-თქვენო აღმატებულებავ,თავს როგორ გრძნობთ? - ეკითხება პატარა ტანის გოგო,რომელსაც მუქი შავი ტანისამოსი აცვია. სახეზე საოცარი შეშფოთება აწერია,რადგან ღელავს დედოფალზე. მისთვის ლია მხოლოდ დედოფალი არ იყო,დედობასაც უწევდა და ისე უყვარდა,როგორც მშობელი. მისი ტანჯვა სტკიოდა და თვითონაც ტანჯავდა პატარას,მაგრამ იცოდა, რომ ვერაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად,რაც ორმაგად ასევდიანებდა.
ლიას გადაწყვეტილებით,სასახლეში ყველას შავები უნდა სცმოდა,რადგან გრძნობდა მოახლოვებულ აღსასრულს.მთელი სხეულის ტკივილი,სუნთქვის სიძნელე ატყობინებდა,რომ დიდხნიანი სიცოცხლე არ დარჩენოდა,თუმცა ეს არც ადარდებდა. სიცოცხლე მობეზრებული ჰქონდა,ამიტომ არ ეწინააღმდეგებოდა ბედს. მოთბინებით ელოდა იმას,რასაც უმზადებდა.
დიდი დრო გასულიყო ინგლისიაში დაბრუნებიდან. მთელი ეს დრო,ლია დიდებულად მართავდა ქვეყანას. არც ერთხელ დატყობია ის ტანჯვა,რასაც განიცდიდა.მხოლოდ ღამე,ოთახში შეკეტილი აძლევდა თავს უფლებას ეტირა და ემოციებისგან დაცლილიყო.ჯისონი რამდენჯერმე ესტუმრა კიდეც მას,მაგრამ თვითონ არც ერთხელ ჩასულა კორიაში. ამის ძალა არ შესწევდა,ზედმეტად სუსტი აღმოჩდნა წარსულისთვის თვალის გასასწორებლად. მშიშარა,რომელიც წარსულმა დააფრთხო,თუმცა საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. ჯეჰიონის სიკვდილის შემდეგ ზედმეტად ფრთხილი,სუსტი და მშიშარა გახდა.
-თავი მტკივა - სუსტად ამოთქვა და თავზე ხელი მოისვა,ნელა გადაიტარა შუბლზე ხელი,თითქოს ეს ტკივილს გაუქრობდა.ხმა იმდენად ჩუმი და ჩახლეჩილი ჰქონდა,რომ მისი სიტყვები ძლივს გაისმა ოთახში.
მის ძველ ოთახში იყო,დედოფლის აპარტამენტში გადასვლაზე დაბრუნებისთანავე განაცხადა უარი. პატარა,მაგრამ მყუდრო ოთახი ერჩივნა დიდსა და ცივს. საწოლის პირდაპირ დაკიდულ პორტრეტს მიაშტერდა და თვალები დახუჭა. ახლა არა,ახლა არ უნდა ენახა ეს ყველაფერი. დანებდებოდა,მაგრამ ამის წინააღმდეგი არც ყოფილა.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.