7.We are Monarchs.

164 36 26
                                    

ლია ანერვიულებული დაიარება დერეფანში და ცდილობს მღელვარება ჩაიცხროს,თუმცა არ გამოსდის.
წარმოდგენაც კი არ აქვს,როგორ უნდა დაელაპარაკოს მეფეს და დაიყოლიოს ინგლისიას დახმარებაზე,რადგან თავიდანვე იცოდა რომ ამას არ აპირებდა.

ატლასის კაბა ტანზე ლამაზად აქვს მომდგარი და სუნთქვაშიც ხელს უშლის,გაშლილი თმა კი უბრალოდ აღიზიანებს,მაგრამ ვერაფერს იზამს. მისი მოვალეობაა დრესკოდს მიყვეს.
თითებს თმაში იცურებს და თავზე დადებულ პატარა გვირგვინს ეხება.

-ლია? - შორიდან ესმის ბიჭის ძახილი და თვითონაც არ იცის რატომ,მაგრამ შვებით სუნთქავს - რამე ხდება?

-სალაპარაკო გვაქვს ჯეჰიონ,სასწრაფოდ.

-წამომყევი - გოგოს ტონი აშინებს,მაგრამ არ იმჩნევს და კაბინეტისკენ მიჰყავს - ყველაფერი რიგზეა?

-დახმარება მჭირდება - პირდაპირ საქმეზე გადადის ლია.

-დახმარება? რამე გჭირს? - პირდაპირი გაგებით იღებს ჯეჰიონი და სახეზე მცირედი შეშფოთება ეხატება.

ლიას მსუბუქად ეღიმება მის მზრუნველობაზე და ხელების სრესვას იწყებს. გრძნობს,რომ ზედმეტი ადრენალინისგან სისხლი აღარ უმოძრავებს ძარღვებში და თავს ძლივს იკავებს,რომ აქვე არ წაიქცეს.
ის აქ პრინცესაა,რომელიც მალე დედოფალი გახდება. უნდა ჰქონდეს თვითკონტროლის უნარი. ქვეყანა ასეთ საფრთხეში ბევრჯერ ჩავარდება,უნდა შეეძლოს მისი გადაჭრის გზის პოვნა და განხორციელება. ეს მისი,როგორც დედოფლის პირდაპირი მოვალეობაა.
კაბინეტს თვალს ავლებს და მაგიდის წინ მდგარ სკამს ამჩნევს,რომელიც საკმაოდ კომფორტულიც ჩანს და თანამედროვეც.
ნელი,მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიდის მისკენ და ნაზად ჯდება. გრძნობს როგორ ეშვება მისი ფეხები და თვითონაც შვებით სუნთქავს,ახლა აღარ წაიქცეოდა.

ჯეჰიონი აღელვებული უყურებს აკანკალებულ გოგოს და არ იცის რით შეუძლია დაეხმაროს. პიჯაკის ერთ ღილს იხსნის და ისიც სკამისკენ მიდის,რომელიც გოგოს გვერდით დგას.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now