26.War is coming

104 26 40
                                    

ხალხში ჩოჩქოლი ატყდა,ყველა ძირს დავარდნილ სხეულს მიაჩერდა,რომელსაც სისხლი თქრიალით მოსდიოდა და სახე ტკივილისგან დამანჭვოდა.

-ლია - იყვირა ჯეჰიონმა,დაცვა გაარღვია და გოგოსკენ გაიქცა. ვერ ხედავდა რა ხდებოდა,გული გამალებით უცებდა და ერთადერთს ნატრობდა,რომ მისი ცოლი კარგად ყოფილიყო.

-კარგად ვარ,ჯეჰიონ - დაამშვიდა მასთან მივარდნილი აღელვებული ბიჭი და ხელები ჩაავლო - კარგად ვარ.

-ვინ დაიჭრა? - მაინც ვერ წყნარდებოდა ახალი მეფე.

-დოიონ - ისმის გოგოს განწირული კივილი და ქერა თმას ხედავენ.

გოგო სისხლიან სხეულთანაა ჩამუხლული და ბოლო ხმაზე კივის,ემუდარება გონება არ დაკარგოს და მის გამო გაუძლოს. განწირული ხმით სთხოვს ბრძოლას.სახეზე ცრემლები ნიაღვარივით ჩამოსდის,ბიჭის თავს კალთაში იდებს და განწირული ხმით კივის,ტირის ამავდროულადაც.

-ექიმი,სასწრაფოდ - ბრძანებას იძლევა ჯეჰიონი მკაცრად.

მიუხედავად იმისა,რომ მისი მეგობარია დაჭრილი და მისი სიცოცხლეც საფრთხეშია,მან ცივი გონება უნდა შეინარჩუნოს,არ უნდა დაიბნეს. ის უკვე მეფეა,მეტი პასუხისმგებლობებიც აკისრია.

-ექიმი,სასწრაფოდ - ყვირის განწირული ხმით ლიაც,ხელებს უშვებს და დოიონისკენ მირბის - დოიონ,უფლებას არ გაძლევ მოკვდე,გესმის? - ატირებული აძლევს ბრძანებას და ჭრილობაზე ხელებით აწვება. მისი კოტიტა თითები სისხლით იღებება,კაბაც ესვრება,მაგრამ ყურადღებას არ აქცევს.

ახლა მთავარი ბიჭის სიცოცხლეა,სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა.

ექიმები მალევე მოდიან და დოიონი სასახლეში გადაჰყავთ. ელენას ბიჭის გაშვება გაუჭირდა,სანამ თვალს არ მიეფარა კიოდა,მაგრამ ხმა მალევე ჩაუწყდა და გაჩუმდა. ახლა მხოლოდ ჩუმად სლუკუნებდა.

ლიას ატირებული ელენა ჰყავს მიხუტებული და თავზე კოცნის,ამშვიდებს და ეუბნება,რომ ყველაფერი კარგად იქნება. გოგოების კაბები სისხლშია ამოსვრილი,სახეზეც უსვიათ,მაგრამ არ ადარდებთ.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now