-ჯეჰიონ,დარწმუნებული ხარ? - აღელვებული შეეკითხა ლია მის წინ მდგარს,რომელიც პატარა ჩანთაში ალაგებდა ნივთებს და გასამგზავრებლად ემგზავრებოდა.
-ვალდებული ვარ,ლია - თავი ანება ჩალაგებას და კართან დაძაბულად მდგარ გოგოს მიუახლოვდა - როგორც მეფე,იქ უნდა ვიყო.
-არ წახვიდე. მყოფნის ეგოისტობა და გთხოვ,რომ არ წახვიდე. შენს გარეშეც უბრძოლებენ,არ წახვიდე - ხელები დაისრისა,აწყლიანებული თვალებით შეხედა და ტუჩები ნერვულად გაილოკა.
-ლია,ხომ იცი...
-არ მინდა აქ მარტო დარჩენა - აწყვეტინებს - არ მსურს ქვეყნის მმართველად დავრჩე,როცა დიდებულები პატივს არ მცემენ და შესაძლოა შენი აქ არყოფნის მომენტში გადატრიალებაც მომოწყონ. შეიძლება შენც დაკარგო ტახტი,ჯეჰიონ. არ წახვიდე - ცდილობს მყარუ არგუმენტები წაუყენოს დასარჩენად,მაგრამ ხედავს რომ ენას ტყუილა იღლის.
-ვერ დავრჩები - სევდიანად ეცინება - მე მჯერა შენი,მჯერა რომ ქვეყანის დიდებული დედოფალი იქნები.
-მაგრამ...
-და მინდა შენც გჯეროდეს ჩემი,მინდა რომ ირწმუნო ჩემი,როგორც მეფისა და მეომრის - ხელებს წელზე ხვევს,მისკენ იზიდავს - შენი წითელი დალალები დავიციფე,რომ დაგიბრუნდებოდი ლია,დავიფიცე.
-პირობის არ შესრულებას არ გაპატიებ,გესმის ჩემი? - მკაცრად ეუბნება და მკერდზე აწვება - არ გაპატიებ,გასაგებია?
-დამშვიდდი - შუბლზე კოცნის.
-იუტაც შენთან ერთად იქნება,ვთხოვ რომ გვერდიდან არ მოგცილდეს - თავს ანერვიულებული აქნევს - უტა დიდებული მეომარია,ჯერ არცერთს ბრძოლაში წაუგია,მისი იმედი გქონდეს.
-მექნება,კარგი? თუ ეს შენ დაგამშვიდებს,მექნება - დასამშვიდებლად მხრებზე ადებს ხელს,მეორეთი ლოყაზე ეფერება - ახლა კი,ჩემი წასვლის დროა. ჯარი უკვე ადგილზე მელოდება,მაგვიანდება.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.