სასახლეში ერთი ამბავია.მოახლეები ერთმანეთში სირბილით ირევიან,ყველა სადღაც მიიჩქარის და საკუთარ საქმეს ასრულებს,გასაჩერებლად არავის სცალია. დღეს ხომ ინგლისიას რეგენტის ჩამოსვლის დღეა.
ლია აწრიალებული ზის საკუთარ ოთახში და სივრცეს უაზროდ გაჰყურებს.
მისი ჩამოსვლის შემდეგ, ბევრი რამ შეცვალა აქ და პირველი რაც გააკეთა ის იყო,რომ ოთახი შეაღებინა.
არ უყვარდა მყვირალა თეთრი ფერით გაწყობილი ოთახი,ერჩივნა მუქ ფერებში ყოფილიყო ყველაფერი და ზუსტად ამიტომ,ახლა მუქ ყავისფერ ოთახში იჯდა ანერვიულებული.უკვე 6 თვე გავიდა მისი კორიაში ჩამოსვლიდან და 6 თვე გავიდა დედის უკანასკნელი ნახვიდან. არ იცოდა ქალი როგორ შეხვდებოდა და რას მოიმოქმედებდა ასეთი სიმდიდრის დანახვისას,მაგრამ ერთ რამეში იყო დარწმუნებული; არავითარ შემთხვევაში არ ეტყოდა თბილ სიტყვებს და თუ საჭირო გახდებოდა,მკაცრად ეჩხუბებოდა კიდეც.
-ლია,შეიძლება? - აკაკუნებს კარზე და თავს ყოფს შიგნით.
-გისმენ ელენა? - გაფანტული პასუხობს ისიც.
-პრინცი გეძახით - ჩუმად ეუბნება და ოთახს მალევე ტოვებს.
ლია ფეხზე სწრაფად დგება,კაბიდან უხილავ მტვერს იფერთხავს, ან შეიძლება დაკუჭულს ისწორებს კიდეც და ჯეჰიონის კაბინეტისკენ მიდის. გზაში ნერვიულობისგან ნაბიჯები ერთმანეთში ერევა და რამდენჯერმე წაქცევასაც ძლივს გადაურჩა,მაგრამ ამას არ შეუჩერებია და დანიშნულების ადგილამდე მაინც მივიდა.
წაბლისფერ კართან ცოტახანს შეიცადა,სუნთქვის დარეგულირებისა და თავის მოწესრიგების შემდეგ კი კარი შეაღო და შიგნით გრაციოზულად შეაბიჯა.
ბიჭი დაფიქრებული გამომეტყველებით იჯდა მაგიდასთან და თავი ფურცელზე დაეხარა.ყურადღებით და გულდასკვნით კითხულობდა მასზე დაბეჭდილ ამბავსა თუ ისტორიას. სახეზე შეწუხებაც ეხატა და გაღიზიანებაც,რაც იმაზე მეტყველებდა,რომ სახარბიელოსა და სასიამოვნოს არაფერს ეცნობოდა.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.