-უბრალოდ არ მოგბეზრდა? - ოხრავს ხმამაღლა და მისკენ მიდის.
ლია ბალახებშია ჩაწოლილი და ცას აჰყურებს. ხელები განზე აქვს გაშლილი და ვარსკვლავის პოზაშია გაშხლართული. წითური თმა ლამაზადააა ბალახზე გაფენილი და საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნის. თვალები ცისთვის აქვს მიშტერებული და მზერაში სიხარული ეტყობა. ისეთი გახარებულია,რომ ბიჭსაც ედება სიხარული.
-უბრალოდ იმდენად კარგად ვარ ჯეჰიონ,რომ აღარ მინდა აქედან წასვლა - თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს,თითქოს ყველა დარდს ამ სუნთქვას ატანდეს - რთულია სამეფო ოჯახში ცხოვრება,მითუმეტეს მაშინ,როცა დედოფალი ხარ.
-მე ჯერ პრინცი ვარ,მაგრამ მაინც მესმის შენი - ეუბნება ბიჭი და გვერდით უწვება. ისიც ვარსკვლავის პოზაში იშხლართება და გოგოსავით ცას აჰყურებს.
ცა გაცრეცილი ნაცრისფერია,აქა-იქ ღრუბლებიც კი ჩანს. მზე არსადაა,რაც იმაზე მეტყველებს,რომ მალე იწვიმებს. წვიმა დედამიწას ცოდვებისგან ათავისუფლებს და ამიტომაც ლია მოუთმენლად ელოდება,თუ როდის ატირდება ცა ლამაზად. უყვარს წვიმის წვეთების ყურება,თუ როგორ ეცემიან ისინი ცივ მიწაზე და ყოველგვარ ბოროტებას შლიან დედამიწიდან.
-არც პრინცებს აქვთ ნაკლები ცხოვრება,ეს შენც იცი - მსუბუქად ხითხითებს - უკვე ერთი კვირაა აქ ვართ და ისე დავისვენე,მგონია ცხოვრებაში აღარ დავიღლები.
-ეგ იმიტომ,რომ აქ მე ვარ - ამაყად და თავდაჯერებით პასუხობს ჯეჰიონი,თან ხელს კიდებს და მთელი ძალით უჭერს - ხო,რას ვიზამთ.
-ასე კარგად რომ არ ვიწვე,კარგადაც ჩაგარტყამდი - უკმაყოფილოდ ბუზღუნებს ლია და ცოტახნიანი სიჩუმის შემდეგ სიცილი უტყდება.
მისი სიცილი ბიჭისთვის საყვარელი მელოდია იყო. უფლება რომ მიეცათ,სამუდამოდ მოუსმენდა და არ მობეზრდებოდა. მსუბუქი,მელოდიური და საოცრად სასიამოვმო მოსასმენი იყო,თითქოს მღეროდა სიცილისას.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.