Part 12

927 54 2
                                    

12.

ჰარის მაგიდას ვაკვირდებოდი. ის დღეს ნამდვილად მუშაობდა. ათასობით ფურცელს ურევდა ერთმანეთში და რაღაცეებს გაურკვევლად სწრაფად ჯღაბდნიდა. სახე იმდენად დაძაბული ჰქონდა, ვერ გეტყვით დანამდვილებით მამჩნევდა თუ არა. სავარაუდოდ მხედავდა. ის ხომ ჰარია, არაფერი გამორჩება მხედველობიდან.
ამ დროის განმავლობაში საბუთებისთვის არც კი გადამიხედავს. საქაღალდე ხელშეუხებელი იდო მაგიდაზე. საღეჭი რეზინი გავხსენი და პირში ისე ჩავიდე, წამითაც არ მომიშორებია თვალი მისგან. თეთრი მაისური ეცვა, მკლავები მაღლა ჰქონდა აწეული ისე რომ მისი ტატუების დანახვა მკაფიოდ შეიძლებოდა. შავი ყელსახვევი კისერზე ჰქონდა შემოხვეული. თვალს ავლებდადა დიდხანს ამოწმებდა თითოეულ ფურცელს. მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, ფურცელი ჯესის გადააწოდა მაგიდაზე და უთხრა:
-გამოთვლაში გაქვს შეცდომა დაშვებული.
ჯესი ყურადრებით აკვირდებოდა ფურცელს. -ოუ.. მაპატიე.
ჰარიმ განაგრძო ფურცლების ერთმაეთში არევა. თითებს შორის კალამს გაურკვევლად ატრიალებდა. სარეჭ რეზინს ღეჭავდა, თანაც რამდენიმე წუთში ერთხელ ბუშტს ბერავდა ხოლმე. ძალიან ბევრი რამეა რისი გაგებაც მინდა მის შესახებ. აშკარად პასუხებს რაც არ უნდა მეცადა მას ვერ გამოვსტყუებდი, ასე რომ ნამდვილად უნდა არსებულიყო სხვა რამე მარტივი გზა.
გუშინდელმა იდეამ ისევ გამიელვა თავში. რამე გამომივა? თუ ვინმე გაიგებს, რომ ნებართვის გარეშე ჰარის საქაღარდეში ვიჩხრიკები მაშინ დიდი პრობლემებში გავეხვევი. საერთოდაც ეს ყველაფერი ამად მიღირს?
ჩემი ყურადღება ისევ ჰარიზე იყო გადატანილი, როცა მაღლა ამოიხედა და მისი მზერა მოულოდნელად მე მომაპყრო. მისი თვალის მწვანე ფერი იმაზე მუქი იყო ვიდრე ოდესმე მენახა. თვალი ავარიდე და ყურადრება სწრაფად ფურცლებზე გადავიტანე.
-როუზ. -მისკენ მომიწოდა. მარჯვენა ხელს დაეყრდნო და ჩემკენ გადმოიწია. -ფოტო გადამიღე, ასე უფრო დიდხანს შეგეძლება დაკვირვება.
სახეზე წამოვწითლდი. მის სიტყვებში, როგორც ყოველთვის კარგად იგრძნობოდა დამცინავი ტონი. წამოვდექი და შესვენების ოთახისკენ გავემართე. მაცივარი გამოვაღე, მინდოდა რამე სასუსნავი ამეღო მაგრამ მოსაწონი ვერაფერი ვნახე.
-გამარჯობა როუზ.
ზეინის ხმაზე შევკრთი და კედელს ავეკარი. -ზეინ- ამოვისუნთქე -როგორ შემაშინე.
ზეინმა გამიცინა და მაცივარში დაიწყო რაღაცის ძებნა. -მაპატიე.
თმაში ხელი შევიცურე და ამოვიხვნეშე. -არაუშავს, ხდება ხოლმე.
ზეინი შემომიტრიალდა, ხელში დიეტური ნამცხვარი ეჭირა. -რა ხდება? დღეს რაღაც თავგზააბნეული მეჩვენები. -მკითხა.
-ოუ...ამმ.. არ ვიცი. -ის მაგიდასთან დაჯდა და მეც მას მივყევი. უცებ, რაღაც აზრი მომივიდა.
