37.
თვალები გავახილე და პირველი რაც თვალში მომხვდა, ფანჯრიდან შემოსული სითეთრე იყო.
რამოდენიმეჯერ თვალები დავახამხამე, ფანჯრიდან გავიხედე, ღამე ისევ მოუთოვია.
-ჰარი, - ვთქვი, თან მხარი გავკარი.
ამოიგმინა.
-ჰარი. - ისევ ვთქვი.
-რა.
-გარეთ გაიხედე.
ნამძინარევი წამოდგა, თავი გააქნია და სახიდან თმა მოიშორა, რომ გარეთ გაეხედა. ამოიოხრა, შემდეგ ისევ დაწვა.
-ჯანდაბა, ისევ მოუთოვია.
-გარეთ უნდა გავიდეთ.
-რამდენი წლის ხარ, ხუთის?
თვალები გადავატრიალე, გვერდით მივუწექი.
-ნუ შლი წვეულებას. - ჩავიბუტბუტე.
დავინახე როგორ ცდილობდა ,რომ ღიმილი შეეკავებინა და ცალყბად ჩავიცინე.
გუშინდელი ღამე გამახსენდა.
ჰარის ვუყვარვარ.
ჰარის ვუყვარვარ.
ჯერ კიდევ ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ აღარაფერს ვამბობ. იღბლიანი ვარ, იღბლიანი ვარ, რომ მისი სიყვარული დავიმსახურე.
ხელი წელზე მომხვია, მე კი მასთან ახლოს მივიწიე, რომ მისი ტატუები შემეთვალიერებინა.
თითები ვარსკვლავს გადავატარე, შემდეგ გასაღებს და უფრო დაბლა ჩავედი.
ბავშვურად ჩაიხითხითა.
-მეღიტინება, - თქვა, თვალები დახუჭული ჰქონდა, იღიმოდა.
გავიღიმე და ახლოს მივედი მასთან, თავი მკერდზე დავადე. მეორე ხელი მაგრად მომხვია და ამოიოხრა.
-თითქმის ათი საათია. - ვთქვი.
-და? - მკითხა, მისი ხმა ძილისგან დაბოხებულიყო.
-საქმე არ გვაქვს?
-არა.
თვალები გადავატრიალე.
-უბრალოდ უნდა ვითამაშოთ თითქოს მუქარის ტექსტი არ მივიღეთ გასულ ღამეს ალეკისგან?
-წვეულებას ნუ შლი, როზალი.
ამოვიოხრე, თავს ძლივს ვიკავებდი ,რომ არ გამეცინა. მან კი გაიცინა.
-რამეს მოვიფიქრებთ. - თქვა სერიოზულად. - მოგვიანებით ზეინს დავურეკავ.
ნერწყვი გადავყლაპე და თავი დავუქნიე.
რამოდენიმე ხნის შემდეგ, ჰარის ტელეფონმა დარეკა.
-ღვთის გულისთვის, -ამოიგმინა, მომშორდა, გადაბრუნდა და ტელეფონი აიღო.
-რა. - თქვა უხეშად, ხელი თმაში შეიცურა.
კოპები შეკრა.
-ჰო, ორივემ მივიღეთ ტექსტი.. დიახ, ის აქაა... არა, არავის უცდია აქ მოსვლა.. კარგი ,მალე გნახავ.. ნახვამდის.
ტელეფონი საწოლზე დააგდო ,თვალები მოიფშვნიტა.
-ვინ იყო? - ვკითხე.
-ლიამი. - თქვა მან. - ყველასთან მისულა ტექსტი, მაგრამ ვერაფერს ვიგებ.
-ალეკმა როგორ გაიგო? - ვკითხე.
-ვერ უნდა გაეგო, - თქვა ჰარიმ წამოჯდა. - თუ რა თქმა უნდა .. - ყბა დაჭიმა.
-რა?
-კრისტალში ჯაშუში ჰყავს.
-ვინ? - ვკითხე მე.
-არ ვიცი ,მაგრამ უფრო ფრთხლად უნდა ვიყოთ.
თავი დავუქნიე, თან ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.
-საერთოდაც, ერთ საათში ზეინთან უნდა ვიყოთ. - თქვა, საწოლიდან წამოდგა.
ამოვიგმინე და მეც ავდექი.
-ალეკი მძულს.
ჰარიმ ცალყბად ჩაიცინა.
-შემოუერთდი კულბს. - თქვა მან.
მის ხელში ტელეფონი შევნიშნე.
-შენი ტელეფონი ისევ გატეხილია?
ტელეფონს დაჰხედა. ეკრანი ისევ გატეხილი იყო. იმ დღეს გატყდა, როდესაც სიყვარული ავუხსენი და მან გაოცებისგან იატაკზე დააგდო.
-ჰო. - თქვა მან.
-რატომ არ გააკეთე?
-არ ვიცი, უბრალოდ ვერ გავაკეთე. - მიპასუხა. - იმას მახსენებს, რაც ამ დღეს თქვი.
იდიოტივით გავიღიმე და იატაკს დავხედე.
-ახლა კი შენ წადი, შხაპი მიიღე და მე საუზმეს მოვამზადებ, სწრაფად! - ტაში შემოჰკრა და სააბაზანოსკენ მიმითითა, მე კი ხმამაღლა გავიცინე.
სწრაფად მივიღე შხაპი და მაქმანებიან მაისურში და ჯინსებში გამოვეწყვე, თმა ცხენის კუდად შევიკარი. ჰარის სამზარეულოში შევეჩეხე, შავი სვიტრი და ჯინსები ეცვა. როგორც ჩანს სახლში გავიდა, რომ გამოეცვალა.
