დერეფანში,გასასვლელთან ჩანთები ელაგა და ისე არეულად იყო მიმოფანტული,რომ მოსიარულე ადამიანი აუცილებლად გამოედებოდა.
სამი დიდი ჩემოდანი იყო,ერთი მუქი ყავისფერი და მათ გვერდზე სკივრიც იდგა,რომელშიც ლიას კაბები ელაგა.სამეფო წყვილი დასასვენებლად მიემგზავრებოდა ზაფხულის სასახლეში. რადგანაც გოგომ ძველი მეგობარი გააცილა,უკვე აღარაფერი აკავებდა აქ და ცოტახნიან დასვენებაზეც არ უთქვამს უარი. კარგი იქნებოდა თუ გაერიდებოდა ინტრიგებსა და მუდმივ დაძაბულობას,ცოტახნით მაინც დაისვენებდა საყვარელ მამაკაცთან ერთად.
ჯეჰიონი აჟიტირებული იდგა კართან და უყურებდა როგორ დაქოთქოთებდა მისი ცოლი მოსამსახურეებს. რა სასიამოვნო იყო საყვარელი ქალისთვის ცოლის დაძახება,გულში სითბო ეღრვებოდა ამის გაფიქრებისას.
ლია ანერვიულებული დაიარებოდა დერეფანში და მსახურებს ეჩხუბებოდა,უნდოდა რომ ნაზად მოქცეოდნენ მის ნივთებს და არაფერი გაეფუჭებინათ. სკივრში ჩაწყობილი კაბები ერთადერთი რამ იყო,რაც ინგლისიადან დარჩა და არავითარ შემთხვევაში დაუშვებდა,რომ მათ რამე დამართნოდა ამ უპასუხისმგებლო მსახურების გამო.
-ერთ რამეზე ვღელავ - მოულოდნელად მიუბრუნდა ქმარს და ხელები გადააჯვარედინა.
-გისმენ - გადაჯვარედინებული ხელები გააშლევინა და საკუთარი ჩასჭდიდა - შეგიძლია მითხრა.
-არ მომწონს,რომ ლორდ ლის ასე თავისუფლად ვტოვებთ - გაანდო გულის ნადები - სრულიად შესაძლებელია ჩვენს არ ყოფნაში რამე დაგეგმოს. არ ვენდობი მაგ კაცს,ჯეჰიონ.
-ისევე როგორც მე,მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს ლია - ხელს ძლიერად უჭერს - ტრადიციაა,რომ ახლად დაქორწინებულები მაქსიმუმ 2 კვირით წავიდნენ სასხლიდან,ყოველგვარი აურზაურისგან შორს.
-რათა მემკვიდრე გააჩინონ,ვიცი - ღრმად ოხრავს - მაგრამ აუცილებელია ამ ტრადიციის დაცვა,როცა აჯანყების ზღვარზე ვართ?
ESTÁS LEYENDO
Kingdom Comes
Ficción históricaPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.