-ზეინ... -ვუთხარი, თან თავი უმნიშვნელოდ მოვიფხანე. -მითხარი, ჰარის შესახებ რა იცი?
-პროჭია, მაგრამ დღემდე მეგობრებად ვრჩებით.
-ჰმმმ..
-ის საზიზღრად ჭკვიანია. მატემატიკაში და სხვა საგნებშიც გენიოსია. საერთოდაც, ჩემგან ძალიან განსხვავდება. ერთმანეთის საპირისპირო პიროვნებები ვართ. -მითხრა და ჩაიხითხითა.
-და... მის წარსულზე რას მეტყვი?-ალბათ ჭორიკანა ვგონივარ ამდენს რომ ვეკითხები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
-ბევრი არაფერი. ყოველთვის დაფარული აქვს მისი პირადი ჩვენგან. - ჭიქიდან მომდევნო ყლუპი მოსვა.
-კარგი მადლობა. უბრალოდ ცნობისმოყვარეობამ შემაწუხა. -ზეინს გავუღიმე და ჩემს მაგიდას დავუბრუნდი.
შევამჩნიე ჰარი მაგიდასთან არ იჯდა. სად უნდა წასულიყო? საბუთებს დავხედე და ავწუწუნდი. საქაღალდე გავხსენი და მუშაობა დავიწყე. ამ დროს მისტერ გრინმენიც შემოვიდა ოფისში.
-როუზ. -დამიძახა თუ არა ავდექი და მისკენ გავემართე.
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ? -როგორც კი მივუახლოვდი თავაზიანად შევეკითხე.
-კი. შენი საქაღალდის სიზუზტე უნდა გადაამოწმო და მისტერ კრისტალის ოფისში მიიტანო სტაილსთან ერთად. მინდა რომ საქმეს ახლავე შეუდგე.
ნერწყვი გადავყლაპე. -კა..რგით.
-გირჩევ კიბით წახვიდე. -მისტერ გრინმენმა გამიღიმა.
სახეზე უნებურად წამოვწითლდი. -გასაგებია.
ჰარი ვერსად დავინახე, ამიტომაც კიბეს ავუყევი კრისტალის ოფისამდე. კიბეები ავირბინე და საბოლოოდ მისაღებ ოთახამდე მივაღწიე.
-ნაითი. -ვუთხარი მდივანს და მომცა უფლება ოთახში შევსულიყავი.
ჰარი სავარძელზე მოშვებული იჯდა. ჩემი შესვლისთანავე უშინაარსო მზერა მომაპყრო და მეც გვერდით მივუჯექი.
-მის ნაით, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. -მისტერ კრისტალმა თქვა და გამიღიმა.
თავი დავუქნიე, ვცდილობდი დამეიგნორებია ჰარის აქვე ყოფნა.
-მისტერ სტაილსმა შესანიშნავად დაამუშავა თქვენი საქაღალდე. ახლა მინდა გადაიკითხოთ და შეასწოროთ თუ რამე შეცდომას იპოვით.
საქაღალდე ავიღე და გავხსენი. თვალი გადავავლე ყველა იმ ინფორმაციას რაც უკვე დიდი ხანია ვიცი ჩემს შესახებ. ყველაფერი სწორად და აკურატულად იყო დაბეჭდილი. დათვალიერების შემდეგ მისტერ კრისტალს უკან დავუბრუნე.
-ყველაფერი სწორია. -ვთქვი. თვალის კუთხიდან ვამჩნევდი ჰარის თავდაჯერებულ ღიმილს.
-შესანიშნავია. -თქვა მისტერ კრისტალმა და საქაღალდე მაგიდის უჯრაში შეინახა. ეს ის ადგილი უნდა იყოს სადაც ყველას პირად საქმეს ინახავს. ჰარის ჩათვლით.
მკვეთრად ჩავისუნთქე. იქ აუცლებლად უნდა მოვხვედრილიყავი, რომ ყველაფერი წამეკითხა მის შესახებ. მძულს, რაც მემართება. ვერ ვიტან როცა ცნობისმოყვარეობა კონტროლს მაკარგვინებს.
ჰარი წამოდგა და მეც მას მივბაძე. კრისტლმა ხელი ჩამოგვართვა და ორივე ოთახიდან გაგვისტუმრა. საფეხურები წყნარად ჩავიარეთ. ჰარის ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი ხელები და თვალები ძირს მიმართული.
