დედოფალი შემაღლებულ ადგილას იდგა და ზემოდან უყურებდა მის წინ დატრიალებულ მოვლენებს.
შემაღლებულ ადგილიდან ყველაფერი ხელის გულივით ჩანდა. ხედავდა როგორ იდგა სამი ადამიანი სახრჩობელასთან,მათგან ერთს კი სახეზე პანიკური შიში და სინანული ეწერა.
-უკანასკნელი სიტყვები? - ცივად მიმართავს სამივეს.
-ვწუხვარ,თქვენო აღმატებულებავ - აკანკალებული ხმით ამბობს ბატონი პაკი.
-შენ მე ქვეყანა წამართვი,მე კი ქმარს დაგაშორე - ცივად უღიმის ლიზა და ყუნწს ირგებს კისერზე.
-სათქმელი არაფერი მაქვს - ამბობს ლორდი ლი.
-გააკეთეთ გასაკეთებელი - უკანასკნელად ამბობს ლია და ჯალათს უყურებს,რომელსაც ევალება საქმის ასრულება.
მალევე სამივეს უსიცოცხლო სხეული ეკიდება ჰაერში და ნელა ირხევიან ადგილზე.
ლიას თვალი წამითაც არ დაუხამხამებია,ძლიერად გაუძლო სანახაობას და როცა ყველაფერი მორჩა,გატრიალდა და სასახლეში დაბრუნდა.
-გასვენებისთვის ყველაფერი მზადაა? - ეკითხება კართან მდგარ ელენას,რომელიც სევდიანად უყურებს მეგობარს.
ქერა დღეს დილასვე ჩამოვიდა დოიონთან ერთად. დაიჟინა,რომ ასეთ რთულ დროს მეგობართან უნდა ყოფილიყო და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებდა მას. დოიონი კი,მეგობრის სიკვდილით გადადგურებული აგვარებდა ყველაფერს ქვეყნისთვის,რადგან ლიას ახლა მაგის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
-ლია,დარწმეუნებული ხარ,რომ გინდა დაესწრო? - ეჭვით ეკითხება ელენა.
-სხვა გზა არ მაქვს,ელენა - ოხრავს და გამოწვდილ ხელს საკუთარს აჭდობს - სხვა გზა არ მაქვს.
-წამოდი - თავს უქნევს ქერა და წინ მიიწევს,თან კი მეგობარიც მიჰყავს.
გარეთ გასულებს,ძალიან ბევრი ხალხი ხვდება მოგროვებული. ყველა ჩუმად იდგა და თავები ჩაეხარათ. ხალხის ზღვაში შავი ფერის გარდა სხვას ვერაფერს დაინახავდით. მოსახლეობა კორიის საუკეთესო მეფეს გლოვობდა და სიჩუმით პატივისცემას გამოხატავდა.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.