14.Old Friend

139 32 31
                                    

-ესეიგი ყველაფერი მზადაა? - დერეფნებში დედოფლის აღელვებული ხმა ისმის.

-დედა,დაწყნარდი - უახლოვდება ჯეჰიონი - ყველაფერი კარგად იქნება.

-არ მინდა იპონიის მეფეს იმედები გავუცრუოთ -აღელვებით პასუხობს ქალიც.

-არ გავუცრუებთ - ამშვიდებს ბიჭი და ხელს გამამხნევებლად ადებს მხარზე - კორიას არასოდეს გაუცრუებია სტუმრისთვის იმედები და ახლაც არ ვაპირებთ.

-ვიცი და ეს მამშვიდებს - ნიკაპზე ხელს ისვამს -რაღაცნაირად.

ჯეჰიონის უკან მდგარ ლიას ჩუმად ეცინება ამ სიტყვებზე,მაგრამ თვალებით ჯერ კიდევ ვიღაცას ეძებს. არ სურს იპოვოს,მაგრამ მაინც ეძებს.
როცა ვერავისაც ვერ ამჩნევს,შვებით სუნთქავს და ბიჭისკენ ბრუნდება,მაგრამ ზუსტად ამ დროს თვალის კუთხით ხედავს მათკენ სწრაფი ნაბიჯებით მომავალ ქალს,რომელსაც სახეზე აღუწერელი ბრაზი ემჩნევა. წარბები კუშტად აქვს შეკრული,ტუჩები წვრილ ზოლად მოკუმული,თვალებში კი საოცარი მრისხანება იკითხება.
ამ სანახაობით შეშინებულმა ლიამ უკან დაიხია და ბიჭის მხარს ამოეფარა. ჯეჰიონმა გაკვირვებულმა გააყოლა მის მზერას თვალი და მარგარიტას დანახვისთანავე მიხვდა ყველაფერს,თუ რა აწუხებდა მასზე აკრულს. გამამხნევებლად უჭერს ხელს და ქალს უბრუნდება.

-გამარჯობა ქალბატონო მარგარიტა - მიმართავს ქალს და ყურადღებას არ აქცევს მის ბრაზიან გამოხედვას.

ქალი ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია იმას,რომ დედოფალი აღარ იყო. ყოველთვის ბრაზდებოდა და არაკომფორტულად იშმუშნებოდა მიმართვა 'ქალბატონზე',რადგან თვლიდა,რომ მის სტატუსს აკნინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ერთი უბრალო სიტყვით.
ჯერ კიდევ დიდებულს,სურდა მისთვის ასევე დიდებულად მიემართათ,მაგრამ გზას ქალიშვილი უღობავდა და ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება შეეძლო.

მარგარიტამ მის მწვანე კაბაზე ხელი ნაზად აისვა,თითქოს უხილავი მტვერი გაიფერთხა და ძალით გაიღიმა,მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით,რომ ტუჩები დაღრაჭა.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now