-შეიძლება რაღაც გითხრა როუზ? -მოულოდნელად მკითხა, როგორც კი იატაკზე დავდექით.
-ამ.. როგორ არა. -გაოცებული ვიყავი იმით, რომ ის მელაპრაკებოდა კიდეც.
-კატა ცნობისმოყვარეობამ მოკლა.-ისე შემომხედა მის მზერა ვერც კი გავშიფრე. ოფისში შევიდა და დაბნეული მარტო დამტოვა.
'კატა ცნობისმოყვარეობამ მოკლა.'
ჩემი და ზეინის ლაპარაკი მოისმინა? ო არა. თუ ასეა, მაშინ ჩემზე ძალიან გაბრაზებული იქნება.მაგრამ მისი ტონი ისეთი... მშვიდი იყო. დამბურძგლა და ოფისში შევედი.
ოთხი საათი შესრულდა თუ არა, ჰარიმ ოთახი დატოვა ისე, რომ ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის. ნივთები მოვაგროვე და ლიფტით მეთერთმეტე სართულზე ავედი. კედლს უკან ამოვეფარე. ვუყურებდი, როგორ ტოვებდა ყველა მისტერ კრისტალის ოფისს და ლიფტში შედიოდნენ. რამდენიმე წუთში მისტერ კრისტალიც გამოვიდა.
ჩუმად გამოვწიე, ნივთები იქვე კიბეზე დავტოვე და გადავამოწმე ყველა მაგიდა რამდენად ცარიელი იყო. კამერებს ვაკვირდებოდი და შევნიშნე რომ არცერთი არ იყო მისტერ კრისტალის ოფისთან, ამიტომაც დრო ვიხელთე და მისკენ გავეშურე.
ადრენალინი მაწვებოდა, როცა კრისტალის ოთახში შევედი და საქარალდეების უჯრა გამოვაღე, სადაც ჩემი ინფორმაცია შეინახა. გულის ცემას ყურებში ვგრძნობდი.
უჯრა გამოვაღე და საქაღალდეები გადავათვალიერე. როგორც შევამჩნიე, წყობა გვარის მიხედვით იყო დალაგებული. -ს-ის ძებნა დავიწყე და მივაგენი კიდეც.
სტაილსი, ჰარი ედვარდი.
სწორია? ხელში სქელი საქაღალდე მეჭირა. ნერწყვი გადავყლაპე და გავხსენი. თვალი გადავავლე და სწრაფად კითხვას შევუდექი.
'დაბადებული ბრომსგროუვში, ვისტერშაიერში, დიდი ბრიტანეთი, 1989 წლის 1 თებერვალი. განათლება მიღებული აქვს ჰოლმს ჩაპელის საშუალო სკოლაში. სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკისა და გამოთვლების ფაკულტეტზე. წარსული საქმიანობები...
-როუზ?
საქაღალდე ხელიდან გამივარდა, ფურცლები ირგვლივ მიმოიფანტა. თვალები გამიფართოვდა, როცა კართან მდგარი ჰარი დავინახე. გავსწორდი და მისკენ გავიხედე.
-ჰა..ჰარი
ჰარიმ ქვედა ტუჩზე ენა გადაისვა, ძირს დაიხარა და საქაღალდე ხელში აიღო. ნელა გასწორდა.
არაფერი უთქვამს, მისი სიჩუმე მაძრწუნებდა.
-ვწუხვარ .-ჩავიჩურჩულე.
-წუხხარ. -ჩემი სიტყვა გაიმეორა. -შენ წუხხარ. -მოკაშკაშე თვალებით ამომხედა, რაზეც ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.
წყნარად ვიდექი, ვაკვირდებოდი როგორ გადაატარა ენა ტუჩებზე და საქაღალდეს დახედა. მკერდში გული ხმამაღლა მიცემდა.
-გაცნობიერებული გაქვს რომ ეს სერიოზული დანაშაულია? -საქაღალდე დახურა, მე შემომხედა და შესაბამის რაფაზე შემოდო. მისი ხმის ტონი შემაძრწუნებლად მშვიდი იყო.
გვერდით გავიხედე, კაბინას ოდნავ მოვშორდი და ნაბიჯი კარისკენ გადავდგი.
