6.You are our last hope

191 35 36
                                    

სასახლეში სიჩუმეა გამეფებული,რადგან ყველას სძინავს. დერეფანში ჩამი-ჩუმიც არ ისმის და ლიას ეჭვი ეპარება,მოახერხებს თუ არა აქედან გაღწევას. 

შიშველი ფეხებით მიუყვება სასახლის ცივ დერეფნებს და უკან მალულად იხედება,არ სურს ვინმემ ამ ფორმაში დაინახოს. თეთრ,გრძელ საღამურს ხელებში იქცევს და ნაბიჯებს უჩქარებს. რაც მალე მოისტუმრებს საქმეს,მით უკეთესი.

ყველაზე ქვედა დონეში ჩუმი ნაბიჯებით შედის და გრძნობს,როგორ ეყინება ფეხები. იატაკი სველია და ისეთი სუნი დგას,თითქოს ვიღაც მოკვდა. გოგოს ესიკვდილება აქ ფეხშიშველი გავლა,თუმცა იცის რომ სხვა გზა არ აქვს და წინ მიიწევს.

-აქ რას აკეთებთ, თქვენო უდიდებულესობავ? - საკანში მყოფს უკვირს გოგოს ასეთ ფორმაში დანახვა და მზერას არიდებს.

-მინდა,რომ ეს  ჩემი ქვეყნის წარმომადგენელს გადასცე - ქაღალდს აწვდის ბიჭს,რომელიც აკანკალებული ხელით ართმევს - დღეს გემით დაგაბრუნებენ ფრანციაში,პორტში კი ჩემი კაცი დაგხვდება. დარწმუნდი,რომ მას ეს წერილი აუცილებლად ჩაუვარდება ხელში,თუ არა და,დაწვი.

-გასაგებია პრინცესა - თავს მორჩილად უხრის ბიჭიც და წერილს გულის ჯიბეში ინახავს.

-შენ დას ვძულვარ,მაგრამ ვიცი რომ შენ გიყვარვარ - თბილად ეუბნება და ლოყაზე ნაზად ეფერება - მინდა ერთგულება დამიმტკიცო. ამას შეძლებ?

-რა თქმა უნდა,თქვენო უდიდებულესობავ - ქედს იხრის მის წინაშე - სიკვდილამდე თქვენთან.

ლია არაფერს ამბობს და პირდაპირ გასასვლელისკენ მიდის,აქ გაჩერება უკვე აღარ შეუძლია. ფეხები გაყინული აქვს და სიარული უჭირს,მაგრამ არ ნებდება და მიწისქვეშეთიდან ამოდის. ზედა სართულზე ასული კიდევ ერთ პრობლემას აწყდება. ბინძური ფეხებით აქ აუცილებლად დატოვებს ნაკვალევს.  გარემოს დაეჭვებული ავლებს თვალს და ბაღის კარს ამჩნევს,რომელიც მისდა გასაკვირად ღიაა. ზუსტად მისკენ იწყებს სვლას და გარეთ გასულს სახეზე ცივი ქარი ელამუნება.  საკუთარი საძინებლის ქვეშ დგება და ელენას ჩუმად ეძახის,იცის რომ გაიგებს.

Kingdom ComesTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang