-ელენა,შენი აზრით რისი ჩაცმა სჯობს მეფის ჩამოსვლისთვის? - სარკის წინ დოინჯშემორტყმული გოგო უკან ტრიალდება და საწოლის დალაგებით გართულ გოგოს ინტერესით უყურებს - ძალიან მყვირალა ფერი ხო არ ჩავიცვა?
-მაგალითად? - საქმის შეუწყვეტლივ ეკითხება მეორეც.
-ყვითელი - იცინის და კვლავ სარკისკენ ტრიალდება.
თმას იჩეჩავს და საკუთარ გამომეტყველებას აკაშკაშებული თვალებით აკვირდება. წელზე ხელს მჭიდროდ იჭერს და სუნთქვას იკრავს,რადგან დღეს კორსეტიანი კაბის ჩაცმას აპირებს და სურს,წინასწარ შეეჩვიოს იმ შემხვუთველ გრძნობას,რომელსაც სულ მალე კაბა მიანიჭებს.
ელენა თავს გაკვირვებული ატრიალებს მისკენ და დაეჭვებით უყურებს ბედნიერს. დიდი ხანია ლია ასეთი არ უნახავს,რადგან ბოლო დროს სულ მოწყენილი სახით დადიოდა. ბოლოს იუტას ჩამოსვლის დღეს გაიღიმა,იქიდან კი 3 დღეა გასული და მის პირმშვენიერ სახეზე ღიმილი არ ყოფილა. ოთახიდანაც კი არ გადიოდა,მუდამ პიანინოს უჯდა და რაღაცას გამწარებით წერდა. როგორც სჩანს,მუზა ეწვია დედოფალს.
-ყვითელი? - ხმა უკანკალებს მოახლეს.
-ვფიქრობ მომიხდება,რას ფიქრობ? - კვლავ მისკენ ტრიალდება და ბედნიერი უცინის.
-ლია,ყვითელი? - დასამოწმებლად კვლავ ეკითხება - არ გიყვარს ეგ ფერი,ამბობ რომ ზედმეტად მყვირალა და უშნო ფერია საიმისოდ,რომ დედოფალმა ჩაიცვას.
-არც ახლა მიყვარს - ცრის კბილებში,მაგრამ სახიდან ღიმილს არ იშორებს - მაგრამ მეფის საყვარელი ფერია. სიკვდილამდე უკანასკნელად ვასიამოვნოთ,რას იტყვი?
-ლია,რა გააკეთე? - შეშფოთებით ეკითხება ელენა,რადგან ხვდება რომ მეგობარმა რაღაც ისეთი ჩაიდინა,რაც ძალიან სარისკო იყო და შეიძლებოდა სიცოცხლესაც გამომშვიდობებოდნენ ამის გამო.
-მე გავაკეთე? - ყალბად იკვირვებს და ხელს გულზე ნაწყები იდებს - მცდარი წარმოდგენა გგქონია ჩემზე ელენა.
ESTÁS LEYENDO
Kingdom Comes
Ficción históricaPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.