34.Don't Leave me,I Wont forgive u

113 24 16
                                    

ოთახის კართან მისული ჩერდება და დასამშვიდებლად ღრმად სუნთქავს.ცდილობს დაძაბულობა მოიშოროს,რადგან იცის,რომ გოგო მისი დანახვისთანავე მიხვდება რაღაც რომ ხდება და იმდენ კითხვას დაუსვამდა,მაინც გამოიჭერდა და სიმართლეს ათქმევინებდა.

-აბა,მზად ხარ სასეირნოდ? - ოთახში დაძაბული შედის ჯეჰიონი,მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.

-მოყევი რა მოხდა კრებაზე და რა გაიგე - თვალის ერთი შევლებით ყველაფერს ხვდება და გამჭოლი მზერით უყურებს ბიჭს.

-არაფერი ხდება,საერთოდ რა უნდა მომხდარიყო? - თემას თავს არიდებს ბიჭი და დასამშვიდებლად უღიმის.

-ჯეჰიონ,მოდი აქ - საწოლზე ხელს ურტყამს და ანიშნებს,რომ გვერდით ჩამოუჯდეს.

-ლია... - იწყებს ბიჭი,მაგრამ გოგოს მზერის დანახვისთანავე ჩუმდება და სურვილს უსრულებს,გვერდით უჯდება.

ლია ხელს კიდებს,პულსს უმოწმებს და მალევე ხვდება,რომ ქმარი ატყუებს. მარტივად ხვდებოდა როდის იტყუებოდა ჯეჰიონი. ყოველთვის გულისცემა უჩქარდებოდა ყურები სასტიკად უწითლდებოდა. ვერასდროს ტყუიოდა მაშინ,როცა ყურები უჩანდა და ახლაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა. თმა ყურს უკან ჰქონდა გადაწეული,რითაც მკაფიოდ ჩანდა მისი გაწითლებული სმენის ორგანო.

-ვერ მომატყუებ ჯეჰიონ,ეს იცი - იწყებს საუბარს ლია და გაჭირვებით ჯდება საწოლზე. ზურგსუკან დალაგებულ ბალიშებს ეყრდნობა და ბიჭს უყურებს - ყოველთვის ვხვდები როდის მატყუებ,როდის გაწუხებს რაღაც. კარგად გიცნობ ჯეჰიონ,ისე კარგად, რომ მზერითაც კი ვხვდები რას ფიქრობ.

-არაფერს... - იწყებს ჯეჰიონი,მაგრამ ლიას გამკიცხავი მზერის დანახვისთანავე ჩუმდება.

-მგონი შეთანხმებულები ვართ,რომ ერთმანეთს არაფერს დავუმალავდით,არა? - წარბს უწევს - როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა,როცა რაღაცას მიმალავ ჯეჰიონ? თანაც ეს რაღაც,საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული ჩანს.მომიყევი,ამას არ გთხოვ,გიბრძანებ როგორც დედოფალი და როგორც შენი ცოლი.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now