-ესეიგი გსურს იპონიას მიმყიდო? - სავარძლიდან წამოდგა წითური და მის წინ მდგომ ქალს ცივი მზერით შეხედა - გსურს საკუთარი 15 წლის ქალიშვილი ასე უბრალოდ გაყიდო? ეს არის შენი გეგმა?
-ინგლისიას ეს სჭირდება - დამარწმუნებელი ტონით პასუხობს ქალიც
-რაღა მაინც და მაინც,იპონია დედა? - იმედგაცრუებული ტონით პასუხობს.
-იპონია ძლიერი სახელმწიფოა. როდესაც ჩვენ ისევ შუა საუკუნეებში დავბრუნდით,იპონია უკვე ოცდამეექვსე საუკუნეში ცხოვრობს - მხრებს იჩეჩავს,თითქოს ყველაფერი ნათელი იყოს.
-თუ იმიტომ,რომ გსურს ტახტი დაიკავო,როცა მე აქ არ ვიქნები? - მშრალად ეცინება - თუ ვცდები მარგარიტა?
-დედას როგორ ესაუბრები - ბრაზდება ქალი და კაბას ისწორებს,თითქოს ამით სიმდიდრეს უსვამს ხაზსს - ახლავე დაჯექი და ისტორია ისწავლე.
-გასაგებია ქალბატონო - ბედს შეგუებული ოხრავს გოგონა და სკამზე მორჩილად ჯდება.
ქალი ერთხანს აკვირდება ქალიშვილს,თავიდან ფეხებამდე შეისწავლის მის გარეგნობას და ჩაცმულობას,შემდეგ კი უკმაყოფილო ბურტყუნით ტოვებს ოთახს.
ლია კარს გაბრაზებული უყურებს. სიბრაზისგან კანკალებს. თავი ასე შეურაცხყოფილად ჯერ არ უგვრძნია. მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი მოვალეობები გაცნობიერებული ჰქონდა,მაინც არ სურდა იპონიასთან დაკავშირება. გაუგია ჭორები,რომლის მიხედვითაც,იპონია ყველაზე გახრწნილი სახელმწიფო იყო და კრიმინალი ყვაოდა. არ სურდა ასეთი ქვეყანასთვის დაეკავშირებინა ინგლისიას ბედი,მაგრამ მას არავინ ეკითხებოდა.
15 წლის დედოფალს, საკუთარ ქვეყანაში ხმის ამოღების ნებაც არ ჰქონდა დიდებულების გარეშე. არანირი ძალაუფლება,მხოლოდ გვირგვინი ედგა თავზე. უვარგისი ქმნილება,რომელიც მხოლოდ ამძიმებდა ამ ისედაც მძიმე წუთისოფელს.
-შეიძლება? - დაკაკუნების შემდეგ თავს ჰყოფს ქერა გოგო და ნებართვას ელის შესვლისთვის.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.