად ჩაიღიმა. გასვლა დააპირა, მაგრამ გაჩერდა. - ოჰ, და გაქცევა რომ დააპიროთ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ პერიმეტრზე სულ ჩემები არიან.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now