20.
გულის ცემას თავში ვგრძნობდი, ვერც კი გავაცნობიერე კონსერვების თაროს როგორ შევეჯახე.
წარბებ მაღლა აწეული ტიპი დაჟინებით მაშტერდებოდა.
ჯეისონ მაიერსი.
ბიჭი, რომელმაც ერთი ხელის მოსმით დაანგრია ჩემი ცხოვრება.
-როუზ? -მკითხა, ეტყობოდა თვალებისთის ვერ დაეჯერებინა ჩემი იქ დანახვა.
ყელი გამომიშრა, უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. -ჰ..ჰო. -ამოვიბურტყუნე.
მეგობრული ღიმილი მესროლა. -Wow, ბრწყინვალედ გამოიყურები. -მითხრა. -როგორ ხარ?
-კარგად. -თავს ვაიძულე მისთვის ასე მეპასუხა.
-კარგია, ელიზაბეტი როგორ არის?
-კარგად. -გავუმეორე.
ის არ შეცვლილა. იგივე მუქი თმა და თვალები ჰქონდა, ისევ ისეთი ღიმილი, რომელიც ადგილზე დაგადნობდა. ერთადერთი განსხვავება ლოყებსა და ნიკაპზე მოშვებული წვერი იყო.
-გავიგე საცხოვრებლად ორეგონში გადასულხარ. -საუბარი განაგრძო. -როგორი ადგილია?
-სასიამოვნო. -ჩავახველე და მხრებში გავსწორდი. -ძალიან სასიამოვნო.
დამლაგებელმა კუთხეში შემოაბიჯა, გატეხილი მინა და ჯემის ქილები აიღო. -ოჰ, ღმერთო. -ჩაიჩურჩულა და ხმამაღლა ამოიოხრა. -საშინელი თინეიჯერები.-თქვა და იქაურობის მოსაწესრიგებლად უკან შეტრიალდა.
-ამ დღეებში ყავა დავლიოთ? -მკითხა ჯეისონმა.
თავი გავაქნიე. -არა, კვირას უკვე უკან ვბრუნდები.
-ოუ.
-და რომც არ მივდიოდე, შენთან ერთად ყავას მაინც არ დავლევდი.-ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე.
წარბი აწია. -ასე არა?
-ცხოვრების დაღი დამასვი და ურთიერთობა გამიფუჭე ჩემს დასთან. -ხმადაბლა, მაგრამ მკაცრი ტონით ვუთხარი როცა დამლაგებელი ცოცხითა და ნაჭრით ხელში შემოგვიტრიალდა.
ამ დროს ელიზაბეტი ოთახში მოულოდნელად შემოვიდა. ჯეისონის დანახვისას გაოცებული ადგილზე ერთიანად გაშეშდა.
-ელიზაბეტ -უთხრა და მისკენ შეტრიალდა. -რა სასიამოვნო სიურპრიზია.
თალები ჯერ ჯეისონს შესციცინა შემდეგ მე.
თავი ამაყად დაიჭირა და წელში გასწორდა. -ჯეისონ. -მოკლედ წარმოთქვა და უკან გამომხედა.
-განსაცვიფრებლად გამოიყურები. -მიუგო ჯეისონმა.
-მადლობა.
ის ისე იქცევა თითქოს არც კი ახსოვს რა გაგვიკეთა. განსაკუთრებით კი მე. ახლა კი თავს ისე იჭერს, თითქოს ჩემთვის სასიამოვნო ადამინი იყოს.
მან შემომხედა თუ არა წარსულმა და თითოეულმა მოგონებამ გამირბინა თალწინ.
თავი ცუდად ვიგრძენი. თუ მალე არ გავშორდებოდით ამ ადგილს ან გული წამივიდოდა ან უჰაერობისგან გავიგუდებოდი.
-წავიდეთ. -ელიზაბეტს ვუთხარი.
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჯეისონს გვერდი აუარა. უკან გავყევი, ვცდილობდი არასასიამოვნო მოგონებებისგან თავი დამეღწია.
რაღაცეები ვიყიდეთ და მანქანაში ჩავაწყვეთ. უკან ვიხედებოდი და თავს ვარწმუნებდი,რომ ჯეისონი უკან არ იდგა. ცრემლები ყელში მაწვებოდა.
სახლისკენ გზაზე ელიზაბეტი ჩუმად იჯდა. არ ვიცი რას ფიქრობდა, სავარაუდოდ მწყევლიდა და მლანძღავდა მომხდარის გამო.
