-რამე ხომ არ გინდა? - ეკითხება საწოლზე წამოწოლილ გოგოს ჯეჰიონი,რომელიც კართან დგას და საქმიანად გამოიყურება - სანამ სხდომაზე წავსულვარ,იქნებ მითხრა რა გინდა,ლია?
-მინდა რომ მეც დავესწრო სხდომას - ოდნავ წამოიწია,მაგრამ სხეულს ვერ მოერია და ისევ საწოლზე მიწვა. ბიჭს უკმაყოფილოდ უყურებდა,სახეზე ოდნავი წყენა ეწერა და თვალებით თხოვდა,რომ თან წაეყვანა - მომბეზრდა ასე ყოფნა,დავიღალე და საქმე მჭირდება. მგონია ჭკუიდან გადავალ.
-ცოტაც მოითბინე,კარგი? - მასთან მივიდა და შუბლზე ნაზად აკოცა - სულ ცოტაც,და მალე შეძლებ საქმის გაგრძელებას.
-ღმერთო,როგორი მძიმე ვარ - ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ - სხეულსაც კი ვერ ვწევ,არ შემწევს ამის ძალა. და ამის მერე,მე მინდა სხდომაზე წამოსვლა? როგორი სასაცილო ვარ,არა?
-ლია,ყველაზე ლამაზი და საყვარელი ორსული ხარ, ვინც მინახავს - ღიმილით გადაუწია თმა ყურს უკან და მუცელზე ნაზად მოეფერა - დაისვენე ან რამე გააკეთე,მთავარია მოწყენილობისგან არ მოკვდე.
-ელენა მაინც იყოს აქ,მომენატრა - ტუჩები დაპრუწა უკმაყოფილოდ - ფრანციაში ხომ ყველაფერი კარგად მიდის? როგორ ართმევს დოიონი თავს?
-ლია,მერამდენედ უნდა გითხრა,რომ ყველაფერი კარგადაა და დოინი ქვეყანას შესანიშნავად მართავს? - გაეცინა ერთიდაიმავე წინადადების მეასედ გამეორებისას - ფრანცია მისი აყვავების ხანაშია,ყველაფერი კარგადაა და სანერვიულო არაფერი გაქვს,კარგი?
-და ლიზა? - კითხულობს უკანასკნელ სადარდებელს - რას აკეთებს? თავს როგორ გრძნობს? პრობლემებს ხომ არ ქმნის?
-დედოფალი ლია - დაიწყო ბიჭმა,მაგრამ როგორც კი ცოლის გამომეტყველება დაინახა,შიშისგან ნერწყვი მძიმედ გადაუშვა ხორხში და დამნაშავესავით გაიღიმა - უკაცრავად,თქვენო აღმატებულებავ - საქმის გამოსასწორებლად თბილად გაუღიმა - ლიზასთან ყველაფერი რიგზეა,უკვე მერვე თვეა საბყრობილეშია დამწყვდეული,როგორც შენ გვირჩიე.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.