3. Friends?

242 47 31
                                    

ლია კარზე ნაზად აკაკუნებს და ნებართვას ელოდება,რათა შესვლა შეძლოს.

დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ზუსტად დღეს უნდა გადაწყდეს მათი ქორწილის თარიღი. მეფეს აწყობს,რომ რაც შეიძლება მალე გაიმართოს ქორწილი,მაგრამ სასახლის დიდებულები წინააღმდეგნი არიან ამ ყველაფრის.

-შემოდით - ისმის ხმამაღალი ნათქვამი შიგნიდან და ლიაც ნელი,მაგრამ მყარი ნაბიჯებით შედის ოთახში.

კაბინეტი დიდი და მდიდრულია. თაროებზე უამრავი წიგნია,რომლებიც გაგონილიც კი არ აქვს პრინცესას. ოთახში ორი მაგიდა და რამდენიმე სავარძელი დგას. ერთ მაგიდაზე რაღაც დიდი მოწყობილება დევს და ანათებს,მეორეზე კი კაცები სხედან და და გაცხარებული კამათი აქვთ გამართული. ყველას მდიდრულად და არისტოკრატებისთვის შესაფერისად აცვია. მოტკეცილი შარვალი და პიჯაკი,რომელიც შარვალს ლამაზად ეხამება,აი ეს იყო არისტოკრატების ჩაცმულობა. მეფეს თავზე გვირგვინი ედგა და დანარჩენებისგან განსხვავებით შავი ეცვა,რაც მეტად ელეგანტურსა და სიმპატიურს ხდიდა. ჯეჰიონი მეფის მარჯვნივ,შედარებით პატარა სავარძელში იჯდა და შიგ ისე ჩაწოლილიყო,რომ თითქმის არ ჩანდა.

-დაჯექი ლია - უთითებს მეფე ჯეჰიონის გვერდითა სკამზე და მთელი ყურადღება კაცებისკენ გადააქვს - და რადგანაც პრინცესა ლიაც აქ არის,გავაგრძელოთ.

-ინგლისია ჯერ კიდევ არ გვაძლევს ნებას,ჩვენი საქმეები დავიწყოთ - ამბობს ერთი კაცი,რომელსაც ისეთი გამომეტყველება აქვს,თითქოს ყველას მოკვლა შეუძლია.

-ინგლისია მხოლოდ მაშინ მოგცემთ თქვენი საქმის განხორციელების უფლებას,როცა პირობას შეასრულებთ - მკაცრად ამბობს გოგო. თითოულ სიტყვას კვეთს და კაცს მზერით აპატარავებს - მანამ სანამ პირობა არ შესრულდება,ვერაფერს იზამთ,უფლება არ გაქვთ.

-ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ - ახლა მეორე კაცი იღებს ხმას,რომელიც პირველთან შედარებით საკმაოდ მსუქანია და ეტყობა ლაპარაკი როგორც ღლის.

Kingdom ComesOnde histórias criam vida. Descubra agora