-დედა,იქნებ არ გინდა? - შეეკითხა შვილი და მისკენ მიიწია,ხელი ლოყაზე მიადო და ნაზად მიეფერა.
-ჯისონ,აქ ვეღარ გავჩერდები - თავი გააქნია ლიამ - უკვე 15 წელია აქ ვარ,გასწავლი და გზრდი. უკვე დიდი ბიჭი ხარ,შენი ტოლი რომ ვიყავი,ინგლისია ჩავიბარე - გახსენებისას ჩუმად ეცინება. ეს მოგონებები იმდენად მტკივნეული და სასიამოვნოა,რომ თავს ვერ ერევა და თვალები უცრემლიანდება - უკვე აღარ შემიძლია.
-დე,შენ გარეშე როგორ გავძლო აქ? - ეკითხება სევდიანად,მაგრამ ხვდება რომ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს და ბედთან შეგუებული,ღრმად და დამწუხრებით ოხრავს.
-ჭეშმარიტად ჯეჰიონის შვილი ხარ,ჯისონ და დაიმახსოვრე,რომ ის დიდებული მეფე იყო - არიგებს შვილს და ქმრის გახსენებისას კიდევ უფრო უცრემლიანდება თვალები.
მისი ასაკითვის შეუფერებლად მაღალი ბიჭი დედას უყურებს და მხოლოდ მოტეხილ ქალს ხედავს,რომელსაც ბედი ცუდად გაეხუმრა და ამ შედეგით დაასრულა. მაგრამ დედოფალი მასში ჯერ კიდევ ცოცხლობდა,იბრძოდა და ამაყად დააბიჯებდა სასახლის დერეფნებში. გადაწყვეტილებებს იღებდა,სახელმწიფოებს მართავდა და დიდებულებს უფლებას არ აძლევდა,მის წინააღმეგ წასულიყვნენ. 15 წლის წინ ჭკუა ისწავლა,მათი თავგასულობა პირადად გამოსცადა და ამან გაანადგურა კიდეც,თუმცა ფეხზე დადგომა მაინც მოახერხა. წამოდგა,მაგრამ საოცრად გაუჭირდა. მთელი ერთი თვე,წყეული ერთი თვე, გლოვობდა ქმარს,თავს იტანჯავდა და ოთახიდან გამოსვლაზე უარს აცხადებდა. ხვდებოდა,რომ ქვეყანა უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული,მაგრამ ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებდა. იმდენად დიდი იყო ჯეჰიონის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი,რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდოდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ადამიანი,ვისაც თავისუფლად შეუძლია საყვარელი ადამიანის გლოვა,დატრება და თუნდაც ,დეპრესიაში ჩავარდნა. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეძლო თავის ხელში აყვანა,საკუთარი ნაფლეთების შეკოწიწება და ერთმანეთზე დაწებება. მხოლოდ ერთი წყეული თვის შემდეგ გამოვიდა ოთახიდან,ბავშვი ხელში აიყვანა და ახალი ცხოვრება დაიწყო. გააცნობიერა,რომ ახლა მას მის გარდა არავინ ჰყავდა და დანებების უფლება არ ჰქონდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ელენა გვერდიდან არ მოსცილებია,ამხნევებდა და საკუთარ თავს უძღვნიდა. ლიამ იმაზე უფრო მეტად დააფასა მეგობარი, ვიდრე აფასებდა,ფრანცია მთლიანად მას და დოიონს გადაუფრომა და ახლა კანონიერი მეფე-დედოფლის სახელით მართავდნენ ქვეყანას.
KAMU SEDANG MEMBACA
Kingdom Comes
Fiksi SejarahPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.