32.Heir

107 24 16
                                    

-დარწმუნებული ხარ,რომ კარგი გადაწყვეტილებაა? - კითხულობს გულზე ხელდაკრეფილი გოგო,თან თვალებით ბურღავს მის წინ მჯდომს,რომელიც მობეზრებული გამომეტყველებით იყურება.

-რომ არ ვიყო,არ შემოგთავაზებდი,ლია - უბღვერს ჯეჰიონი,მაგრამ გაბრაზება საერთოდ არ ეტყობა. უბრალოდ უნდა,რომ მისი ძალა დაანახოს. დარწმუნებულია მის გადაწყვეტილებაში და უნდა,რომ მისი დედოფალიც დაითანხმოს,რადგან ყველაზე მთავარია მეფე-დედოფალი ერთმანეთს ეთანხმებოდნენ.

-ფრანციის ტახტს ჩემს მაგივრად, დოიონი მიიღებს? - ყვირის წყობილებიდან გამოსული და ხელებს ჰაერში იქნევს - მე კანონიერი მემკვიდრე ვარ!ტახტი მე მეკუთვნის და რაც მეკუთვნის,მივიღებ კიდეც.

-ლია,მომისმინე მაინც რა გითხარი? - დაღლილი ოხრავს და თვალებს იფშვნიტავს.

-ყველაფერი კარგად გავიგე - უღრენს.

-დოიონი უბრალოდ რეგენტი იქნება, მანამ სანამ მემკვიდრე არ გვეყოლება - უხსნის ხელახლა - როცა მემკვიდრე გვეყოლება,ერთს ფრანციას მივცემთ და ერთს ინგლისიას და კორიას.

-ეს ხომ უსამართლობაა - ეწინააღმდეგება და თავს აქნევს,არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებაში და უნდა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დაანახოს.

-ფრანცია - კორია და ინგლისია რომ შეაერთო,იმაზე დიდია,ლია - დაღლილი უხსნის ისევ.

-ვიცი ეგ,ნუ მასწავლი გეოგრაფიას - იბუტება გოგო და საზურგეს ეყრდნობა,მაგრამ მოულოდნელი გულისრევის შეგრძნების გამო, საჭირო ოთახში გარბის და უნიტაზსს ეხუტება.

-ლია,კარგად ხარ? - მიყვება მას ჯეჰიონი,ზურგს უკან უდგება და თმას უწევს დასახმარებლად. აღელვებული უყურებს დახრილს და ყველაფერ საშინელებას ფიქრობს,რაც შეიძლება ვინმემ გაიფიქროს.

-შესანიშნავად - ცივად პასუხობს და პირს იბანს,შემდეგ კი მისკენ ტრიალდება და ხელებს გულზე აწყობს. უნდა რომ გადაწყვეტილების მიღებისას მის გულისცემას უსმენდეს - დარწმუნებული ხარ?

Kingdom ComesWhere stories live. Discover now