24.Jung Or Stuart?

111 25 20
                                    

"ლია,იმედი მაქვს კარგად ისვენებთ საზაფხულო სასახლეში. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ იმ შრომით,რომელესაც ქვეყანაში დებდით.

რაღაც სერიოზული მინდა შეგატყობინო,მაგრამ არ ვიცი როგორ გითხრა.

დოიონმა თქვა,რომ არ ღირდა თქვენი შეწუხება,ამის გამო ვიკამათეთ კიდეც და მგონი ახლა ჩემზე ნაწყენია მიუხედავად იმისა,რომ ერთადაც გვეძინა.

მთელი დღეა ხმას არ მცემს და კუშტი მზერით მიყურებს. სხვა რა ვიფიქრო არ ვიცი,მაგრამ ჩემთვის ამ წამს მთავარი შენ და ინგლისია ხართ.

დოიონს ვუთხარი,რომ მოვალეობა სიყვარულის მკვლელია და მუდამ შენ უნდა დაეცავი,მე კი არა. ამის გამო გამიბრაზდა. არც მიკვირს,მაგრამ მწყინს ლია.

ახლა მთავარი საქმე,რაზეც გწერ. რა დროს ჩემი პრობლემებია,თქვენიც გეყოფათ.

მალე შენ და ჯეჰიონს კიდევ უფრო მძიმე ტვირთი დაგაწვებათ მხრებზე გვირგვინის სახით. ალბათ მიხვდი რასაც ვგულისხმობ. არ მინდა თემა ბოლომდე გავშალო,შეიძლება ეს წერილი სხვას ჩაუვარდეს ხელში და დიდი შანსია ისე არ წავიდეს ყველაფერი,როგორც გვინდა.

ლია,ჩემო უძვირფასესო მეგობარო,თქვენო უმაღლესობავ,უდიდესი მწუხარებით უნდა გაცნობოთ,რომ კორიის მეფე უკნასკნელ წუთებს ითვლის.
თავს კარგად არ გრძნობს,უკვე ვეღარ სუნთქავს,ფილტვებში წყალი ჩაუდგა და ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ აქვთ,თუმცა არც თავად სურს კარგად გახდომა. ამბობს,რომ სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია მეფისთვის და როგორც იქნა, დასვენებას შეძლებს.

მინდა გითხრათ,რომ თქვენი ჩამოსვლის დროა. ვწუხვარ რომ უფრო დიდ ხანს არ მოგიწიათ დასვენება და ასე მალე გიწევთ დაბრუნება,მაგრამ ქვეყანას ახლა მეფე სჭირდება.

ჯეჰიონს გადაეცი,რომ ჩამოსვლისთანავე დოიონი ნახოს,მითხრა რომ მეგობართან საუბარი სურდა.

Kingdom ComesOù les histoires vivent. Découvrez maintenant