-ჯეჰიონ,შეგიძლია უბრალოდ ამოისუნთქო? - გაღიზიანებით მიმართავს საწოლზე წამომჯდარი კაცი და თვალს ადევნებს აღელვებულ უფლისწულს,რომელიც ოთახში ანერვიულებული დადის.
-რა? - სიარულის შეუწყვეტლივ კითხულობს და თითები პირისკენ მიაქვს.
ნერვიულობისას ერთი ცუდი ჩვევა ჰქონდა. მუდამ იკვნეტდა ფრჩხილებს. ბევრჯერ ეჩხუბა დედოფალი ამის გამო,მაგრამ ვერაფერს გახდა,ვერ გადააჩვია ამ მავნე ჩვევას.
მეფემ ერთი ღრმად ამოიოხრა და ხველა აუტყდა. ხელსახოცი პირთან მიიტანა და როცა მოიშორა,თვალები აღელვებისგან მოჭუტა. ისევ სისხლი ამოახველა,უკვე ყველაფერი უარესდებოდა. მადლობა ღმერთს,რომ დღეს ქორწილი იყო.
-კარგად ხარ,ძვირფასო? - დედოფალი მისკენ გადაიხარა და შუბლზე ნაზად,მსუბუქად ეამბორა.
-კარგად ვარ - ხველისგან ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ქალს და კვლავ ბიჭს შეხედა,რომელიც ახლა მას უცქერდა აღელვებით.
-თქვენი აზრით რა გჭირთ,თქვენო აღმატებულებავ? - ინტერესით კითხულობს და საწოლისკენ მიდის,უნდა რომ ახლოს იდგეს.
-დავბერდი და სიკვდილის დროა - ორაზროვნად სცემს პასუხს,თუმცა იცის რაც სჭირს. მის თავდან დახრილ ქალს სიყვარულით,მაგრამ ამავდროულად ტკივილიანი მზერით უყურებს და ისიც ხვდება,რომ მეფემ ყველაფერი იცის.
უკან აღელვებული იხევს და მზერით ეხვეწება არ გათქვას - ასე ხდება,როცა ბერდები.-თქვენ ჯერ ბებერი არ ხართ,მამა - ეწინააღმდეგება ჯეჰიონი.
-ოთხმოცს მივუკაკუნე შვილო,ნამდვილად დავბერდი - იცინის ყრუდ - ახლა კი დაგვტოვე,ქორწილისთვის გამოეწყვე და თავი შეიმზდე მოსალოდნელი ცხოვრებისთვის. მეფობა მარტივი არ არის,არც ქმრობაა მარტივი.
-დიახ მამა - თავს უკრავს და კარისკენ მიდის,მაგრამ კაცის ძახილი აჩერებს ადგილზე.
-ვიცი,რომ პრინცესა...
-დედოფალი - უსწორებს პრინცი მოულოდნელად,მაგრამ თავს მორჩილად ხრის - ბოდიშით თქვენო აღმატებულებავ.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.