8.Queen

156 34 24
                                    

ლია სარკესთან მიმდგარ პატარა სკამზე ზის,რომელიც სინამდვილეში არც ისე პატარაა და საკუთარ გამოსახულებას აკვირდება. მთელი ღამის უძინარს,შედეგიც მკაფიოდ ემჩნევა სახეზე. ქუთუთოებ ქვეშ ამოშავებული ადგილები,დასიებული და დაწითლებული თვალები, დასივებული ტუჩები და ფერმკრთალი კანი.

საკუთარ ქვეყანაზე ნერვიულობამ აი რა შედეგი გამოიღო.

დედოფლებს არასოდეს სძინავთ კარგად.

-თქვენო აღმატებულებავ - ოთახში შემოდის ელენა და ქედს იხრის პრინცესის წინაშე. დღეს ჩვეულებრივი თეთრი ქვედაბოლო აცვია,თავზე კი თავშალი აქვს წაკრული.

-არის ახალი ამბები? - იმედით ეკითხება გოგოს.

-ჯერ არაფერი პრინცესა - დამნაშავის ტონით ამბობს.

-გასაგებია - პასუხობს წითური იმედგაცრუებული ხმით და კვლავ საკუთარ გამოსახულებას უბრუნდება.

ელენა ერთხანს უყურებს დასევდიანებულ დედოფალს და შემდეგ წყვიტავს,რომ დაეხმაროს და ძველი წყენა გადადოს. ნელი ნაბიჯებით უახლოვდება და მის მოწესრიგებას იწყებს. ჯერ თმას უვარცხნის ნაზად,ისე რომ არ ატკინოს და შემდეგ დანარჩენს აგვარებს.
მისი ოქროს ხელების წყალობით სულ მალე პრინცესა ბრწყინავს და უსაშველოდ გრძელი ღამის კვალი უკვალოდ ქრება დაღლილი წუთურის სახიდან.

-მადლობა დახმარებისთვის ელენა - მხარზე ხელს მეგობრულად ადებს ლია და ფეხზე დგება - დღეს მინდა ჩვეულებრივ ჩავიცვა.

-რას გულისხმობთ? - სწრაფად ეკითხება.

-ჩვეულებრივი ქვედა ბოლო და მაისური გეთაყვა - რაც შეიძლება გასაგებად უხსნის.

მეორე ყველაფერს ხვდება და გარდერობიდან ყველაზე უბრალო ტანსაცმელს აწვდის,შემდეგ კი ელოდება როდის დაასრულებს მოწესრიგებას.

-სადმე მიდიხართ? - ეკითხება გარეთ გასვლამდე.

-პრინცი უნდა ვნახო და დავრწმუნდე,რომ ყველაფერი გააკეთა ინგლისიასთვის,შემდეგ კი ბიბლიოთეკაში შევივლი - პასუხობს მის მიერ დასმულ კითხვას და ოთახს თავაწეული ტოვებს.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now