Part 7

894 68 5
                                    

7

უცნობები მანქანაში ჩასხდნენ და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდნენ. როგორც კი ჰარიმ ტერიტორიის დატოვება გადაწყვიტა, უკან შემოვტრიალდი, თუ ის დამინახავდა, ნადვილად პრობლემები შემექმნებოდა. გარკვეული დროს შემდეგ უკან ფრთხილად მივიხედე, ჰარი წასულიყო, შვებით ამოვისუნთქე და კომპანიისკენ გავეშურე.
რა იყო ამ შეხვედრის მიზეზი? რატომ იქცეოდა ჰარი ასე უცნაურად და საერთოდ რა ციფრებზე იყო ლაპარაკი? მძულს ეს საშინელი შეგრძნება.. ცნობისმოყვარეობა ფეიერვერკივით იშლებოდა ჩემს მკერდში. თუ გავიგებ, რის დამალვას ცდილობს ჰარი, მაშინ ინფორმაციის მის საწინააღმდეგოდ გამოყენება შემეძლება. იქნებ მაშინ მაინც შეეშინდეს და თავი დამანებოს.
ის კაცი... ძალიან სერიოზული ჩანდა. რა მოხდება თუ ეს გართობა ან რამე თამაში არ არის? რა მოხდება, თუ ჰარი რამე საშიშ საქმეში არის გარეული? ყველა შემთხვევაში უნდა გავარკვიო და შემდეგ გადავწყვეტ მის საწინააღმდეგოდ გამოვიყენებ თუ არა. შეიძლება ეს ცუდად ჟღერს, მაგრამ ის ღირსია თავისივე სამარხი თვითონ გათხაროს!
სიმართლე, რომ ვთქვა ვერ შევძლებ ჰარისთვის ამის გაკეთებას. უბრალოდ მინდა ვიცოდე, რას აკეთებს, ვისგან ან რისთვის მალავს ამ ყველაფერს. რატომ სცდილობს დაფარული იყოს?!
„კრისტალში" დავბრუნდი, მანქანა დავქოქე და სახლისკენ გავეშურე.

- - - - - - -

მთელი კვირა ვაიგნორებდი ჰარის. სათქმელად მარტივია, მაგრამ როცა ჩემგან 5 ფუტის მოშორებით ზის და ჰოლის გასწვრივ ცხოვრობს შესასრულებლად რთული.
უკვე პარასკევია, იმდენად დადებით ხასიათზე ვარ მეც კი მიკვირს. ოთხი ხელნაწერი უკვე დავამთავრე, მეხუთეს შუადღეზე შევუდექი.
მოუთმენლად ველოდებოდი აარონის ნახვას. მთელი კვირის განმავლობაში ორივე ძალიან დაკავებული ვიყავით და მხოლოდ დღეს შევძელით შეხვედრა.
ის დღე, როცა ჰარის დავედევნე, კიდევ ტრიალებს ჩემს გონებაში. რამდენჯერაც შევხედავ მას, უფრო და უფრო მეტი კითხვა მიჩნდება „ვინ იყო ის ხალხი?" „რა ციფრებს გულისხმობდნენ?"
წესით არც უნდა ვღელავდე, მაგრამ ჰარის დავდაჭერილობა ფიქრის გაფანტვის საშუალებას არ მაძლევს. ოთხი საათი შესრულდა თუ არა, თანამშრომლებმა აკრიფეს ნივთები და წასასვლელად მოემზადნენ. გზაში პერის ველაპარაკებოდი.
-ვიქენდისთის რამე დაგეგმილი გაქვს? -ვკითხე.
მხრები აიჩეჩა. -არაფერი განსაკუთრებული. ძილი, ჭამა. -ჩაიხითხითა. -და შენ?
-დღეს აარონს ვხვდები.
-ოოოოუუ.. -ხელი მიჯიკა. -ყავაზე ყველა დეტალი დაზუზტებით უნდა მომიყვე!
მე გავწითლდი. -არა! ჩვენ არ...აჰ.. ჯერ არ გვქონია...
-ოუ... -პერიმ კბილები დაკრიჭა. -კარგი, მოდი შაბათ შევხვდეთ და ყველაფერი მომიყევი, რას იტყვი?
