-თქვენო უდიდებულესობავ,ადგომის დროა - ძილში ჩაესმის კრძალვით ნათქვამი სიტყვები,თუმცა იმდენად არის დაღლილი,რომ არც კი ტოკდება - ლია,უნდა ადგეთ. შეხვედრა გაქვთ,დაგავიწყდათ? - ხმაში აღელვება ეპარება - მნიშვნელოვანი შეხვედრაა.
-ელენა,არ შეიძლება უბრალოდ გადავდოთ? - ჯერ კიდევ თვალებდახუჭული ეკითხება - ძალიან ვარ დაღლილი,არ მძინებია.
-ლია,დედოფალი გახდები. შეეჩვიე ამას - მკაცრად,მაგრამ მაინც მოწიწებით ეუბნება მსახური და უკან რამდენიმე ნაბიჯს დგამს - სწრაფად ადექით,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მინისტრები გაგიწყრებიან.
ლია ერთხელ,ღრმად ოხრავს და საწოლზე ჯერ კიდევ თვალებდახუჭული ჯდება. ცოტახანს ცდილობს გამოფხიზლდეს,შემდეგ კი ისედაც არეულ წითურ დალალებს უფრო ირევს და ფეხზე სწრაფად დგება. ამის გამო წონასწორობის შეკავება უჭირს და საწოლზე პირქვე ეცემა.
-სულელო - საკუთარ თავზე მწარედ ეცინება და ამჯერად ნელა დგება,შემდეგ კი სააბაზანოსკენ მიდის.
როგორც ყოველთვის,ახლაც საოცრად ცხელი წყლით იწესრიგებს თავს და ხელგაშლილი ელოდება ელენას,რომელსაც მისი შემოსვა და მოკაზმვა ევალება, ისე თითქოს სამუზეუმო ექსპონანტი ყოფილიყოს.
არადა დედოფლები მართლაც სამუზეუმო ექპონანტები არიან,მაგრამ ლია არ აპირებდა ასეთად ყოფნას.
კორიისთვის პირველი ქალი მონარქი იქნებოდა,რომელიც ქვეყნის მართვაში მიიღებდა მონაწილეობას.საბოლოოდ ელენა მუქ ცისფერ კაბაში აწყობს და თავზე როგორც ყოველთვის, პატარა დიადემას ადგამს.
-მუქი ლურჯი სიმბოლოა საქმისადმი სიყვარულის და თავდადების,წესით ამან ლორდებზე და მინისტრებზე გავლენა უნდა მოახდინოს - საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი ამბობს ელენა და უკან იხევს შესაფასებლად - საოცრად გამოიყურებით პრინცესა.
-არავისზე ვაპირებ შთაბეჭდილების მოხდენას ელენა. ისინი ჩემი ქვეშევრდომები არიან,ვალდებულები ბრძანდებიან მოვწონდე და დამემორჩილონ - მბრძანებლური კილოთი ამბობს და მზერას კარისკენ აპარებს - გუშინ როგორი დრო გაატარეთ?
ESTÁS LEYENDO
Kingdom Comes
Ficción históricaPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.