გოგოს ზურგზე ხელის ნაზი მოძრაობა აღვიძებს. გრძნობს როგორ დაცურავს ნაზი თითები მის ხერხემალზე და სიამოვნებისგან ჟრუანტელი უვლის.თვალების გახელა არ უნდა,რადგან ზედმეტად კარგად გრძნობს თავს მონატრებული მამაკაცის მკლავებში. ყურს ქვემოთ გრძნობს სწრაფ გულისცემას,რაც მისთვის საყვარელი მელოდიაა და სიამოვნებით უგდებს ყურს. მარჯვენა ხელს აცურებს და ბიჭს გულმკერდზე ათამაშებს,წრეების ხაზვას იწყებს. თვალები ჯერ კიდევ დახუჭული აქვს,მაგრამ ჯეჰიონი გრძნობს,რომ ღვიძავს. ხელს უფრო მაგრად უჭერს და მკერდზე მძლავრად იხუტებს,მეორე ხელით კი თმაზე თამაშს უწყებს. მოენატრა მისი წითური დალალები,მასთან თამაში და მისი სურნელი.
-ეს მაკლდა მთელი ეს დრო - ძილისგან დაბოხებული ხმით ამბობს - შენი სურნელი,შენი ჩახუტება,შენი ალერსი. მთლიანად შენ მაკლდი.ვერც კი წარმოიდგენ ისე მაკლდი.
-წარმოიდგინე და შემიძლია წარმოდგენა,იცი? - ეცინება ლიას - თანაც ცხადად,მკაფიოდ და გამოკვეთილად.
-რაც მახარებს - თავზე კოცნის მთელი ძალით და ხელს ოდნავ ადუნებს - მინდა მთელი დღე შეგვეძლოს ასე წოლა,ყოველგვარი პრობლემებისგან შორს და ვისვენებდეთ.
-ერთ დღეს,ზაფხულის სასახლეში წავიდეთ. თუნდაც 4დღით - თავს წევს ლია და პირდაპირ თვალებში უყურებს - ჯერ ვერ აგინაზღაურე,კიდევ მინდა. აქ ეგ შეუძლებელია,ჩემო მეფეო.
-როგორც ჩემი დედოფალი მიბრძანებს,ჩემო ქალბატონო - ტუჩებში მთელი ძალით კოცნის და გოგოს მის ზემოდან იქცევს.
ლიას თმები სახეზე სასიამოვნოდ ელამუნება,მის სურნელს ისუნთქავს და ბედნიერს ეღიმება. მის ზემოდან მოქცეული დედოფალი საოცრად გამოიყურებოდა. ვნებისგან და მონატრებისგან ანთებული მწვანე თვალებით დაჰყურებდა და თითოეულ ნაკვთს იკვლევდა.
-შენი სხეული უფრო გაკაჟებული,ძლიერი და მკვრივია - მკერდზე ხელის გადატარების შემდეგ ამბობს - ასეთი ჯეჰიონი მომწონს.
KAMU SEDANG MEMBACA
Kingdom Comes
Fiksi SejarahPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.