-კარგი, იყოს შაბათი.
-ბრწყინვალეა, შეხვედრამდე. -პერიმ გააღო თავისი წითელი მაქანის კარი და წასვლამდე დამემშვიდობა.
გარეთ დიდხანს ვიდექი, თუმცა აარონის მანქანა ვერსად შევნიშნე. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და მოსაცმელი მოვიხურე. მობილური შევამოწმე, მაგრამ მისგან შეტყობინება არ დამხვდა. მივწერე თუ სად იყო, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ალბათ საჭესთან ზის ან შეიძლება მისამართი დაავიწყდა?
„ის მოვა" -ჩემი აზრები დაჟინებით იმეორებდნენ ერთი დაიგივეს. „ის დამპირდა".
პარკინგზე მანქანა გაჩერდა, გავიხედე თუმცა აარონი არ აღმოჩნდა. მისტერ კრისტალმა მანქანიდან გადმოსვლისთანავე თავი დამიქნია, იქვე მერიონიც გამოჩნდა და თბილად გამიღიმა.
შემოდგომის ცა უფრო ფერმკრთალდებოდა, ჰაერში სიცივე მატულობდა. ამოვისუნთქე, პირიდან გამოშვებული ჰაერი ჩემს წინ დატრიალდა. სად არის?
კიდევ ერთხელ შევამოწმე მობილური. არანაირი შეტყობინება.
კიდევ თხუთმეტი წუთი დაველოდე, შემდეგ დავურეკე, რომ ხმოვანი შეტყობინება მიანც დამეტოვებია. მობილური გავთიშე და თავი ხელებში ჩავრგე. რატომ არ მპასუხობს? ხომ მითხრა, სამსახურის მერე მოგაკითხავო. დილით მან მომიყვანა, მანქანა მე არ მყავს, ასე რომ ყველანაირი გზა მოჭრილი მაქვს სახლისკენ. ფეხით წავალ, სახლი ხუთი კვარტალის იქით არის.
თავის შეკავება ვერ მოვახერხე, თბილი ცრემლები ჩამოცვივდნენ სახეზე. ნუ თუ საერთოდ არ ვანაღველბ, სამსახურში რომ მაინც გამომიაროს?!
-როუზ?
მაღლა ავიხედე, ჩემს წინ მდგომი ჰარის მეტი ვერავის დავინახე. შეცბუნება ეტყობოდა თითოეულ ნაკვთში. ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და ადგილზე გავსწორდი.
-რა გინდა?
ჰარი მაშტერდებოდა. -კარგად ხარ? -მისი ტონი იმდენად რბილი იყო, გული მთლიანად გამიტეხა. ის არასდროს დამლაპარაკებია გამაჯავრებელი და უხეში ტონის გარეშე.
ნერწყვი გადავყლაპე.
-აქ მარტო რატომ ხარ? -კიდევ მკითხა, როდესაც პირველ კითხვაზე თავი ავარიდე.
-აარონმა უნდა მომაკითხოს და წამიყვანოს. -ვუპასუხე. -შემდეგ ერთად უნდა ვისადილოთ და კინოში წავიდეთ.
ჰარიმ ტელეფონი შეამოწმა. -როუზ, მალე ხუთი საათი გახდება. -უცნაური არის, რომ „როუზის" ნაცვლად „როუზ" დამიძახა.
გვერდით გავიხედე. ქარი ნაზად უბერავდა. არც კი შემიმჩნევია დიდ ლურჯ, ბნელ და გამაღიზიანებელ ღრუბლებს როგორ დაეფარათ ცა.
-როუზ, მალე იწვიმებს. აშკარაა, აარონი მოსვლას აღარ აპირებს...
-ის მოვა.. -სიტყვა შევაწყვეტიე -დამპირდა.
ჰარიმ ამოიხვნეშა. -მომეცი ნება სახლში წაგიყვანო.
მას შევხედე. თბილად მიყურებდა. ასეთი შემბრალებელი არასდროს მინახავს, ცოტა კომფორტულიც კი არის.
ქუხილი სწრაფად ძლიერდებოდა. ამ შემთხვევაში, არჩევანი თითქმის არ მქონდა: ან მას უნდა გავყოლოდი სახლში, ან დავსველებულიყავი.
