-იქნებ გაგვესეირნა? - მსუბუქი კაკუნის შემდეგ იუტა თავს ყოფს ოთახში და მაგიდას მიმჯდარ გოგოს უყურებს - განიტვირთებოდი.
-უტა? - უკვირს ბიჭის დანახვა,თუმცა ფეხზე მაინც დგება და მისკენ მიდის - ტყეში გავიდეთ,დიდი ხანია სუფთა ჰაერზე არ გამისეირნია.
-რატომ ხარ სულ ოთახში ჩაკეტილი? რაც ჩამოხვედი ,ჯერ მხოლოდ 3 ჯერ იყავი გარეთ გასული - დერეფნებში მიმავალი ამბობს და აღელვებული უყურებს - დე ვიტამინი გჭირდება,ნახე როგორი ფერმკრთალი ხარ.
-ჩემს თმას უხდება ეს სიფერმკრთალე - თვალს კეკლუცად უკრავს და ხელმკლავს უყრის - გამიძეხით,თქვენო აღმატებულებავ.
-როგორც ჩემი დედოფალი ინებებს - თავს ჯენლტმენურად უკრავს და წინ მიიწევს,თან გოგოსთვის ხელი მაგრად აქვს ჩაჭიდული.
ლია მხოლოდ ჩუმად იცინის და ბედნიერი ღიმილით მიჰყვება ბიჭს უკან.
თითქმის ერთი წელი სრულდება,რაც იპონიაში ჩამოვიდა და ეს ქვეყანა იმდენად უცხო,მიუღებელი იყო მისთვის,გარეთაც კი ძალიან იშვიათად გადიოდა. არ მოსწონდა აქაური სიცივე და უცხო გარემო. არც ინგლისია იყო დიდად თბილი ქვეყანა,მაგრამ აქ ხალხი იყო ცივი და უგრძნობი. მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფს,აღარ სიამოვნებდა მისი ნაკლებობა და ამაში თავს ადანაშაულებდა.სასახლის ბაღში გასულებს,წინ უდიდესი გალავანი დაუხვდათ. ჭიშკარი შავად იყო შეღებილი,ზემოთ კი პატარა ბუდას ქანდეკებები იყო დამწკრივებული. ისეთი დიდებული სანახაობა იყო,რომ თუ პირველად დაინახავდით,სამუდამოდ შეიძლებოდა მოეხიბლე.
იუტა ხელს კიდებს და ჭიშკარში გაჰყავს. აქედან გასვლის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა,დანარჩენებს ყველას ნებართვა უნდა აეღოთ სასახლის ტერიტორიის დატოვებისთვის. უცნაური წესები იყო იპონიაში და ხალხი მას ზედმიწევნით მისდევდა,რაც უფრო უცნაურს ხდიდა ყველაფერს.
-აირჩიე ცხენი - ღიმილით სთავაზობს გოგოს და ცხენების რიგს უყურებს.
ESTÁS LEYENDO
Kingdom Comes
Ficción históricaPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.