-ჯემის ქილა რატომ გატეხე? -ისე მკითხა არც კი შემოუხედავს.
-რა?
-ჯემის ქილა ხელიდან დაგივარდა. რატომ?
-მის ნახვას იქ არ მოველოდი.
ელიზაბეტს ყბა დაეძაბა. -ო, მართლა?
-ლიზი, უნდა დამიჯერო. მე არ..
-ასე აღარ დამიძახო, -კბილებში გამოსცრა. -ამ სახელის დაძახების უფლება უკვე დაკარგე.
-მე შენი და ვარ.
-არ მაინტერესებს. -მისი გამომეტყველება ცეცხლოვანი და შხამიანი იყო. -შენ ის მე მომპარე, როუზ. ისე, რომ არც კი გიფიქრია ამას ოდესმე გავიგებდი.
ენა ჩამივარდა. მთელი ჩემი სამყაროთი მარტო ვებრძოდი ჯეისონის სამყაროს, სადაც უკვე ელიზაბეტიც იყო ჩათრეული.
სახლში როგორც კი მივედით სურსათის ცელოფნები ისე ამოვალაგეთ ერთმანეთსთვის ხმა არ გავიცია. დედა გვაკვირდებოდა, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და ჩვენ წინ გაუნძრევლად იდგა.
თავს ისე ვგრძნობდი,მხოლოდ კივილი თუ მიშველიდა.
როგორც კი ყველაფერი დავალაგე ოთახში გავიქეცი.
-ბებია და ბაბუა შვიდ საათზე გვესტუმრებიან. -დედამ უკან მომაძახა. -მზად დახვდი.
თვალები გადავატრიალე და კარი მივიხურე. საბუთები გავხსენი და როგორც კი მუშაობა დავიწყე მათში სრულიად ჩავეშვი. უამრავ კაკუნს ვაიგნორებდი კარზე. დედა და მამა ჩემთან დალაპარაკებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. თავს პატარა გოგოდ ვგრძნობდი, რომელიც დატუქსვის გამო მშობლებს თავის ოთახში გაურბოდა.
მამა უკვე მეორმოცედ მიკაკუნებდა კარზე. ამოვიხვნეშე და გასაღებად გავეშურე. -რა? -ჩხუბით ვკითხე.
-როუზ. -შემომეგება და ოთახში შემოვიდა.
-რაზე მუშაობ?
-ხელნაწერებს ვამუშავებ.
-საინტერესოა.
ამოვისუნთქე. -რა გინდა?
-უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდოდა. -მითხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-რაზე?
-ყველაფერზე რაც ამ ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა. -მას დაკვირვებით ვუყურებდი. -უნდა გაიგო რომ მე და დედაშენი..
-არა მამა! არაფრის გაგებას არ ვაპირებ. ყელში ამომივიდა უკვე ოჯახისგან ყოველთვის განცალკევებით დგომა, გასაგებია? -საწოლიდან წამოვხდი. ბრაზმა მთლიანად ჩამყლაპა.
-განცალკევებით? განცალკევებით როდის ყოფილხარ.
-ო, კარგი რა. იმის შემდეგ რაც ელიზაბეტმა ჯეისონთან ლოგინში შემომისწრო თქვენ სამმა პატარა ბანდა შექმენით და მე ცალკე, მარტო დამტოვეთ. დანარჩენი არაფერი მაინტერესებს. -ხელები გულზე დავიწყვე.
-როუზ, არ ხარ სწორი.
-არა, მე დაკვირვებული უფრო ვარ.
მამამ ამოიხვნეშა და სავარძლიდან წამოდგა. -ვწუხვარ, რომ თავს ასე გრძნობდი. მაგრამ ჩვენ შენი ოჯახი ვართ, ამას კი ვერსად გაექცევი.
სიმწრისგან გავიკრიჭე როცა ოთახიდან გავიდა და კარი მიიხურა.
შვიდი საათისთვის დედამ დამიკაკუნა და ოთახში შემოვიდა.
-ისინი უკვე მოვიდნენ. გამოდი და მათ მიესალმე. -მარტივად მითხრა და ოთახიდან გავიდა.
ამოვიხვნეშე, ტანი საწოლიდან ზანტად ავმართე. თმები გავისწორე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მისაღებ ოთახში გავედი.
ბებია და ბაბუა სავარძელში ისხდნენ. ისევ ისე გამოიყურებოდნენ როგორც ბოლო შეხვედრისას.
