2.
ლიფტში შევედი, ღილაკებზე ვცდილობდი დაჭერას. მხრებზე სასურსათო ჩანთები მქონდა გადაკიდებული, მას შემდეგ რაც სუპერმარკეტში წარმატებული მოგზაურობა ჩავატარე, რომელიც ძლივს დავასრულე.
კვირა დღეა, მე კი ჩემს ახალ სამუშაოს ხვალ ვიწყებ. მთელი დღეა ნერვიულად მარცხს განვიცდი, იმ შტაბეჭდილებებზე ვდარდობ, რომელსაც მე ხვალ შევიძენ. ეს ჩემი პირველი სერიოზული სამუშაოა და არ მინდა ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდე.
არ უნდა შევცდე, წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვარ ამ სამუშაოთი. მაინტერესებს როგორი თანამშრომლები იქნებიან, იმედი მაქვს მათ დავუმეგობრდები. ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა, მომწონს ადამიანებთან საუბარი, იმედი მაქვს მათთანაც დავამყარებ კავშირს.
ლიფტში ზარის ხმა გაისმა და გამოვედი, ხელი გასაღებისკენ წავიღე და ყველაფერი ჰოლის იატაკზე გაითოშა.
-შესანიშნავია-შევიკურთხე, მოვიხარე რომ სურსათი უკან დამებრუნებინა, მაგრამ ვიღაცამ დამასწრო. მაღლა ავიხედე და დავინახე ბიჭი ღრმა, ყავსიფერი თვალებით და თავაზიანი სახით.
-ეს დაგივარდათ- თბილად მითხრა.
-გმადლობთ- ღიმილით მივუგე.
-მე ლიამი ვარ- გამეცნო.
-როუზი- შეუძლებელი იყო ღიმილის შეკავება
-აქ გადმოხვედი?- ჩემი ბინისკენ მანიშნა.
-დიახ, გუშინ-შევფერხდი-თქვენც ამ შენობაში ცხოვრობთ?
ლიამმა გაიცინა და თავი შეარხია-არა, მაგრამ ჩემი მეგობარი ცხოვრობს-ღიმილით მიპასუხა.
-აჰა-ვთქვი და თავი დავუქნიე.
-მაშ, სასიამოვნო საღამოს გისურვებ-თქვა და კიდევ ერთხელ გამიღიმა.
-შენც ასევე.
წამოდგა და ჰოლის მეორე მხარეს წავიდა.
-მოიცა-შევაჩერე, ლიამი შემობრუნდა და გამიღიმა.
-შენ ჰარის მეგობარი ხარ ?-ცოტა არ იყოს მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე.
ლიამმა თავი დამიქნია-იცნობ?
-საუბედუროდ -ვთქვი თუ არა, გაეცინა.
-საქმე გაგირთულა?-სიცილით მითხრა.
-არა, უბრალოდ...უბრალოდ ის ძალიან უხეშია-ვუპასუხე და სურსათის ჩანთები მეორე მხარეზე გადავიკიდე.
-ეს ნამდვილი ჰარია-ძალიან მარტივად, უდარდელად თქვა და ჩაიცინა.
უეცრად ჰარის ბინის კარი გაიღო და გარეთ გამოვიდა, თეთრი მაისურითა შავი ჯინსებით.
-აქ რა ჯანდაბა ხდება?-მიმართა ლიამს, შემდეგ კი მე გამომხედა ისე, რომ ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია.
-არაფერი, უბრალოდ როუზს დავეხმარე ბინის გაღებაში-უპასუხა ლიამმა. ისე, რომ მის სიუხეშეზე ყურადღება არც კი გაუმახვილებია.
-კარგი, იჩქარე-თქვა ჰარიმ ბუზღუნით-სამუშაო გვაქვს.
-კარგი,-უპასუხა და მე მომიბრუნდა-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, როუზ-მითხრა და აისევ ისე გამიღიმა.
-ჩემთვისაც-ღიმილით მივუგე და ჰარის შევხედე, რომელიც აშკარად შეწუხებული იყო ჩემი და ლიამის მეგობრული საუბრით. ბინაში შევიდა და კარი ხმაურით მიხურა, ლიამიც წამებში შეჰყვა.
ფიქრი იმისა თუ რატომ არის ჰარი ასეთი უხეში ჩემში გრძელდებოდა. რატომ უნდა ჰყავდეს მას ლიამისნაირი მეგობარი, რომელიც ასეთი თავაზიანი და მეგობრულია?
სურსათის ჩანთები მოვიხსენი, ჯერ კიდევ ჰარის ქცევით ვიყავი გაბრაზებული, რა გავაკეთო რომ ასეთი ბოროტი აღარ იყოს ჩემს მიმართ?
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...