-თქვენო აღმატებულებავ,გემი მზადაა და თქვენ გელოდებათ - თავდახრით შემოდის პატარა ტანის ქალი და მოწიწებით მიმართავს ფანჯარასთან მდგომ ახალგაზრდა გოგონას.
გოგო არც კი უყურებს მსახურს,კვლავ ფანჯრიდან იხედება. ბაღს თვალს ვერ აცილებს,რადგან ზედმეტად ლამაზია იქაურობა,თანაც თვითონ უვლიდა და ეძნელებოდა გამოთხოვება. ოხრავს და მომენტალურად ტრიალდება ქუსლებზე,რითაც მსახურს აშინებს და ქალი უკან იხევს. გოგო აწყლიანებულ მზერას ავლებს ოთახს და ჩუმად სუნთქავს. მდიდრული საწოლი შუაში ლამაზად იდგა,გოთიკურ სტილში ნაგებ შენობაში შიგნითაც გოთიკური სტილი ჭარბობდა. ოთახი ნაცრისფერ ფერში იყო გამოწყობილი. კედლებზე ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ეკიდა,კუთხეში კი ყვავილები ელაგა. არაფერი განსაკუთრებული. ოთახში,რომ შემოგეხედათ,ვერც მიხვდებოდით,რომ აქ დედოფალს ეძინა.აივნის კარი მკვეთრად იყო დალუქული,რადგან ამ კარიდან, გარეთ გასვლა სასტიკად იკრძალებოდა. ლიას ამ კარიდან ჯერ გარეთ ფეხი არ გაუდგამს,სულ სასახლეში იყო ჩაკეტილი და სწავლობდა ან სამეფო შეხვედრებს ესწრებოდა,თუმცა ესეც შეიძლება ჩაითვალოს სწავლებად.
არასოდეს ჰქონია დალხენილი ცხოვრება. თავს მუდამ ისე გრძნობდა,თითქოს ციხეში იყო. მდიდრულ ციხეში,სადაც ყველაფერი გაქვს თავისუფლების გარდა.
დედა მკაცრი ცხოვრებით ზრდიდა,რადგან იმედი ჰქონდა, რომ გაჭირვებულ ქვეყანას მსხნელად მოევლინებოდა. ქვეყანა უფრო უყვარდა,ვიდრე საკუთარი ქალიშვილი. მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით,რომ ფული იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
გოგო უკანასკნელ მზერას ავლებს საკუთარ ოთახს და დერეფანში გადის. სასახლიდან გასულს იმედი საბოლოოდ ეწურება,როცა მშობელს ვერ ხედავს და დაღვრემილი სახით ადის ეტლში.
გემამდე ჩუმად მიდიან,ხმას არავინ იღებს და მხოლოდ ცხენების ფეხის ხმა ისმის. გემზე სიხარულით ხვდებიან,რადგან ქვეყანას გოგო ძალიან უყვარს. ის მათი ერთადერთი იმედი იყო და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.