ლია დერეფანში არეული ნაბიჯებით დადის,რადგან დღეს მნიშვნელოვანი დღეა.
დღეს მეორედ ხდება დედოფალი,მეორედ ადგამენ გვირგვინს კანონიერად თავზე. მეორედ ბოჭავენ უფლებებითა და მოვალეობებით,მეორედ უჭრიან თავისუფლების ფრთებს. მერედ ადებენ ხელზე ბორკილებს. ზუსტად მეორედ ავალდებულებენ ქვეყანა დაიდოს მხრებზე,რადგან ქვეყანა და მონარქი ერთია.
გრძელი, მუქი წითელი კაბა აცვია. ისეთი მუქია,რომ სიშავეში გადადის. კაბას ლამაზი როლინგი აქვს,გრძელ კისერს უფრო უკვეთავს და უფრო დიდებულ იერს აძლევს. ნაჭერზე გრძელი ძეკი უკეთია,რომელსაც თავისი სახელი აწერია. ფეხზე შავი მაღლები აცვია.ზუსტად ის,რომელიც ჯეჰიონმა აჩუქა ჩამოსვლისას.
წითური თმა გაშლილი და კარგად დასწორებული აქვს. საოცრად უხდება სწორი თმა,მაგრამ ხვეულში მაინც უფრო მიმზიდველი იყო.
-გამომყევით,თქვენო აღმატებულებავ - მასთან მსახური მიდის და თავის დაკვრით ანიშნებს,რომ მას გაყვეს სატახტო დარბაზისკენ,სადაც მთელი სასახლის დიდებულები არიან შეკრებილნი.
-ჯეჰიონი? - ეკითხება ლია,თმას ისწორებს და სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს ფეხს უწყობს,ცდილობს არ ჩამორჩეს.
-ის უკვე კართან გელოდებათ,ჩემო ქალბატონო - თავით კარისკენ მდგარი ბიჭისკენ ანიშნებს,რომელსაც გულზე ხელი აქვს დაკრეფილი და უაზრო გამომეტყველებით იცქირება.
ჯეჰიონსაც წითელი კოსტუმი აცვია,შიგნიდან შავი პერანგით.
მის უკან მსახურები დგანან ორი ქურქით ხელში,რომელიც შავითა და თეთრი ბეწვითაა გაფორმებული,ისე მთლიანად წითელია.
კორიის ტრადიცია იყო,რომ მონარქები წითლებში გამოწყობილნი უნდა ეკურთხათ კანონიერ მმართველებად.
-მზად ხარ? - ეკითხება მასთან მისულს.
-უკვე მეორედ,კი - მხრებს მსუბუქად იჩეჩავს.
YOU ARE READING
Kingdom Comes
Historical FictionPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.