სკამიდან წამოვდექი და ჩანთა მხარზე მოვიკიდე. ჰარიმ ამოისუნთქა და მანქანის კარი ფრთხილად გამიღო. მგზავრის ადგილას მოვკალათდი, სკამის ცოტა ცივი იყო. ჰარიმ მალევე გათბობა ჩართო და მანქანა ადგილიდან დაძრა.
-ამას რატომ აკეთებ?
-რას გულისხმობ?
-ასეთი თავაზიანი რატომ ხარ ჩემს მიმართ?
-არ შემეძლო იქ მარტო მიმეტოვებინე.
-რატომ? შენ ხო გძულვარ?!
ჰარიმ ჩაიცინა. -არ მძულხარ.
-მომისმინე, თუ ჩემს ან რამე სხვას გამო თავს ცუდად გრძნობ, შენი სიბრალული არ მჭირდება.
ჰარიმ თავი გააქნია. -ოხ, ეს ამერიკელები. მსოფლიო ყოველთვის თქვენს ირგვლივ ტრიალებს.
მკერდზე ხელები გადავაჯვარედინე.
-შენ რა, მე ნაცისტი გგონივარ?
-არა, უბრალობდ ვამბობ, რომ ცდილობ ვიღაცამ თავი ცუდად იგრძნოს შენს გამო.
ფანჯრიდან გავიხედე, ვაკვირდებოდი წვეთები როგორ ეცემოდნენ მიწას, თან აარონზე ვფიქრობდი. რატომ არ მომაკითხა? მკერდში ტკივილი ვიგრძენი.
-აქ რატომ ხარ? -ჰარის ვკითხე.
-რა?
-ამერიკაში რატომ ხარ? შენ ნათლად არ ხარ ამერიკელი.
-და რას ნიშნავს „ნათლად არა ამერიკელი"?
-განსხვავებული აქცენტი გაქვს, სულელური.
ჰარიმ ჩაიცინა. -ოთხი წლის წინ გადმოვედი აქ.
-რატომ?
მხრები აიჩეჩა. -მაინტერესებდა, როგორ შევეგუებოდი ამერიკას.
-ხო... და საიდან ხარ?
-განსხვავებული აქცენტი მაქვს, სულელური. -დამცინა.
სახეზე ღიმილი ავიკარი. -არა, მივხვდი რომ იგლისში ცხოვრობ. მაგრამ სად?
მან თავი გააქნია. -ის ადგილი არ გეცოდინება.
თვალები შევავიწროვე. -გამომცადე.
-ჰოლმს ჩაპელიდან.
-ოუ.. -ჩავიცინე.
-არ იცი სად არის, ასე არაა?
-რეალურად, კი.
-ოუ, მართლა?
-ხო. ჩეშირში არის. პატარა ქალაქია, მცირე დასახლებით.
წარბები აათამაშა. -ცუდი არ არის, როუზი.
და ისევ თავიდან დაიწყო.
-გთხოვ, როუზი აღარ დამიძახო. -უკვე მეათასედ ვეუბნები.
-რატომ გძულს ეს სახელი? სასიამოვნოდ ჟღერს.
-არ მძულს, უბრალოდ ვერ ვიტან ამას შენ რომ მეძახი. ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელ ნაწილს მახსენებს.
-მივხვდი. -ჰარიმ თავდაჯერებულად გაიღიმა. -მაშინ, როზალი გიჩევნია დაგიძახო?
-არა ! -იმ წამსვე ვუპასუხე, ჰარიმ სიცილი დაიწყო. პირველად ვხედავ, ნამდვილად როგორც იცინის... სასიამოვნოა. თვალები ეჭუტება, ლოყებზე ფოსოები კი მთლიანად უწითლებს სახეს.
ვერც კი გავაანალიზე, რომ გარგვეული ხანი ვაშტერდებოდი და მაშინვე თვალი ავარიდე. როცა ეს შეამჩნია, უფრო ფართოდ გამიღიმა.
-ნამდვილად ასეა.-თქვა მან. -გარეთ ცოტა გულნატკენი გამოიყურებოდი, ყველაფერი კარგადაა?
თვალები გადავატრიალე. -ერთადერთი ადამიანი რომც იყო დედამიწაზე, მაშინაც კი არ გეტყოდი.
