11.Letters

153 29 16
                                    

-არ გინდა გავისეირნოთ? - სასადილოსკენ მიმავალ ლიას ეწევა ბიჭი და ფართოდ უღიმის - ცოტა დასვენება არ გვაწყენდა.

-დასვენება? - ისეთი ტონით კითხულობს,თითქოს არასოდეს აქვს განაგონი ეს სიტყვა - ეგ რა არის?

-წამოდი ლია - სიცილით კიდებს ხელს და დიდი ბაღისკენ მიუძვღვის.

-დაკვირვებული ხარ,რომ ბაღი ჩვენი თავშესაფარი გახდა მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედი? - დაბალი ხმით კითხულობს გოგო და ბიჭისკენ ახლოს იწევა - როცა განმარტოვება გვინდა თითქმის სულ აქ მოვდივართ.

-ალბათ იმიტომ,რომ სასიამოვნო ემოციებს აღძრავს - პასუხობს ბიჭიც და ჩუმდებიან.

ხელი-ხელ ჩაკიდებულნი მისეირნობენ უდიდეს ბაღში,რომელსაც გარს უშველებელი გალავანი არტყავს და სიჩუმით ტკბებიან. არცერთს სურს ამ სანუკვარი მომენტის გაფუჭება,მაგრამ სიჩუმეც აუტანელი ხდება მიუხედავად იმისა,რომ სულაც არ იყო დამღლელი.

-იცი,რომ გადატრიალების მოწყობას გიპირებენ? - საბოლოოდ სიჩუმით  დაღლილი ეკითხება პრინცსს - მეც ძალიან ცუდად მიყურებენ. ისე თითქოს არ ვიყო ქვეყნის სამართავად მზად,ეჭვი ეპარებათ ჩემში.

-ჯერ არაფერი შეგვიძლია - თავს უქნევს,რადგან ხვდება გოგო რისკენაც მიანიშნებს - ჯერ ჩვენი ძალაუფლება არ არის ისეთი დიდი,რომ რამის მოქმედება შევძლოთ. მხოლოდ შეგვიძლია დაველოდოთ და ამისათვის უდიდესი მოთბინებაა საჭირო.

-რომელიც საკმარისზე მეტიც მაქვს - ხუმრობს ლია - თუ გინდა გაგიზიარებ.

-უარს არ ვუტყოდი,ხომ ხედავ ბრაზის მოთოკვა მიჭირს.

-ეგ უნდა გამოვასწოროთ ჯეჰიონ - სერიოზულდება - მონარქი,მითუმეტეს მეფე, ასეთი ფიცხი არ უნდა იყოს. შენს ბევრ გადაწყვეტილებაზე მოახდენს ეს გავლენას და ბევრ რამეშიც შეგიშლის ხელს.

-ვიცი - თავს დამწუხრებით უქნევს ისიც - დედა და მამა გამუდმებით ცდილობდნენ ჩემი ამ ნაკლის გამოსწორებას,მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. არავინ მყავდა ისეთი,ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა,ვისაც დავეყრდნობოდი და ვენდობოდი. სასახლეში ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა,ვისაც შეგიძლია ენდო.

Kingdom ComesWhere stories live. Discover now