ბებოს ვერცხლისფერი თმა და ნაცრისფერი თვალები შეუცვლელად ლამაზი ჰქონდა.
-როუზი.. -როგორც კი ოთახში შევედი ბაბუა ფეხზე წამოდგა და შემომეგება.
-გამარჯობა ბებო.. ბაბუ. -მათთან მივედი და ლოყაზე ვეამბორე.
-შეხედე, როგორი ლამაზი ხარ როზალი. ალბათ მთელი პორტლენდის ბიჭები უკვე დაგსდევენ. -მითხრა ბებომ.
ელიზაბეტმა რაღაც ჩაიბუტბუტა, რაზეც ბრაზით გავხედე.
-ჰო, იქ თავს როგორ გრძნობ? -როგორც კი მათ გვერდით სავარძელში ჩავჯექი ბაბუამ მკითხა.
-კარგად. -ვუპასუხე. -სამსახურით ძალიან დაკავებული ვარ.
-ოუ, დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. -ლაპარაკში ბებოც ჩაერთო. -გავიგე მუშაობა კრისტალის გამომცემლობასთან დაგიწყია!
-კი ასეა. -თავი დავუქნიე.
-და ელიზაბეტ? -ბებიამ ჰქითხა. -შენ სად გეგმავ მუშაობის დაწყებას?
ელიზაბეტმა მხრები აიჩეჩა. -მე ჯერ კოლეჯი არ დამიმთავრებია.
ბებიამ ტუჩები მოკუმა. -ლიზი, სამომავლო საქმიანობა უკვე დაგეგმილი უნდა გქონდეს.
-როგორც ხედავ, როუზს არ ვგავარ. -უპასუხა. -ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. -მის სიტყვებზე წამოვნათდი და იატაკზე დავიხედე. ყოველთვის ელიზაბეტი იწყებდა ხოლმე ჩემს გამოჯავრებას.
-სადილი უკვე მზად არის. -დედამ სამზარეულოდან გამოგვძახა.
ასეთი შვება ცხოვრების განმავლობაში არასდროს მიგრძვნია. მაშინვე წამოვდექი და სამზარეულოსკენ გავემრთე. მამა უკვე მაგიდასთან იჯდა და რაღაც ფურცლებს ათვალიერებდა. როგორც კი შიგნით შევედით მან ყველაფერი გვერდით გადადო და ყურადღება ჩვენ მოგვაქცია.
დედამ სადილი შემოიტანა. ყველა მაგიდას მივუსხედით.
-ასე რომ, ახლა მომიყევი როგორია კრისტალთან მუშაობა? -მკითხა ბაბუამ.
-ძალიან სასიამოვნოა. სხვადასხვა ხელნაწერებს ვამუშავებ, თანაც მხოლოდ რამდენიმე ბლოკი მაშორებს მთავარ ოფისს.
-Wow, მაშინ ფეხითაც შეგეძლება სამსახურში წასვლა! -თქვა ბაბუამ.
მოულოდნელად გამახსენდა ის დღე, როცა ფეხით მოსიარულეს თავს ლუი და ნაილი დამესხნენ.
-სავსებითაც არა. -მშრალად ჩავიხითხითე.
-შენით ვამაყობთ, როუზი. -მითხრა დედამ.
საჭმელს დავხედე. ასე როგორ იქცევიან, თითქოს სრულყოფილი ოჯახი ვიყოთ და დედა და მამა არც კი შორდებოდნენ ერთმანეთს? საერთოდაც ბებიამ და ბაბუამ იციან ამ ამბის შესახებ?
სადილის პირველმა ნაწილმა შედარებით მშიდად ჩაიარა, მხოლოდ ჭამისა და დანა-ჩანგლის ხმა ისმოდა. ელიზაბეტი თავისი ადგილიდან განუწყვეტლივ მაკვირდებოდა. ვფიქრობ, დღეს როცა მე და ჯეისონი სუპერმარკეტში ერთად დაგვინახა უარესად გაბრაზდა ჩემზე. ამ შეხვედრის შემდეგ რაღაც მეც დამემართა.
-ჰო.. -ბებიამ თქვა და თავისი ვარდისფერი ტუჩები ერთმანეთს გაუსვა. -განქორწინებას როდის ასრულებთ?
ამ შეკითხვისგან გაოცებული დედა გაფითრდა, მამამ კი ღვინის მოყლუპვაც კი ვერ შეძლო.