კვერციანი და ტოსტიანი თეფში ჩემსკენ გამოაცურა,თან ტელეფონში დაიწყო ქექვა.
სწრაფად შევჭამე, მთელი დროის განმავლობაში ჰარის ვუყურებდი.
-რას ფიქრობ? - ვკითხე.
-გზებზე, თუ როგორ მოვკლა ალეკი. - მიპასუხა.
-ჰმ.
-ჯერჯერობით საუკეთესო გამოსავალი ხელოვნური ყვავილებით მოხრჩობაა.
-ეს მომწონს.
-მეც.
ორივემ ცალყბად ჩავიცინეთ და მე ჩემი ცარიელი თეფში განზე გავწიე.
-კარგი ,წავიდეთ. - თქვა, დივანთან მივიდა და მისი მოსაცმელი აიღო.
-მოიცა, - ვთქვი მე. - რაღაც უნდა გკითხო.
ჩემსკენ მობრუნდა.
-რა.. რა ვართ ჩვენ? - ვკითხე, თან აქეთ-იქით ვირწეოდი.
-ჩვენ ადამიანები ვართ, როუზ, ახლა კი წამოდი.
-არა, ის ვიგულისხმე თუ.. სად ვდგავართ ჩვენ?
-ოუ, - ცალი წარბი მაღლა აზიდა. - კარგი, მე შენ მიყვარხარ, შენ მე გიყვარვარ, ასე რომ, სადამდეც შენ იქნები ჩემი, მე ვიქნები შენი.
გავიღიმე.
-კარგი, - ვუთხარი თავის ქნევით.
მანაც გამიღიმა, ჩემსკენ მოიწია, ხელი წელზე შემომხვია და რბილად დამეწაფა ტუჩებზე.
-ახლა კი უნდა წავიდეთ. - თქვა, ჩემი მოსაცმელი მომაწოდა და თავი დავუქნიე, ჯერ კიდევ სულელივით ვიღიმოდი.
ჰარიმ მანქანაში ისევ Panic! At the Disco-ს CD ჩადო , და ვიცი ,რომ ცდილობს ხასიათი გამომიკეთოს მეც და თავის თავსაც. ალეკის მუქარები მძიმედ ეკიდა ჰაერში, და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ჰარი ნერვიულობს, მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობს. გუშინდელი ღამის შემდეგ ძალიან მიჯაჭვულად ვგრძნობ თავს, და თუ მანამდე მისი ტკივილის ყურება არ შემეძლო, ახლა მისი ტკივილის ყურება მე მომკლავდა.
ზეინის სახლის სადგომზე გააჩერა მანქანა.
რამოდენიმე წუთი უბრალოდ წინ ვიხედებოდით, მანქანაში სიჩუმე სუფევდა.
ჰარის ყბა დაჭიმული ჰქონდა, თვალები კი უფრო მუქი ფერის მწვანე. მას შევხედე, მან მე გამომხედა.
-კარგად ხარ? - მკითხა მან და თავი დავუქნიე.
თავი დამიქნია, მანქანიდან გადავიდა და უკან გადავყევი.
მანტო უფრო მაგრად მოვიჭირე სხეულზე, ჰარიმ ხელი წელზე დამადო.
ხმა არ ამოგვიღია, როცა ლიპტთან მივედით, რომ ზეინის სართულზე ავსულიყავით. ზეინის კართან ვიდექით, ჰარიმ კოდი დააკაკუნა კარებზე.
ზეინმა გააღო, სახეზე სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა და შიგნით შეგვიშვა.
ჰარი და მე დივანზე დავსხედით.
-აბა, ყველამ მივიღეთ ტექსტი. - სიჩუმე ლუიმ დაარღვია.
-ნაბიჭვარი ალეკი, - თქვა უხეშად ნაილმა.
-ვერ ვიგებ საიდან შეიძლება სცოდნოდა. - თქვა ლიამმა.
-კრისტალში ჯაშუში ეყოლება, - თქვა ჰარიმ. - ან ეს, ან კრისტალმა უთხრა ალეკს ყველაფერი და ჩვენ უბრალოდ თავი მოგვაჩვენა, რონ დაგვიჯერა.
-ეს შეცდომა იყო, შეცდომა იყო კრისტალთან დალაპარაკება. - თქვა ზეინმა თავის ქნევით. - ალეკში უფრო უნდა შეგვეტანინებინა ეჭვი.
-გეთანხმები. - თქვა ნაილმა. - უფრო ჭკვიანები უნდა ვყოფილიყავით.
-ხო, მაგრამ უკან ვერ დავბრუნდებით, - თქვა ჰარიმ. - ახლა Wolfe Enterprises-ი ჩვენი ხელით გავაცოფეთ.
-რაც უფრო მალე გადაიხდის წვეულაბას ალეკი კრისტალისთვის, მით უკეთესი, - თქვა ლიამმა. - შეგვიძლია წვეულებაზე პირველი ნაბიჯი გადავდგათ.
-მართალია, - თქვა ჰარიმ. - წვეულება შეიძლება გასაღები იყოს.
-უნდა გავიგოთ რას გეგმავს ალეკი, - თქვა ლუიმ. - მაგრამ ამას ვერცერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს, რადგან ალეკი გვდევნის.
ჰარიმ ცალყბად ჩაიცინა.
-მაშინ უნდა ვიპოვნოთ ვინმე, ვისაც ეს შეუძლია. - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და რაღაც ნომერზე დარეკა, შემდეგ ტელეფონი ყურზე მიიდო.
-ედ, - თქვა მან, - დახმარება გვჭირდება.
VOCÊ ESTÁ LENDO
Hidden | COMPLETED
FanficRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...