2.First Fight

289 48 50
                                    

დილა ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით იწყება. ნაზად ეფინებიან არემარეს და საწოლზე მწოლიარემდეც აღწევენ,აიძულებენ თვალები გაახილოს და გამოფზიხლდეს.

პრინცესას არასდროს ყვარებია დილას გაღვიძება,რადგან ეს იმას ნიშნავდა,რომ კიდევ ერთი დღე უნდა გაეძლო,უნდა ეცხოვრა. არასდროს ყოფილა ცხოვრება მარტივი და არც არასდროს იქნებოდა.

-ადექით თქვენო უდიდებულესობავ,საუზმეზე დაგაგვიანდებათ - ოთახში ელენა შემოდის და საწოლზე წამომჯდარს ქედს უხრის - მეფეს და დედოფალს დაგვიანება არ უყვართ.

ლია ღმად ოხრავს და არეულ თმებს შეძლებისდაგვარად ისწორებს. მისი თმა ურჩია,ისევე როგორც ის,შინაგანად. ბევრჯერ უფიქრია გაქცევაზე,დაუმორჩილებლობაზე,მაგრამ ხვდებოდა,რომ მასზე მისი ქვეყნის ბედი იყო დამოკიდებული და თავს ურჩობის უფლებას ვერ აძლევდა. დედოფალს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააჩნდეს,თუ უნდა რომ ქვეყანა მართოს.

 საწოლიდან ჯერ ერთ ფეხს ყოფს,შემდეგ მეორეს და როცა მყარად დგება,ხელებს შლის,მსახურებს ანიშნებს დაიწყონ.

-დღეს რამე მსუბუქი მინდა,არანაირი კორსეტი - იძლევა ბრძანებას.

საბოლოოდ მუქ ლურჯ კაბას იცვამს,მკერდზე ლამაზი დეკოლტით. თმას მაღლა უმაგრებენ და პატარა გვირგვინს ადებენ,როგორც პრინცესას შეჰფერის.  სახეზე ცოტა ფერუმარილს უსვამენ და ნაბიჯს უკან დგამენ,რაც იმის მანიშნებელია,რომ მისი გამოწყობა დაასრულეს. ტუჩები ისედაც სისხლივით წითელი ჰქონდა,ამიტომ დიდი ხანია ტუჩსაცხის ხმარებაზე უარი განაცხადა. დიდად არც სამკაულები უყვარდა და შესაძლებლობებიც არ ჰქონია,რომ ეტარებინა,ამიტომ არც ახლა გაუკეთებია და ისე ჩავიდა სამეფო დარბაზში,სადაც ხშირად მიირთმევდა სამეფო საზოგადოება.

-მეზიზღება,რომ კორეულად მიწევს საუბარი და არა ჩემს მშობლიურ ენაზე -  სისინებს ლია,მაგრამ სასადილოში შესვლისთანავე ფართოდ იღიმის - მომიტევეთ დაგვიანება თქვენო უმაღლესობავ - თავს ნაზად უკრავს მეფე-დედოფალს,პრინცს უღიმის და მის მოპირდაპირედ  ჯდება,როგორც პრინცესას შეჰფერის.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now