25. King Is Dead

122 24 38
                                    

ლიასა და ჯეჰიონის სასახლეში დაბრუნებიდან მეოთხე დღეს,საზარელი ამბავი გავრცელდა სამეფოში.

მეფე გარდაიცვალა.

ეს ამბავი პირველმა გოგომ გაიგო,რადგან იმ დროს ზუსტად მეფის საძინებელში იმყოფებოდა და სიკვდილის წინ ნათქვამ სიტყვებს უსმენდა.

-ვიცი რომ შენ მომწამლე - უკანასკნელი ძალები მოიკრიფა მეფემ და ჩახლეჩილი ხმით უთხრა გოგოს - მაგრამ არ გადანაშაულებ,ჩემი აზრით სწორად მოიქეცი.

-მადლობა,თქვენო უმაღლესობავ - უნდოდა სიკვდილის წინ მაინც ესიამოვნებინა მომაკვდავი,ამიტომაც თბილი ხმით დაეთანხმა.

-კორიას მიხედე ლია,მას შენს ხელში ვტოვებ - ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა და თვალები დახუჭა. ამ დროს შესუსტდა მოჭერილი ხელი და სულ მალე ოთახში მხოლოდ გოგოს მძიმე სუნთქვა ისმოდა.

მეფე გარდაიცვალა.

-მშვიდად განისვენეთ,თქვენო აღმატებულებავ - უკანასკნელი სიტყვებით გააცილა მეფე და კარისკენ წავიდა. სასახლისთვის უნდა ემცნო სამწუხარო ამბავი,რომელიც მისთვის საბედნიეროც აღმოჩნდა.

-მეფე გარდაიცვალა - ჯეჰიონის კაბინეტში შესულმა გამოაცხადა და დიდებულების რეაქციებს დაელოდა.

პირველი მდგომარეობიდან ბიჭი გამოერკვა,სავარძელში ჩაესვენა და სახეზე ხელები მოისვა. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო,თავზე გვირგვინს იდგამდა.

ლორდმა ლიმ ჩუმად ამოიოხრა,თეიონმა კი თავი დახარა. დანარჩენმა ლორდებმა მხოლოდ თვალები დახუჭეს და გარდაცვლილ მეფეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

-კორონაცია უნდა დავგეგმოთ - აცხადებს ლორდი ლი ჩუმად,თითქოს არ უნდოდა ხმის ამოღება - და რაც შეიძლება სწრაფად.

-ჯერ მეფეს გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე,შემდეგ კი შეგეძლებათ ის გააკეთოთ,რაც გსურთ - ჯეჰიონის სახის შემხედვარე,ლია ხვდებოდა რომ არ იყო ახლა კორონაციის დრო. ხვდებოდა,რომ ბიჭს ამის ძალა ჯერ არ გააჩნდა,დრო სჭირდებოდა ახალ ტიტულთან შესაგუებლად. თვითონაც ასე იყო,თვითონაც სასტიკად გაუჭირდა. როცა 12 წლისას გამოუცხადეს ყველაფერი,ჯერ კიდევ ბავშვი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now