29.Without You

100 25 15
                                    

-უკვე ერთი კვირა გავიდა,ელენა - ხელი წითელი მუხის ხეს დაარტყა ანერვიულებულმა,თან მეორეთი შუბლი მოისრისა. დიდ ხნიანი შეკრული შუბლით სიარულის გამო,სახეზე პატარ-პატარა ნაოჭები ეტყობოდა. თვალები დაღლილობისგან მილეული ჰქონდა,თანაც აწითლებული. როგორც ჩანს,გუშინ მარტოდ დარჩენილმა ემოციებისგან დასაცლელად ყველაზე მარტივ გამოსავალს,ტირილს მიმართა. წითური თმა აბურდული ჰქონდა,მაგრამ მაინც არისტოკრატულად ადგა თავზე და ორმაგად მშვენიერს ხდიდა.

გარეგნული მინუსების მოუხედავად,მაინც შესანიშნავად გამოიყურებოდა. დაღლილობამ უფრო გაალამაზა და შეავსო,თითქოს მთელი ეს დრო ზუსტად ეს აკლდა სრულყოფილებისთვის.

კაბინეტში ისხდნენ და მოუთმენლად ელოდნენ ჯეჰიონის შეტყობინებას,რომელიც უკვე საკმაოდ იგვიანებდა და ამავე მიზეზით,ლია სასტიკად იყო ანერვიულებული. თავს აქეთ-იქით ხრიდა და გვრიგვინის წონა აწუხებდა,მაგრამ მოშორებაც არ შეეძლო,რაც ყველაზე ცუდი იყო.ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და ანერვიულებული ნაბიჯებით დადიოდა მთელს კაბინეტში,რომელიც სიდიდის მიუხედავად, საკმაოდ პატარა ეჩვენებოდა.წიგნის ერთი თაროდან,მეორესთან მივიდოდა,ცოტახანს შეჩერდებოდა,კაბაზე ხელს მოისვამდა დასაწყნარებლად და კვლავ გააგრძელებდა ნერვული ბოლთის ცემას. მუქი წითელი,გრძელი კაბა ეცვა,ხელებზე კი ხელთათმანები ეკეთა. თითზე დიდი,ლამაზი ქვისგან გაწყობილი ნიშნობის ბეჭედი ჰქონდა წამოცმული,რომელიც საოცრად ესადაგებოდა მის დღევანდელ ჩაცმულობას. მიუხედავად იმისა,რომ ჯეჰიონის მის გვერდით არ იყო,ვალდებულება ჰქონდა,რომ კარგად და მოწესრიგებულად ჩაეცვა. დღეს შეხვდერა ჰქონდა ერთ-ერთი ქვეყნის შიკრიკთან,რომელთანაც კორიას სავაჭრო ხელშეკრულება უნდა დაედო.  რომ არა ეს შეხვედრა,მხოლოდ ჯინსის შარვლითა და თბილი პულავერით ივლიდა მთელს სასახლეში,მაგრამ თავზე დადებული გვირგვინის წონა ახსენებდა მის ადგილს სამეფო კარზე და იმ მოვალეობების დავიწყების უფლებასაც არ აძლევდა,რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა აკიდებული,როგორც მძიმე ტვირთი.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now