9.Bells

170 33 31
                                    

-თქვენო აღმატებულებავ - თავს უკრავს სასადილო ოთახში შესული დედოფალს და რაც შეუძლია თავაზიანად მიმართავს.

-პრინცესა ლია - მიმართავს ისიც.

-დედოფალო - უსწორებს თავაწეული და მაგიდას პრინცის სკამის პირდაპირ უჯდება.

-უკაცრავად? - ხელში მოქცეულ ბაკალს დებს დედოფალი და ქვემოდან უყურებს.

-დედოფალი ლია, თქვენო აღმატებულებავ - ხელებს მაგიდაზე აჯვარედინებს - გავიწყდებათ,რომ დედოფალი ვარ.

-კორიაში თქვენ პრინცესის სახელით ხართ ჩამოსული.

-მაგრამ მაინც დედოფალი ვარ - მშვიდი და დინჯი ხმით ესაუბრება დედოფალს და არც აპირებს,რომ აღელვება დაანახოს - ინგლისიას კანონიერი,კურთხეული დედოფალი ვარ და სათანადო მოპყრობას მოვითხოვ.

-მეფე არ არის და მე დაბალ ღობედ მთვლით, თქვენო აღმატებულებავ? - ცრის კბილებს შორის ქალი და ფეხზე დგება - არ ვაპირებ თქვენთან ერთად სადილს.

-მით უკეთესი,წყნარად მივირთმევ ჯეჰიონთან ერთად - თავს არც კი აბრუნებს,იმის სანახავად მართლა გავიდა თუ არა.

სასადილოში კარის გაჯახუნების შემდეგ სიჩუმე წვება. ლია წყნარად ზის მაგიდასთან და ჯეჰიონის გამოჩენას უცდის,მანამდე კი უკვე მემილიონედ ათვალიერებს ოთახს,რომელშიც იმყოფება.

დიდ მაგიდაზე ყველაფერი მეფური დევს,ჭაღიც კი გრანდიოზულად დიდია და რაც ყველაზე მთავარია,ოქროსფერშია ყველაფერი გაწყობილი და ბზინავს.

-უკაცრავად დაგვიანებისთვის - ოთახში თმააჩეჩილი ჯეჰიონი შემოდის და გოგოს თავს უკრავს - შესანიშნავად გამოიყურები,როგორც ყოველთვის - თბილი ღიმილით ეუბნება ქათინაურს და ადგილს მის წინ,კუთვნილ ადგილას იკავებს.

-შენ კი თმის დავარცხნა არ გაწყენდა - ჩუმი ხმით ეცინება ლიას - გაპუტულ ქათამს გავხარ.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now