13.Silence

136 33 16
                                    

-დღეს იუტა უნდა ჩამოვიდეს,არა? - ჰკითხა საწოლზე წამომჯდარ ლიას ოთახში ახლად შემოსულმა ელენამ.

-კი,მაგრამ როდის არ ვიცი - იზმორება წითური და კვლავ წვება - ძალიან დაღლილი ვარ ელენა. დედაჩემი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.ცდილობს რომ ჯეჰიონთან ნაკლები დრო გავატარო და სახელმწიფო საქმეებში არ ჩავერიო.როცა ჯეჰიონი კრებებზე მიწვევს ,არ მიშვებს.უკვე დამღლელია.

-სხვა გზა არ გაქვს ლია,ეს შენც იცი - მზრუნველი ხმით ეუბნება - მიუხედავად იმისა,რომ დედოფალი ხარ,ეს საქციელი უნდა აიტანო თუ არ გინდა,რომ სახელმწიფოში გადატრიალება მოგიწყონ.

-ვიცი და ზუსტად ეგ მაჩერებს,თორემ აქამდე დიდი ხნით ადრე გადავასახლებდი მარგარიტას სადმე შორს,საიდანაც ვერ მომწვდება - ამოიოხრა ბრაზით და თავი ბალიშებში ჩარგო - ცოტა ხანს კიდევ მაცალე ძილი და როცა მივხვდები,რომ უკვე დავისვენე,ჩემით ავდგები.

-დიდ ხანს არ გაგიგრძელდეს - არიგებს გასვლამდე ელენა და კარს იხურავს.

-ვერ ააყენე,არა? - კართან მდგარი დოიონი სიცილით ეკითხება და თმას ყურს უკან უწევს.

-მართლა ძალიანაა დაღლილი - ეწუწუნება ბიჭს - დედამისი სულიერად ფიტავს.

-ასეთი ცუდი დედაა? - დაბნეული წევს წარბს დოიონი.

-ქალბატონი მარგარიტა დედა საერთოდ არ არის - მკაცრად ამბობს ელენა - და არც არასოდეს ყოფილა.

-ჩვენი დედოფალი პრინცისთვის შესანიშნავი დედა იყო - კარის ჩარჩოს ეყრდნობა - სულ თბილად ექცეოდა.

-ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,შესაბამისად მოქცევის განსხვავებული ხერხი ექნებოდათ.

-არ გინდა ბაღში გავიდეთ? - სთავაზობს ბიჭი.

-პოსტზე ხარ დოიონ,რა სისულელეა - თავს აქნევს - ეს რომ პრინცმა ჯეჰიონმა გაიგოს,იცი რომ კარგი დღე არ დაგადგება.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now