-იცი, როცა შენი და ზეინის ლაპრაკი გავიგონე ვიფიქრე რომ უბრალოდ ცნობისმოყვარე იყავი, -მითხრა ჰარიმ და ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა. სივრცე ჩვენს შორის მხოლოდ ერთი ტერფის ხელა დარჩა. -და ახლა ჩემს კონფიდენციალურ საქაღალდესთან დაგიჭირე... -თავი გააქნა, თვალები მრავლისმეტყველად უციმციმებდა. -ვხედავ, რომ შენ უბრალოდ ძალიან ჭორიკანა ხარ.
-მე..მაპატიე. -ენაბლუსავით წარმოვთქვი.
-როუზ, ყურადღება შენს საქმეს მიაქციე. ხო, ვიცი რომ შემთხვევით იმ ბიჭებს გადაეყარე ვისთანაც საქმე მაქვს დაწყებული. ხო, ვიცი რომ იმაზე მეტი გაიგე რაც არ უნდა გცოდნოდა. მაგრამ, ეს შენი საქმე არაა რამდენიმე საათის მერე მოხვიდე და დაუკითხავად ჩაყო ცხვირი იქ, სადაც არავინ გეკითხება!
-ვწუხვარ! -დავუყვირე. -ვწუხვარ, რომ ხელი შემიშალე და იმდენად საიდუმლოებით ხარ მოცული რომ ცნობისმოყვარეობა ცოცხლად მჭამს!
-შეგეძლო გეკითხა რა იყო ამ საქარალდეში! -ჰარიმ დამიღრიალა.
-შენც კარგად იცი, რომ არაფერს მეტყოდი!
-ეს რატომ განაღვლებს როუზ?! საერთოდ მე რატომ განაღვლებ? -მისი თვალები წყვდიადმა იმდენად მოიცვა, რომ მშვენიერი ზურმუხტი შავმა ჩაანაცვლა.
მას ოდნავ ჩამოვშორდი და თვალი ავარიდე. ჰარის ყვირილი მაშინებდა.
-წესით უნდა გაგცე ამ საქციელისთვის, -ზურგი შემაქცია და მეც ფანჯარას უფრო მივუახლოვდი. -მაგრამ ამას არ ვიზამ. -შემომხედა, თვალები მწვანედ უელავდა.
მინდოდა მისთვის შეკითხვა დამესვა, მაგრამ ამის ნაცვლად მოვტრიალდი და მოშორებით დავდექი. ასეთი ჰარი მაშინებს და არ მინდა მის ახლოს გაჩერება. ნივთები შევაგროვე და კიბეებს სრაფად ჩავუყევი.
რატომ მეგონა, რომ მის საქაღალდეს ასე მარტივად ჩავიგდებდი ხელში? რა იდიოტი ვარ! ჭორიკანა, სულელი იდიოტი.
როგორც კი ქვედა სართულს მივაღწიე ამოვისუნთქე. თავი გავაქნიე, თვალებით აარონის მანქანას ვეძებდი. ჰარიმ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოაბიჯა შენობიდან. როდესაც მომიახლოვდა, მისი გამომეტყველება გამაოგნებლად მშვიდი იყო. თვალის ასარიდებლად გვერდით გავიხედე, მაგრამ ნიკაპზე ხელი მომკიდა და მაიძულა ისევ მისთვის შემეხედა. მისმა შეხებამ თითქოს დენი შემოიტანა ჩემს სხეულში, მაგრამ ამ გრძნობას ყურადღება არ მივაქციე. ხელი ჩამოუშვა და მე მომაშტერდა, მისი მზერაში დაძაბულობა იგრძნობოდა.
-გაშინებ? -ქარმა ნელა დაუბერა. მისი თმები და ყელსახვევი ერთმაეთში უმნიშვნელოდ გაიხლართა.
-რაა? -ვკითხე.
-ჩემი გეშინია? -შეკითხვა გამიმეორა
თავი ჯიუტად გავაქნიე. -არა.
-არ მანაღვლებს სიმართლეს მეტყვი თუ არა. -სასუწარკვეთილი ხმით მითხრა.
-უკვე გიპასუხე, -ვუთხარი. -შენი არ მეშინია.
მის თვალებში რაღაცამ გაიელვა და უკან გაბრუნდა.
მობილური ამოვიღე აარონისთვის რომ დამერეკა. სულაც არ გამიკვირდება, მოკითხვა თუ კიდევ დაავიწყდება.
თუ ამჯერადაც გადამაგდებს, მაშინ დავშორდები -გონება მკარნახობდა.
