სასახლეში სიჩუმეა,მხოლოდ მსახურების ჩუმი გადალაპარაკება ისმის. მეფე და ჯეჰიონი ახლა თათბირზე არიან,ლია და დედოფალი კი სასახლის გარშემო ჩუმად სეირნობენ.
დღეს ეირლენდის შიკრიკი უკან ბრუნდებოდა და გოგოს პასუხი უნდა ეთქვა,მაგრამ ჯერ თვითონაც არ იცოდა რას აპირებდა. გული აქ დარჩენისკენ მოუწოდებდა,ჯეჰიონთან,მაგრამ ტვინი ეუბნებოდა,რომ წასულიყო და ინგლისიას დახმარებოდა. დანიელი უკვე მეფე იყო,ჯეჰიონს კი ჯერ მოცდა მოუწევდა. რთული სიტუაციაა,მაგრამ არა ისეთი,რომელსაც ვერ გადაწყვეტ.
კარგ დედოფალს ყოველთვის აქვს გეგამა.
-მომიყევით როგორი იყო ბავშვობაში ჯეჰიონი - მიმართავს ქალს,რადგან ეს სუჩუმე უკვე აუტანელია.
-თავიდან ცელქი ბავშვი იყო,მაგრამ მეფე მკაცრია - ჩუმად თქვა მანაც - არ ეგუებოდა მის სიცელქეს,მუდამ ცდილობდა მისგან წყნარი და სერიოზული პიროვნება გამოეყვანა. მკაცრად წვრთნიდა და თავისუფლების ნებას არ აძლევდა,მე კი ვერ ვეწინააღმდეგებოდი.
-ის მეფეა, თქვენო აღმატებულებავ.
-მაგრამ მე დედოფალი ვარ პრინცესა ლია.დედოფალი,რომელსაც ძალა არ გააჩნია - ნაღვლიანად ამბობს ის - არადა სულ მინდოდა,რომ ქმრის გვერდით მემართა სახელწმიფო.
-მართავთ კიდეც .
-არა ჩემო კარგო,ეს მართვა არ არის - ეცინება ქალს - მე უბრალოდ საზოგადო ფიგურა ვარ,სათამაშო და ჯეჰიონიც ასეთივე იქნება,სანამ მეფე არ გახდება.
-მაგრამ მეფე დიდ ხანს ვერ გახდება.
-ზუსტად - თავს მოწონებით უქნევს - ჭკვიანი გოგო ხარ.
ლია ნაბიჯს ანელებს და საბოლოოდ ადგილზე ჩერდება. ქალს დაკვირვებით უყურებს და სიტყვებს ფრთხილად არჩევს.
-ამით თქვენ რას მოიგებთ?
-ჩემი შვილის ბედნიერებას.
-ვერ დამაჯერებთ,რომ მხოლოდ ეგ გსურთ - ყინულივით ცივი ხმით ამბობს ლია და დედოფალს ისეთი შეგრძნება ეუფლება,თითქოს ცივ წყალში ჩააგდეს და ფილტვები ასტკივდა.
أنت تقرأ
Kingdom Comes
أدب تاريخيPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.