ოთახში ისეთი სიჩუმეა,რომ თითოეული პატარა ხმაც ისმის. მყუდროებას მხოლოდ მშვიდი სუნთქვა არღვევს.
ლიას საწოლში მშვიდად სძინავს,სახეზე თმა ჩამოშლია და სახეს ტკივილით მანჭავს,ალბათ ცუდი სიზმრის გამო.
ოთახში ჩუმი ნაბიჯებით შემოდის ვიღაც და გოგოს საწოლთან ჩერდება. ყურადღებით აკვირდება,შეისწავლის,რადგან ასეთი სილამაზის ნახვის შანსი აღრა ექნება. იცის რომ თუ ჩაფლავდა, ეს მისი უკანასკნელი დღეა. სახე ოფლით აქვს დაცვარული,წარბები შეჭმუხნული და ღრმად სუნთქავს. შიში მთელს სხეულში უვლის და დანას იმარჯვებს.-ასეთი სილამაზე არ უნდა კვდებოდეს - ამბობს მისთვის და ცივი მეტალი ყელთან მიაქვს. ხელები უკანკალებს,რადგან არ სურს ამის ჩადენა,მისთვის საყვარელი ადამიანის იმ ქვეყნად გასტუმრება,მაგრამ სხვა გზა არ აქვს.
ლიას ცივი მეტალის შეხება აფხიზლებს და პირველი რასაც ხედავს,მუქი ყავისფერი თვალები და დამნაშავის ღიმილია. პირს საყვირლად აღებს,მაგრამ ხელს აფარებენ და მხოლოდ მოგუდული ხმა ამოსდის. თვალები შიშისგან უფართოვდება,მაგრამ დანებებას არ აპირებს. გრძნობს როგორ უსერავს დანა ყელს და მთელი ძალით კრავს ხელს მის ზემოდან მოქცეულს.
ბიჭი საწოლიდან ვარდება და ზუსტად ამ დროს იყენებს გოგო საკივლად. მთელ ხმაზე,გამწარებული ყვირის და მშველელს ითხოვს. ფეხზე სწრაფად ხტება და კარისკენ გარბის,მაგრამ ძირს მწოლიარე ფეხებში ავლებს ხელს და იატაკს ანარცხებს.
-გამიშვი - იბრძვის როგორც შეუძლია,მაგრამ მასთან შედარებით სუსტია - გიბრძანებ გამიშვა,ახლავე!
-მაპატიეთ თქვენო უდიდებულესობავ,ჩემი ნებით არ ვაკეთებ - ამბობს ბოხი ხმით.
ლია განწირულ მზერას ავლებს ოთახს და ზუსტად ამ დროს იჭრებიან ოთახში დაცვის წევრები. გოგოს ზემოდან მოქცეულს აცლიან და ოთახიდან გაჰყავთ.
-შემიწყალეთ თქვენო უდიდებულესობავ,შემიწყალეთ - ისმის მისი ყვირილი დერეფნიდან - პრინცესა ლია,ეს მან დამაბარა,ეს მან დამიკვეთა.
ESTÁS LEYENDO
Kingdom Comes
Ficción históricaPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.