არ მომაკითხა.
-ჯანდაბა! -ხმამაღლა ვთქვი და მობილური ჩანთაში ჩავაგდე. იქვე, ახლოს სკამზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში მოვიქციე. საერთოდაც რატომ მეგონა, რომ აარონი გასული დღეების შემდეგ მომაკითხავდა? ჰარი ჩემს გვერდით იჯდა. წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდოდა კიდევ იქ! წამების წინ უმოწყალოდ მიყვიროდა, ახლა კი სრულიად მშვიდად მიზის გვერდით.
-ყელში ამოვიდა მეორეხარისხოვნად ყოფნა! -დაუფიქრებლად წარმოვთქვი. ჰარიმ შემომხედა. -დავიღალე იმის მოსმენით, რომ სამედიცინო სამსახური უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მე! დავიღალე კომპრომისებზე წასვლით! დავიღალე ამდენი გადაგდებით! -რამოდენიმე წამით ჩავისუნთქე. -დავიღალე ყველასთან თავაზიანად ყოფნით! დავიღალე ყველა წესის დაცვით! და საერთოდაც ამ საზამთროს საღეჭმა რეზინამაც დამღალა! -ქარმა ძლიერად ჩაუარა გრძელ სკამს, რომელზეც ვიჯექი. თავს უცნაურად შემსუბუქებულად ვგრძნობდი ამ ლაპრაკის შემდეგ.
ჰარიმ ჯიბიდან პიტნის საღეჭი ამოიღო და ასაღებად გამომიწოდა. შეწინააღმეგებას შევეცადე, მაგრამ სახეზე მოფენილმა ღიმილმა გამყიდა და მაიძულა გამომერთვა მისთვის. მწვანე ფოლგა გავხსენი და პირში ჩავიდე.
რამდენიმე წუთი კიდევ მშვიდად და კომფორტულად ვიჯექით გრძელ სკამზე. გამყინავი ქარი აგრძელებდა ჩვენს ირგვლივ ტრიალს, რაც კანკალს უფრო მეტად მმატებდა. იმ წუთისთვის ვერ გამეგო რას ველოდებოდი. აშკარა იყო აარონი მოსვლას არ აპირებდა.
ღეჭვისას, პიტნის საღეჭი ტკბილად მომეჩვენა. ჰარის გვერდით ყოფნა თითქოს რაღაცნაირად მათბობდა.
-ჰო, მასთან დაშორებას აპირებ? -მკითხა ჰარიმ.
მხრები მაღლა ავწიე. -არ ვიცი. მის სამსახურს თუ არ გავითვალისწინებ, ის შესანიშნავი...
-სულელია! -ჰარიმ წამოიძახა.
ძირს, ფეხებზე დავიხედე. ვიცოდი რომ სიმართლეს ამბობდა. -მასთან დაშორება არ შემიძლია.
-რა თქმა უნდა შეგიძლია, -თქვა ჰარიმ. -შენ უბრალოდ მარტოობის გეშინია.
მას შევხედე. -არა, ასე არ არის.
-ეს აშკარაა. ეგ ბიჭი გაფასებს როგორც ამბსოლიტურ მძღნერს და შენ კიდევ მას ებღაუჭები.
-მე არავის ვებღაუჭები, -ვუპასუხე. -ნებისმიერ დროს შემიძლია მივატოვო.
-მაშინ გააკეთე ეს, -მისი სიტყვებით გამომიწვია. -ვიცი, რომ ამის გაკეთება გინდა.
-მე...მე შეიძლება ის მიყვარს.
ჰარიმ ჩაიბურტყუნა. -მაშინ კარგი.
-რა?
-შენ იტყუები. მატყუებ მეც და შენს თავსაც.
ხელები გადავიჯვარედინე და მკერდზე დავიწყვე. -ახლა ტყუილი რაში უნდა მჭირდებოდეს.
ჰარი ჩუმად იჯდა. არც კი გამიაზრებია თუ როგორ ახლოს ვიჯექით ერთმანეთთან. ჩვენი თეძოები თითქმის ეხებოდნენ ერთმანეთს. მეჩვენებოდა თითქოს ამ სიცივეში ჩვენს შორის არსებული უჩინარი ელექტროობა ნაპერწკლებს ყრიდა და ამით გვათბობდა.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now