მთელს ოთახში სიჩუმეა გამეფებული,რასაც მხოლოდ ორი ადამიანის თანაბარი სუნთქვის ხმა არღვევს.
ჯეჰიონს ლიასთვის წელზე აქვს ხელი შემოხვეული და თავი მის თმაში ჩარგული,რადგან გიჟდება გოგოს თმის სურნელზე. მთელი ძალით ეხვევა საყვარელ ქალს და გოგოც ეკვრის,თითქოს მასზეა მიწებებული. მიუხედავად იმისა,რომ ჯერ არ უღიარებია არცერთს,ეს ხელს არ უშლის ერთმანეთთან ყოფნაში.
ლიას ოთახისგან განსხვავებით,ბიჭის საძინებელს ნამდვილად ეტყობა,რომ პრინცისაა. მუქ ყავისფერში გაწყობილ ოთახში,შუაში დიდი მაგიდა იდგა,გვერდით კი უდიდესი კარადა,სადაც მნიშვნელოვან საბუთებს ინახავდა. ფანჯარებთან ყვავილების ქოთნები იდო,ხოლო მათ გვერდით უდიდესი კარი იყო ამოჭრილი. ადრე ამ ოთახს ჯეჰიონი არ იყენებდა,მაგრამ ახლა მთლიანად გოგოს გარდერობს და პიანინოს დაუთმო. ტანსაცმელებს შუა ლამაზად იდგა საშუალო ზომის ინსტრუმენტი,მასზე კი ნოტები ეყარა.
ქორწილმა ყოველგვარი ხმაურის გარეშე,მშვიდად ჩაიარა. ლიას არ შეუსრულებია თავისი დაწერილი მელოდია,რადგან ჩათვალა რომ როცა მარტო დარჩებოდნენ,ყოველგვარი გარეშე პირებისგან შორს,მხოლოდ მაშინ იქნებოდა საჭირო მომენტი ამ ულამაზესი მელოდიის შესასრულებლად.
ეს მელოდია ფაქტიურად გრძნობების გაშიშვლება იყო ბიჭის წინაზე,ახსნა სიყვარულისა და იმ სიტყვებისა,რომლის ხმამაღლა წარმოთქმა ეშინია გოგოს.
ჯეჰიონი გოგოზე შემოხვეულ ხელს ოდნავ ადუნებს და უფლებას აძლევს გვერდი იცვალოს. ამჯერად ლია მას ზემოდან აწევს და ხელები კისერზე აქვს შემოხვეული. იმდენად კომფორტულადაა,რომ არ სურს გაინძრეს და არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ფეხზე წამოდგომას.
ბიჭი თვალებს ნელა ახელს მზის სინათლესთან შესაგუებლად და პირველი წითურ,აბურდულ თმას ხედავს. ჩუმად ეცინება და ცხვირს თმაში რგავს,საყვარელ სურნელს მთელი არსებით ისუნთქავს,იწოვს და ისისხლორცებს.
STAI LEGGENDO
Kingdom Comes
Narrativa StoricaPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.