35.The Heir Is Born

129 25 12
                                    

-თქვი თუ არ გინდა,რომ ძალიან გეტკინოს - ესმის გოგოს ეს სიტყვები.

-არაფერი ვიცი - პასუხობს აკანკალებული ხმა,ფეხზე ხელს მთელი ძალით იჭერს და სრუტუნს იკავებს - უკვე ისედაც მტკივა,მეფემ მატკინა.

-აჯობებს ალაპარაკდე,საბოლოოდ გეუბნები - ცივად ეუბნება თეიონი მის წინ მდგომს - თქვი,თუ არა უკანასკნელ ზომებს მივმართავ.

-არაფერი ვიცი - ყვირის მჯდარი ბიჭი - არაფერი ვიცი,მხოლოდ ბრძანებას ვასრულებ.

-თეიონ,როდემდე გააგრძელებ ლაყბობას? საქმეს მიხედე - უემოციოდ ეუბნება ლია და სკამზე უფრო კომფორტულად თავსდება - გელოდები და მოთბინება მეწურება.

-არაფერს ამბობ არა? - ნებდება თეიონიც და ბიჭს უბრუნდება,რომელსაც სახეზე შიში აქვს არბეჭდილი - შენვე გამოუწერე შენ თავს სასიკვდილო განაჩენი - ამბობს და ხელში დანას იკავებს.

ოთახში მალევე ისმის ტკივილისგან გაწამებული ბიჭის კვნესა,საწყალობელი წკმუტუნი და გულის გამაწყალებელი ყვირილი,მაგრამ ლია წარბსაც კი არ ხრის. პირდაპირ უყურებს მის წინ გამართულ სცენას და ეს სულაც არ უქმნის არასასიამოვნო შეგრძნებას,პირიქით,მოსწონს კიდეც.

მისი გული დღეს ტყეში მოკვდა ჯეჰიონთან ერთად. ამიერიდან დაუნდობელი იქნება და არ დაინდობს არავის,ვინც კი რამეს ჩაიდენს. რასაც დასთეს,იმას მოიმკი.

მართალი იყო ბატონი პაკი. მათ ამ საქციელით გოგოში მხეცი,დაუნდობელი არსება გააგღვიძეს და ახლა შედეგებსთვის უნდა ეგოთ პასუხი.

-მარილი მოიტანეთ - აძლევს მის უკან მდგარ დაცვას ბრძანებას დედოფალი - ახლავე.

-როგორც მიბრძანებთ,თქვენო აღმატებულებავ - გოგოს უემოციობისგან შეშინებული მალევე ტოვებს ქვედა დონეს და ზემოთ ადის მარილისთვის,უკანაც მალე ბრუნდება და ნელა,ხელის კანკალით აწვდის მოთხოვნილს.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now