17.Kingdom Comes

129 35 23
                                    

-როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ფუსფუსი სასახლეში? - აქოთქოთებული შედის ლიას ოთახში ელენა,თან ხელში მოქცეული ჩვარით ხელებს იწმენდს - დავიღალე უკვე,აღარ შემიძლია. მინდა დავისვენო,შესაძლებელია? არა,რა თქმა უნდა,ძილშიც კი არ მძინავს.

-ელენა - აწყვეტინებს მონოლოგს - ამოისუნთქე,კარგი? - ხითხითებს და პიანინოს ხურავს,შემდეგ კი გოგოს უბრუნდება - ახლა დაწყნარდი და ისე ამიხსენი რა ხდება.

-შენ მთელი დღეები ჯეჰიონთან ერთად ხარ კაბინეტში შეკეტილი,არ გეცოდინება ბევრი რამ - სავარძელში გასავათებული გამომეტყველებით ესვენება - მჯერა,რომ შენც ჩემსავით იღლები,მაგრამ ლია,ფიზიკური სამუშაო გონებრივზე მძიმეა.

-არავინ გეწინააღდეგება - გამამხნევებლად უღიმის - ახლა კი მითხარი,რა ხდება?

-საქორწილო სამზდისია - წუწუნებს - ძალიან ბევრ კერძებს გვაკეთებინებენ. დედოფალი ამბობს,ეს ცივი კერძებია და დიდი ხნით ადრე უნდა გაკეთდეს,ცხელს კი ქორწილის დღეს მოამზადებთო.

-მართალი უთქვამს - მოსწონს დედოფლის სიტყვები - მეტი?

-სასახლის თითოეულ კუთხეს ვაფორმებთ და ვრთავთ ქორწილისთვის.ასევე მთავარი დარბაზიც მოსართავია და რას ყველაზე მთავარია,ხალიჩაა გასარეცხი - ოხრავს დაღლილი - ასევე შენ კაბაზე უნდა გავიდე ქალაქში,რადგან მკერავი არ კადრულობს აქ მობრძანებას და სტუმრად ჩამოსული დიდებულებისთვის, ოთახებია გასაწყობი.

-შენ მართლა ძალიან დატვირთული ყოფილხარ - ეცინება ლიას - ამიერიდან დაღლილობაზე თუ ვიწუწუნე,ნებას გრთავ კარგად გამარტყა.

-რას ამბობთ, თქვენო უდიდებულესობავ,მე როგორ გავბედავ თქვენზე ხელის აღმართვას - შეშფოთებით პასუხობს ელენაც.

-დამშვიდდი ელენა - ხმით ეცინება გოგოს - როცა კაბაზე წახვალ,დოიონიც თან წაიყოლე. არ მინდა მარტო იარო სასახლის გარეთ.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now