-რ..რა? -კანკალით იკითხა დედამ. ამით ნათელი გახდა, რომ მათ მშობლებისთვის ჯერ არაფერი ჰქონდათ ნათქვამი. მაშინ ეს ვინ გააკეთა?
კითხვაზე პასუხი ელიზაბეტის დამცინავმა ღიმილმა მალევე გამცა.
მამაც იგივეს მიხვდა, ჩანგალი თეფშზე დააგდო და ელიზაბეტს გახედა.
-ელიზაბეტ? -მამამ მკაცრად მიმართა.
-რა? -კბილებში გამოსცრა. -რა აზრი აქ ამის დამალვას? ფიქრობ ისინი ვერ შეამჩნევდნენ, რომ თავიანთი ქალიშვილი და სიძე ერთმანეთს შორდებიან?
-შენი საქმე არ მიყო მათთვის ამის მოყოლა. -დედამ შენიშნვა მისცა.
მან თვალები გადაატრიალა. -რა მნიშნვენობა აქვს, დიდი საქმე თუ უკვე იციან.
მამამ ჩანგალი აიღო და ნელი ტემპით ჭამა განაგრძო.
-კარგი, აპირებთ გამცეთ შეკითხვაზე პასუხი? როდის შორდებით?
დედამ ჩაახველა. -ნოემბერში.
საჭმელი ყელში გამეჩხირა. -რა? ნოემბერში?
ყველამ ერთდროულად შემომხედეს.
-ხო როზალი. -მამამ მითხრა. -თოთხმეტ ნოემბერს.
-ეს ძალიან მალეა. -სიტყვების ბოლოს ხმა გამებზარა.
-სხვას რას მოელოდი? -ელიზაბეტმა მკითხა.
თვალები მაშინვე შევანათე, რაზეც დედამ ჩანგალი ხმაურიანად დადო.
-საკმარისია! -თქვა მან. -სალაპარაკო თემა შევცვლოთ.
ელიზაბეტმა პირი გააღო რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ როგორც კი დედამ მკაცრი თვალებით გახედა თავი მაშინვე ძირს ჩახარა.
თოთხმეტი ნოემბერი. დღეს თვრამეტი ოქტომბერია. დრო თვეზე ნაკლები რჩება. სულ ცოტახანში ჩემი მშობლები ერთად აღარ იქნებიან.
ამ ფიქრებმა თავბრუ დამახვიეს და წყალი ბლომად მოვსვი.
-ასე რომ, ელიზაბეტ, -ბებიამ მოკლე სიჩუმე დაარღვია. -როგორია ის ბიჭი რომელსაც ხვდები? ჯეისონი არა?
მუცელი შემითრთოლდა და ყელი გამიშრა. ლუკმა ნელა გადავყლაპე და ელიზაბეტს გავხედე.
-ოუ, ჯეისონი?
ახლა ყველგან ვისურვებდი ყოფნას, ოღონდ აქ არა. ოთახის ტემპერატურა ოცი გრადუსით გაზრდილი მომეჩვენა.
-მე და ჯეისონი დაახლოებით ერთი წლის წინ დავშორდით. -ღიმილით უპასუხა. -რაღაცეები უბრალოდ.. -თვალები მე მომაპყრო. -ვერ მოვაგვარეთ.
-ოუ, სამწუხაროა. -უთხრა ბებომ, ჩემსა და ელიზაბეტს შორის თვალების ციცინით. -გეტყობოდა რომ ის ბიჭი ნამდვილად მოგწონდა.
*გთხოვ ბებია, გთხოვ შეწყვიტე.*
-კი. -უპასუხა. -მე ის მიყვარდა. -ხმა გაუცივდა და თვალები ცეცხლით აენთო.
ფეხზე მოულოდნელად წამოვდექი, რაზეც ყველამ მე შემომხედა. ელიზაბეტისთვის თვალი არ მომიშორებია, პირი გამშრალი მქონდა.
-როუზ, რა მოგივიდა? -მკითხა დედამ.
-მე... -მზერა ელიზაბეტს მოკლედ მოვაშორე. -მაპატიეთ.
შემოვტრიალდი, სავარძლიდან ნივთები ავაგროვე და გარეთ გავედი. სუფთა ჰაერი ჩავყლაპე თუ არა მობილური ავიღე და ნომერი ავკრიფე. ვისურვებდი, მეორედ მასთან დარეკვა აღარ დამჭირვებოდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Hidden | COMPLETED
ФанфикRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...