-უხეშო როზალი.
-შეწყვიტე!
-თუ ერთი კვირის განმავლობაში „როუზს" დაგიძახებ მეტყვი?
-არა!
-ორი კვირა?
-არა!
-ერთი თვე?
-დაამთავრე რა ჰარი ეს უაზრო ლაპრაკი!
-მიდი როუზ მითხარი. გპირდები საიდუმლოს შევინახავ.
ამ სიტყვებზე ყურებში გულის ფეთქვის ხმა გავიგონე. პირი გავაღე რომ მისვთის პასუხი დამებრუნებია, მაგრამ მაშინვე შევჩერდი. შემეძლო მაღალფარდოვანი სიტყვებით შემემკო, თუმცა არა. ჰარიმ ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი რომ ნამდვილად ღელავდა ჩემზე. არა, ვგულისხმობ რომ უბრალოდ სახლში მივყავდი.
ღმერთო. არ მეგონა „ჰარი" და სიტყვა „აღელვება" ერთ წინადადებაში უარყოფის გარეშე თუ შეიძლება მეთქვა.
-ზოგჯერ აარონს სულაც არ ვადარდებ... -ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი, ხელი მაშინვე პირზე ავიკარი, თითქოს ექვსი წლის ბავშვი ვყოფილიყავი, რომელსაც დედასთან სალანძღავი სიტყვა წამოსცდა.
ჰარიმ სიამოვნების ნიშნად თავი ნელა დამიქნია. -რატომ ფიქრობ ეგრე?
-მე.. 0ღმერთო, არც კი მჯერა რომ ამ თემაზე ჰარის ველაპრაკები. -მას არასდროს ვახსოვარ, ყოველთვის ბევრი საქმე აქვს, იმაზე მეტი ვიდრე სხვა სტაჟიორებს. -შვებით ამოვისუნთქე.
-ამის გამო იყავი ასე? დაავიწყდა რომ სამსახურში გამოევლო?
თავი ზანტად დავუქნიე და ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. არ ვაპირებ ჰარის თვალწინ ვიტირო.
ჰარიმ შენობასთან გააჩერა მაქანა, წვიმის წვეთების ხმა შიგნით მკაფიოდ ჟღერდა.
-ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ... -თქვა ჰარიმ. -თუ მთლიანად გაწუწვა არ გვინდა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ყურადღება სუნთქვაზე მქონდა გადატანილი: „არ იტირო, არ იტირო, არ იტირო.."
-ყველაფერი კარგადაა, თუ გინდა შეგიძლია იტირო. -ჰარიმ მითხრა და სახე გამისწორა.
*ჯანდაბა ჰარი! ჯანდაბამდე გზა გქონია!*
ხელი ამიკანკალდა და ნერვიულად კისერზე მოვისვი.
-მიდი როუზ, თავს ნუ იკავებ, შეგიძლია იტირო. -როდესაც მაღლა ავიხედე, მისი თვალები ძალიან თავაზიანი და გამგებიანი ჩანდა, ისეთი როგორიც არასდროს მენახა.
მის ხმაში, რაღაც მოდუნების საშუალებას მაძლევდა. სახე ხელებში ჩავრგე, ცხელი ცრემლები დაეშვა მთელს სახეზე. თბილი ხელი ჩემს ზურგს შეეხო და დამამშვიდებლად დამიწყო მოფერება.
მძულს, მძულს ჰარის თვალწინ ტირილი, ეს მე ისეთ უსუსურს მხდის.
ჰარი ხმას არ იღებდა. სკამზე გადავიხარე და მანქანას დავუწყე თვალიერება, გარეთ საშინლად წვიმდა და ჩემი მხრიდან ეს ცოტა უცნაურადაც სჩანდა, თუმცა არ მანაღვლებს.
-კარგი მაქნანაა.. -ვუთხარი ჰარის. ჩემი ხმა ტირილისგან დაწვრილებულიყო.
-მადლობა.
-ახლად გამოიყურება.
-სამი წელია რაც მაქვს.
-ჰმმმ..
ჰარი თითებს საჭეზე ათამაშებდა.
-გინდა ოცი შეკითხვა ვითამაშოთ? - მოულოდნელად მკითხა.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now